ირაკლი სიმონია
ირაკლი სიმონია | |
---|---|
ირაკლი სიმონია | |
დაბ. თარიღი | 22 ოქტომბერი, 1961 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
მუშაობის ადგილი | ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი | კლიმ ჩურიუმოვი |
სამეცნიერო ხარისხი | ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების კანდიდატი |
მეუღლე | ციცინო ბაქრაძე-სიმონია |
მამა | ალექსანდრე სიმონია |
დედა | მარგარიტა ჭუმბურიძე |
საიტი | პერსონალური გვერდი |
სამეცნიერო სფერო | ასტროფიზიკა |
ირაკლი სიმონია (დ. 22 ოქტომბერი, 1961, თბილისი) — ქართველი ასტროფიზიკოსი, გამომგონებელი, მკვლევარი და უძველესი ასტრონომიის სპეციალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირაკლი სიმონია დაიბადა 1961 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ალექსანდრე სიმონიასა და მარგარიტა ჭუმბურიძის ოჯახში. მამამისი ალექსანდრე სიმონია იყო ცნობილი ქართველი ინჟინერი, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, ხოლო დედა მარგარიტა ჭუმბურიძე 1957-1997 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფილოლოგი, უფროსი მასწავლებელი, მოღვაწეობდა უცხოენების კათედრაზე.
1979 წელს ირაკლი სიმონიამ დაამთავრა თბილისის 52-ე საშუალო სკოლა, შემდგომ სწავლა გააგრძელა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1985 წელს. 1998 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კომეტების ასტროფიზიკის მიმართულებით. 1986-1988 წლებში მუშაობდა ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში. 1988-2008 წლებში მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მკვლევარად, არის გამოგონების ავტორი ტექნიკური ფიზიკის დარგში - „ზედაპირის მიკროსტრუქტურის გამოვლენის ხერხი“ (საქპატენტი, პატენტი GE404, 1996 წელი). 2008 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ასტრონომიის მიმართულებით. ირაკლი სიმონიამ შექმნა მსოფლიოში პირველი არქეოასტრონომიის სადოქტორო პროგრამა, აგრეთვე ხელმძღვანელობს მოლეკულური ასტროფიზიკის სადოქტორო პროგრამას. 2009-2014 წლებში მუშაობდა ედჯანკტ-პროფესორის პოზიციაზე ავსტრალიაში, ჯეიმზ კუკის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან არის ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების სრული წევრი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ასტროფიზიკა, კოსმოქიმია და ძველი ასტრონომია.
ირაკლი სიმონიას სამეცნიერო ბიოგრაფიაზე დიდი გავლენა იქონიეს, ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც არიან: გოგი ქურხული, იზოლდა ბეიტრიშვილი, ევგენი ხარაძე, კლიმ ჩურიუმოვი, აიუბ გულიევი და სტანისლავ ივანიშევსკი.
სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირაკლი სიმონია არის 86 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ირაკლი სიმონია იკვლევს: კომეტების ფიზიკასა და ქიმიას; მეტეორიტებს; ტრანსნეპტუნურ ობიექტებს; გალაქტიკურ ნისლეულებს; ვარსკვლავთშორის და პლანეტათშორის მტვერს (ორგანული მტვერი და სილიკატები); ყინულოვან ნახშირწყალბადების ნაწილაკების ლუმინესცენციას. ირაკლი სიმონიამ შექმნა კოსმოსური, კომპლექსური ორგანიკისა და მინერალური ნანო-ნაწილაკების ლუმინესცენციის თეორია.
