გულბათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლღა გრუზინსკაია

გულბათი (ნამდვილი სახელი და გვარი ოლღა ილიას ასული გრუზინსკაია) (დ. 1846, მოსკოვი, ― გ. 18 ივლისი, 1913, იქვე) — ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები. საქართველოს მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი, ილია ბატონიშვილის ასული.

ოლღა გრუზინსკი იყო რუსეთის საიმპერატორო კარის სეფექალი პეტერბურგში. შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც 1899 წელს გამოაქვეყნა 23 ქართული ლეგენდისა და ზღაპრის რუსული თარგმანი. აკაკი წერეთელმა რეცენზია დაწერა ამ კრებულზე და გულთბილი ლექსი უძღვნა გულბათს. ოლღას გამოქვეყნებული ჰქონდა ასევე მოკლე ისტორიული წერილი „სულხან საბა“ (გაზ. «Закавказская речь», 1913), „მოგონებანი“ (ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის ცხოვრებიდან, გაზ. „ქართლი“, 1913), ისტორიული პიესა ერეკლე II-ის ცხოვრებიდან (ი. ზ. ლუკიანოვთან ერთად, «Закавказская речь», 1913, №147).

ჰქონდა ქართული სიძველეების (ხელნაწერების, ნაბეჭდი წიგნების, ანტიკვარული ნივთების) კოლექცია, რომლის გადაცემა თავის სიცოცხლეშივე სურდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის, მაგრამ ოლღას გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონება გადავიდა ძმის, ნიკოლოზ გრუზინსკის ხელში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარამიძე ა., თრითინოს გარშემო, «დროშა», 1971, № 4.
  • წერეთელი ა., ბიბლიოგრაფიული შენიშვნები. 6 - "ქართული ლეგენდები", თხზ. სრ. კრ., ტ. 13, თბ., 1961.
  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.746.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]