მისი მეცნიერული ინტერესები ასევე მოიცავს სამყაროში სიცოცხლის წარმოშობისა და ევოლუციის პრობლემებს, ვარსკვლავთშორისი შთანთქმის, ბნელი მატერიის ბუნებას და გრავიტაციული ტალღების სხვადასხვა თვისებებს. ირაკლი სიმონიას მიერ ჩატარებული გამოკვლევები უძველესი ასტრონომიის სფეროში მოიცავს, როგორც ასტრონომიის ისტორიას, ასევე არქეოასტრონომიას. კერძოდ, მან გამოიკვლია დასავლეთ ევროპაში განმანათლებლობის ხანის ასტრონომიული ცოდნის განვითარება, გამოიკვლია კოსმოლოგიური მსოფლმხედველობის განვითარება და ასტრონომიული ცოდნა ძველ საქართველოში. სიმონიამ მოამზადა (თანაავტორებთან ერთად) კომეტების ოპტიკური სპექტრების არაიდენტიფიცირებული ემისიების კონსოლიდირებული კატალოგი.
საქართველოში მისი ჩართულობით შესწავლილ იქნა აბულის და შაორის მეგალითური კომპლექსები და მათ „მზის სადგურები“ ეწოდათ.
2012-2015 წლებში ირაკლი სიმონია იყო პროექტის „ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში“ სამეციერო ხელმძღვანელი, რომელზეც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სხვა სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს პროექტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა [1].
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წელს იქორწინა ციცინო ბაქრაძე-სიმონიაზე. 1988 წელს მათ შეეძინათ ვაჟი მიხეილ სიმონია, ხოლო 1993 წელს კი ქალიშვილი ნინო სიმონია.
აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, მისი სახელი მცირე პლანეტას მიანიჭა - ახლა ის იძებნება, როგორც „124398 Iraklisimonia“. ეს მცირე პლანეტაა, მარსსა და იუპიტერს შორის, ასტეროიდების სარტყელში - 2001 წელს აღმოჩენილი ამერიკელი ასტრონომის, როი ტაკერის მიერ, მისი დიამეტრი 6 კილომეტრია, წრიული ორბიტა აქვს და მზის გარშემო პერიოდი არის 5,4 წელი. ირეკლავს საკმაოდ სუსტად, არის მუქი, ალბათ ნახშირწყალბადის მასალის და ასტროქიმიისთვის ძალიან საინტერესოა [2].
სამეცნიერო ინტერესის სფეროები და კვლევითი ინტერესები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კომეტების ყინულოვანი ბირთვები;
- კომეტების ატმოსფეროების ყინულოვანი და სილიკატური მტვერი;
- კომეტების და სხვა სხეულების კომპლექსური ორგანული მოლეკულები;
- მეტეორიტების მინერალები და პრე-სოლარული მარცვლები;
- ვარსკვლავთშორისი დიფუზური აბსორბციები;
- ვარსკვლავთგარემომცველი მტვერი და გაზი;
- ასტრომეგალითური კონსტრუქციები და ასტრონომიული ხელნაწერები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2011 - საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წევრი
- 2011 - აშშ-ის ასტრონომიული საზოგადოების სრული წევრი
- 1993 - ევროპული საზოგადოება ასტრონომია კულტურაში
- 1999 - საერთაშორისო საზოგადოება ასტრონომია კულტურაში
შერჩეული სამეცნიერო ნაშრომების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასტროფიზიკა:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Simonia, I., Nabiyev, Sh. Interplanetary Nanodust as a Final Stage of Evolution of the Solid Substance of Small Bodies of the Solar System. Planetary & Space Science, vol.194, 2020, id.105096. DOI:10.1016/j.pss.2020.105096
- Simonia, I. A. Diffuse Interstellar Bands as Absorption by Frozen Oriented Gas. Astrophysics, Vol. 62 (1), pp. 79–91, 2019.
- Simonia, I. ; Gucsik, A. Photoluminescence and Cathodoluminescence of the Solid Cometary Substance. Open Astronomy, Vol. 28 (1), pp. 1–12, 2019.
- Simonia, I. Cruikshank, D. P. Organic Molecules in the Icy Bodies of Planetary Systems - Accepted Notions and New Ideas. Open Astronomy, Vol. 27, (1), pp. 341–355,2018.
- Simonia, I.; Nabiyev, S.; Kolokolova, L.; and A’Hearn, M., Catalog of Unidentified Cometary Emission Lines, urn:nasa:compil-comet:unid-emis::1.0, NASA Planetary Data System, 2018.
- Simonia, I. Possible Thermoluminescence of the Solid Cometary Substance: Thermoluminescence of Cometary Substance. The Astronomical Journal, Vol. 152 (4), id. 87, 8 pp., 2016.
- Gucsik, A.; Gyollai, I.; Nishido, H.; Ninagawa, K.; Izawa, M. M. R.; Jäger, C.; Ott, U.; Simonia, I.; Bérczi, S.; Kayama, M. Cathodoluminescence and Raman Spectromicroscopy of Forsterite in Tagish Lake Meteorite: Implications for Asteromineralogy. International Journal of Spectroscopy, Vol. 2016, id. 1751730, 2016.
- Gudipati, Murthy S.; Abou Mrad, Ninette; Blum, Jürgen; Charnley, Steven B.; Chiavassa, Thierry; Cordiner, Martin A.; Mousis, Olivier; Danger, Grégoire; Duvernay, Fabrice; Gundlach, Bastian; Hartogh, Paul; Marboeuf, Ulysse; Simonia, Irakli; Simonia, Tsitsino; Theulé, Patrice; Yang, Rui. Laboratory Studies Towards Understanding Comets. Space Science Reviews, Vol.197 (1-4), pp. 101–150, 2015.
- Gucsik, Arnold; Endo, Taro; Nishido, Hirotsugu; Ninagawa, Kiyotaka; Kayama, Masahiro; Bérczi, Szaniszló; Nagy, Szabolcs; Ábrahám, Péter; Kimura, Yuki; Miura, Hitoshi; Gyollai, Ildikó; Simonia, Irakli; Rózsa, Péter; Posta, József; Apai, Dániel; Mihályi, Krisztián; Nagy, Mihály; Ott, Ulrich. Cathodoluminescence microscopy and spectroscopy of forsterite from Kaba meteorite: An application to the study of hydrothermal alteration of parent body. Meteoritics & Planetary Science, Vol. 48 (12), pp. 2577–2596, 2013.
- Simonia, I.; Simonia, Ts. Relict Substance of Comets. European Planetary Science Congress 2013, held 8-13 September in London, UK. Online at: http://meetings.copernicus.org/epsc2013, id.EPSC2013-108, 2013.
- Simonia, I. Organic molecules of cometary substance. First International Conference on Chemical Evolution of Star Forming Regions and Origin of Life. Astrochem2012. AIP Conference Proceedings, Volume 1543. AIP Conference Proceedings, Vol. 1543 (1), p. 99-114, 2013.
- Simonia, I. Polycyclic Aromatic Hydrocarbons of the Cometary Ice. Azerbaijani Astronomical Journal, 8 (3), pp. 58–67, 2013.
- Gucsik, Arnold; Nishido, Hirotsugu; Ninagawa, Kiyotaka; Ott, Ulrich; Tsuchiyama, Akira; Kayama, Masahiro; Simonia, Irakli; Boudou, Jean-Paul. Cathodoluminescence Microscopy and Spectroscopy of Micro- and Nanodiamonds: An Implication for Laboratory Astrophysics. Microscopy and Microanalysis, vol. 18, issue 06, pp. 1285–1291, 2012.
- Simonia, I. Organic component of cometary ice. Astrophysics and Space Science, Vol. 332 (1), pp. 91–98, 2011.
- Simonia, I. Frozen Hydrocarbons in Comets. The Astronomical Journal, Vol.141 (2), id. 56, 6 pp., 2011.
- Simonia, I. On the possible luminescence nature of unidentified cometary emissions. Astrophysics and Space Science, Vol.312 (1-2), pp. 27–33, 2007.
- Simonia, I. A. Luminescence of cosmic dust— A result of the interaction of radiation with solid matter. Astrophysics, Volume 50, Issue 4, pp. 548–551, 2007.
- Simonia, I. A. On the nature of unidentified cometary emission lines. Solar System Research, Vol. 41 (2), pp. 129–131, 2007.
- Simonia, I. A.; Mikailov, Kh. M. Photoluminescence and cathodoluminescence by cosmic dust. Astronomy Reports, Vol. 50 (12), p. 960-964, 2006.
- Simonia, I. Frozen Hydrocarbon Particles of Cometary Halos as Carriers of Unidentified Emissions. Journal of Astrophysics and Astronomy, Vol. 26 (4), p. 421-427, 2005.
- Simonia, I.A. Frozen Hydrocarbon Particles as a Luminescent Dust Component of Nebular Matter. Astrophysics, Volume 48, Issue 3, pp. 374–380, 2005.
- Simonia, I.A. VizieR Online Data Catalog: Unidentified cometary emission lines (Simonia, 2004). VizieR On-line Data Catalog: J/PAZh/30/946. Originally published in: 2004PAZh...30..946S; 2004AstL...30..863S. 2005.
- Simonia, I.A. Unidentified Cometary Emission Lines as the Photoluminescence of Frozen Hydrocarbon Particles. Astronomy Letters, Vol. 30, Issue 12, p. 863-868, 2004.
- Simonia, I.A. Luminescence of Dust in the Nebula CED 201. Astrophysics, v. 47 (4), p. 530-537, 2004.
- Simonia, I.; Simonia, Ts. Finding Small Bodies by Their Luminescence Properties. Proceedings of Ceres 2001 Workshop October 9-12, 2001 Paris, France Eds: J.-E. Arlot and W. Thuillot, 2004, pp. 191–193. ISBN 2-91015-43-2, 2004.
- Simonia, I. Icy Particles of Cometary Halos as Carriers of Unidentified Bands. Proceedings of International Conference “Solar System Researches: Perspectives of Collaboration with ShAO,” 14-17 June 2004, Shamakhy, Azerbaijan. pp. 135–144, 2004.
- Simonia, I. Simonia, Ts. Triton Surface Evolution. Astronomical and Astrophysical Transactions, vol. 22 (1), p. 55-58, 2003.
- Simonia, I., Simonia Ts. Fluorescent Properties of the Dust Around Cool Stars. Azerbaijan Academy of Sciences, Circular of the Shamakhy Astrophysical Observatory Named after N. Tusi, 101, pp. 23–28, 2001.
- Simonia, I., Simonia, Ts. The Dust Around Cool Stars. IAU Symposium 177, The carbon Star phenomenon, ed.: Robert F. Wing, Kluwer Academic Publisher. P. 577, 2000.
- Simonia, I. Luminescence of Cometary Hydrocarbons. Comments on Astrophysics, Comments on Modern Physics, Vol.1, Part E, p. 25-30, 1999.
- Simonia, I. A. On Luminescence of Comet's Hydrocarbons. Astronomy and Geodesy, Vol. 16, p. 68-74, 1998.
- Simonia, I. On Carbonaceous Molecules in Comets. Circular VAGO, issue 52, Proceeding of plenary session of Vsesoyuznoe Astronomo-Geodesicheskoe Obschestvo central council, Simferopol, 1-4 April 1991, Ed. Novak, V.E., Moscow 1991, pp. 33–39. ISSN 0201-7342.
ძველი ასტრონომია:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Simonia, I. Ancient Astronomical Knowledge: the Unity of Diversity. Astronomical Heritage of the Middle East. ASP Conference Series, Vol. 520, proceedings of a conference held (13-17 November 2017) the Armenian National Academy of Sciences in Yerevan, Armenia. Edited by Sona V. Farmanyan, Areg M. Mickaelian, J. McKim Malville, and Mohammad Bagheri. San Francisco: Astronomical Society of the Pacific, 2019, p. 59 – 70.
- Simonia, Ts., Simonia, I. Digital Projection of Ancient Astronomical Heritage. Astronomical Heritage of the Middle East. ASP Conference Series, Vol. 520, proceedings of a conference held (13-17 November 2017) the Armenian National Academy of Sciences in Yerevan, Armenia. Edited by Sona V. Farmanyan, Areg M. Mickaelian, J. McKim Malville, and Mohammad Bagheri. San Francisco: Astronomical Society of the Pacific, 2019, p. 127 – 132.
- Simonia, I. The Astronomical Significance of the Manuscript “Star Book.” Scholars’ Press, 2018. ISBN 978-620-2-31242-4 The monograph.
- Simonia, I. A. Astronomical Manuscripts in Georgia – Little Studied Pages of the Medieval Science. Studies in the History of Astronomy, No 40, pp. 346 –363. S.I. Vavilov Institute for the History of Sciences and Technology of the RAS, ed. By G.E. Kurtik, Dubna:Phoenix+, 2018. ISBN 978-5-9279-0221-7
- Jijelava, B., Holbrook, J., Simonia, I. Cultural, Ethnographical and Religious Context of Georgian Folklore. Science and Culture, Vol. 83, No. 5-6, p. 134-138, May-June, 2017
- Jijelava, B., Holbrook, J., Simonia, I. Astronomical Context of Georgian Folklore. Indian Journal of Science and Technology, Vol. 9, No. 37, pp. 1–8, 2016, DOI: 10.17485/ijst/2016/v9i37/94312
- Jijelava, B., Simonia, I. Megalithic Monument of Abuli, Georgia, and Possible Astronomical Significance. Indian Journal of Science and Technology, Vol. 9, No. 31, pp. 1 –5, 2016. DOI: 10.17485/ijst/2016/v9i31/91741
- Simonia, I.; Simonia, Ts.; Abuladze, T.; Chkhikvadze, N.; Samkurashvili, L.; Pataridze, K. DVD Database Astronomical Manuscripts in Georgia. Astronomical Surveys and Big Data: Proceedings of an International Symposium dedicated to the 50th anniversary of the Markarian Survey and the 10th anniversary of the Armenian Virtual Observatory held at Byurakan Astrophysical Observatory, Byurakan, Armenia on 5-8 October 2015. Edited by Areg M. Mickaelian, Andy Lawrence and Tigran Yu. Magakian. ASP Conference Series, Vol. 505, 2016, p. 252 – 261.
- Simonia, I., Jijelava, B., Gigauri, G., Houston, G. L. Observational and Cult Sites in Pre-Christian Georgia. Handbook of Archaeoastronomy and Ethnoastronomy, ISBN 978-1-4614-6140-1. Springer Science+Business Media New York, 2015, p. 1461 – 1467.
- Simonia, I., Jijelava, B. Astronomy in the Ancient Caucasus. Handbook of Archaeoastronomy and Ethnoastronomy, ISBN 978-1-4614-6140-1. Springer Science+Business Media New York, 2015, p. 1443 – 1451.
- Sauter, J., Simonia, I., Stephenson, F.R., Orchiston, W. Historical Astronomy of the Caucasus: Sources from Georgia and Armenia. New Insights From Recent Studies in Historical Astronomy: Following in the Footsteps of F. Richard Stephenson, Astrophysics and Space Science Proceedings, Volume 43. ISBN 978-3-319-07613-3. Springer International Publishing Switzerland, 2015, p. 103 – 117.
- Sauter, J., Simonia, I., Stephenson, F.R., Orchiston, W. The Legendary Fourth-Century Total Solar Eclipse in Georgia: Fact or Fantasy? New Insights From Recent Studies in Historical Astronomy: Following in the Footsteps of F. Richard Stephenson, Astrophysics and Space Science Proceedings, Volume 43. ISBN 978-3-319-07613-3. Springer International Publishing Switzerland, 2015, p. 25 – 45.
- Simonia, I., Abuladze, T., Chkhikvadze, N., Samkurashvili, L., Simonia, Ts., Pataridze, K., Meladze, G. Astronomical Manuscripts in Georgia. Ilia State University Press, ISBN 978-9941-18-225-9, 2015, Tbilisi, Georgia.
- Simonia, I. Astronomical Significance of Ancient Monuments The Inspiration of Astronomical Phenomena VI. Proceedings of a conference held October 18-23, 2009 in Venezia, Italy. Edited by Enrico Maria Corsini. ASP Conference Series, Vol. 441. San Francisco: Astronomical Society of the Pacific, 2011, p. 487 – 493.
- Simonia, I., Simonia, Ts. Substances of the Ancient Cosmology. The Inspiration of Astronomical Phenomena VI. Proceedings of a conference held October 18-23, 2009 in Venezia, Italy. Edited by Enrico Maria Corsini. ASP Conference Series, Vol. 441. San Francisco: Astronomical Society of the Pacific, 2011, p. 409 – 413.
- Simonia, I., Ruggles, C., Bakhtadze, N. An astronomical investigation of the seventeen hundred year old Nekresi fire temple. Journal of Astronomical History and Heritage (ISSN 1440-2807), Vol. 12, No. 3, p. 235 – 239, 2009.
- Simonia, I., Ruggles, C., Chagunava, R. Ethnographic and literary reflections on ancient Georgian astronomical heritage. Journal of Astronomical History and Heritage (ISSN 1440-2807), Vol. 11, No. 3, p. 213 – 218, 2008.
- Simonia, I., Simonia, Ts. Metal Artifacts As a Mirror of Ancient Georgian Astronomical World View. Current Studies in Archaeoastronomy. Conversations Across Time and Space. Selected papers from the Fifth Oxford International Conference at Santa Fe, 1996. Eds. John W. Fountain, Rolf M. Sinclair. ISBN 0-89089-771-9. Carolina Academic Press, 2005, pp. 435–440.
- Simonia, I. Old Georgian Astronomical Manuscripts. The Journal of Astronomical Data, Vol. 10, pp. 121 –133, 2004.
- Simonia, I. Abuserisdze Tbeli in Context of the Development of Ancient Georgian Astronomy. Bulletin of the Georgian Academy of Sciences, vol., 168, No 3, pp. 609–612, 2003.
- Simonia, I. Little known aspects of the history of Georgian astronomy. Journal of Astronomical History and Heritage (ISSN 1440-2807), Vol. 4, No. 1, p. 59-73, 2001.
- Bronshten, V.A., Simonia, I.A. From the History of Tiflis Observatory in XIX century (1834-1880). Istoriko-astronomicheskie issledovaniia, Vyp. 25, Ed. Idlis G. M., Moscow, Nauka,
- Simonia,I. , Chagunava, R. Nasireddin Tousy’s role in Georgian Astronomical Practice. Azerbaijan Academy of Sciences, Circular of the Shamakhy Astrophysical Observatory Named after N. Tousi, vol., 98 pp. 25 – 28, 2000.
- Simonia, I. Ancient Georgian Cosmogram. Azerbaijan Academy of Sciences, Circular of the Shamakhy Astrophysical Observatory Named after N. Tousi, vol., 99, pp. 13 – 15, 2000.
- Simonia, I., Simonia, Ts. The East and the West and Astronomy in Georgia. Time and Astronomy at the Meeting of Two Worlds, Proceedings of the International Symposium held in April 27- May 2, 1992 in Frombork, Poland. Eds. Iwaniszewski,S; Lebeuf,A; Wiercinski,A; Ziolkowski,M., 1994, p. 487-493. ISBN 83-85620-60-5.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- IAU WGSBN Bulletin Volume 1, No1, May 14, 2021, page 21.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი დაარქივებული 2021-09-04 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- საერთაშორისო ასტრომონიული საზოგადოება
- ინტერვიუ მეცნიერთან, რომლის სახელიც პლანეტას მიენიჭა
- ძველი ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში - Old Georgian Astronomical Manuscripts[მკვდარი ბმული]
- პლანეტა - (124398) Iraklisimonia
- გაგაცნობთ ქართველ ასტროფიზიკოსს, რომლის სახელიც მიენიჭა ერთ-ერთ პლანეტას
- название планеты между Марсом и Юпитером