დავით ჭავჭავაძე (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით ჭავჭავაძე.
დავით ჭავჭავაძე

დავით ჭავჭავაძე (დ. 15 აგვისტო[1] 1818 — გ. 15 ნოემბერი, 1884, თბილისი) — თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); მწიგნობარი, ბიბლიოფილი[2]. მამა - ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846), დედა სალომე ორბელიანი (1795-1847).

ბიოგრაფიული ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ჭავჭავაძე გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე ჭავჭავაძის მესამე შვილი იყო[3]. დაიბადა 1818 წლის 15 აგვისტოს. განათლება სანქტ-პეტერბურგში მიიღო „პოდპრაპორშჩიკთა“ სკოლაში. 1834 წელს პეტერბურგშივე მოეწყო სამუშაოდ, ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტეროფიცრად. 1839–1840 წლებში მსახურობდა ფსკოვის კირასირთა პოლკში. მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად. 1840 წელს გადაიყვანეს კავკასიაში და ჩარიცხეს გენერალ ნ. რაევსკის რაზმში. 1841 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში, სადაც მისი მამა ალექსანდრეც მოღვაწეობს. 1844 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა.[4] 1846 წელს პეტერბურგს გაემგზავრა, რათა ცოლად შეერთო ანა ბაგრატიონი-გრუზინსკაია, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილიშვილი. ქორწინებაში შეეძინათ 11 შვილი[5].

  • სალომე 1848-1919. (მეუღლე მაქსიმილიან ოსტენსაკენი),[1]
  • მარიამი (კაკო)1849-1921 (მეუღლე ზაქარია ჭავჭავაზე),[6]
  • ელენე 1850-1929 (მეუღლე ნიკოლოზ ასტაფიევი),[7]
  • თამარი 1852-1933 (მეუღლე ირაკლი ბაგრატიონ-გრუზინსკი),[8]
  • ალექსანდრე 1853-1900 (მეუღლე თინათინ მაღალაშვილი),[9]
  • ელისაბედი (ლიდია) 1854-1854 (გარდაიცვალა ლეკების თავდასხმის დროს),[9]
  • გიორგი 1856-1856 (დღენაკლული დაიბადა),
  • ანასტასია 1857-1927 (მეუღლე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი),[9]
  • ნინო 1859-1936 (მეუღლე დავით ჯორჯაძე),[9]
  • ილია 1860-1921 (მეუღლე ვერა ვაჩნაძე),[9]
  • არჩილი 1869-1913 (მეუღლე ნატალია სელეფანტოვა).[9]

მამულის მართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1846 წელს ალ. ჭავჭავაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. 28 წლის დავითს მემკვიდრეობით ერგო დიდძალი ქონება კახეთში. მათ შორის წინანდლისა და თბილისის სასახლეები. რონებასთან ერთად დავითმა მემკვიდრეობით მიიღო მამის დიდძალი ვალი, დაგირავებულ მამულებთან ერთად. 1847 წელს მოუსავლიანობამ და ქოლერამ ჭავჭავაძეების ოჯახს დიდი ზიანი მიაყენა. ქოლერისაგან გარდაეცვალა დედა სალომე ორბელიანი (1795-1847), მძიმე იყო სამეურნეო მსხვერპლიც: ეპიდემიამ 110 გლეხი შეიწირა დავითის მამულებიდან. დავით ჭავჭავაძეს თხოვნა ახალი სესხის აღებაზე არ დაუმტკიცეს. შედეგად 1848 წელს იგი იძულებული გახდა თბილისში, მამამისის ახლადაშენებული სახლი გაეყიდა, რათა ვალის ნაწილი გაესტუმრებინა.[10] დავითი 1862 წელს სასოფლო - სამეურნეო ნაშრომთა გამოფენაზე, სხვა ექსპონატებს შორის დავითის მეურნეობაში გამოყვანილმა აბრეშუმმა დაიმსახურა ჯილდო.[4] დავითის მეუღლე ანა ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას ეწეოდა: მისი თაოსნობით 1865 წელს თელავში პირველი ქალთა სასწავლებელი დაარსდა, ე.წ. წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელმა ბინა ერეკლე II-ს სასახლეში დაიდო.[2] მეუღლესთან ერთად აქტიურად ცდილობდა ბიბლიოთეკის შექმნასა და გამდიდრებაზე. ანა სამედიცინო საქმის დიდი გულშემატკივარი იყო. წინანდლის მუზეუმში ინახება მისი ხელით გადაწერილი “წიგნი სააქიმო”- კარაბადინი. 1854-1855 წლებში შამილის ტყვეობაში 9 თვე გაატარა, რომლის დროსაც მთავარი მომლაპარაკებელი და ოჯახისა და მოახლეების უსაფრთხოების გარანტად გამოდიოდა. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგას ანა ბაგრატიონი მეუღლესთან ერთად განაგრძობდა აქტიურ საზოგადო - აღმზრდელობით მოღვაწეობას. დავით ჭავჭავაძე საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა. 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის თაოსნობით თბილისში შეიქმნა პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომლის დამაარსებელთა შორის დავით ჭავჭავაძეც მოიხსენიება, ასევე ურთიერთობა ჰქონდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და პირადად ილია ჭავჭავაძესთან. დავითის აქტიური მხარდაჭერით მისმა მეუღლემ-ანა ბაგრატიონმა 1867 წელს წინანდალშიც გახსნა საქალებო და სამრევლო სასწავლებელი. ,,XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში დავით ჭავჭავაძის ხელშეწყობით მისი 5 სოფლის 333 კომლმა, თავი გამოისყიდა და მესაკუთრე გლეხი გახდა“.[11]

სამხედრო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1834 წ. -ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის უნტეროფიცერი, 1836 - პსკოვის კირასირის პოლკის იუნკერი, 1839 -კავკასიის კორპუსის პორუჩიკი, 1840 -ნიჟეგოროდია დრაგუნთა პოლკი შტაბს კაპიტანი, 1847 -კავკასიის ჯარების კომანდირის და მთავარმართებელ ვორონცოვის ადიუტანტი, 1849 -კავალერიის პოდპოლკოვნიკი, 1851 - წელს გადაიყვანეს ლაიბ-გვარდიის გრენდერთა პოლკში. 1854 -მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ფლიგელ ადიუტანტი, 1856 -თბილისის ეგერის, მე-15-ე გრენადერთა პოლკი, 1861 -მიიღო გენერალ მაიორის ჩინი და ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში, 1881 -მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი.[4]

სამხედრო ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანისლავის III , სტანისლავის II , წმ.ანას III , წმ. ანას II, წმ.ანას I , ვლადიმირის III , ხმალი ორდენით, 5 დესეტინა მიწის ნაკვეთით ბაქოს გუბერნიაში, ბალახინის მიდამოებში, მემკვიდრეობის უფლებით.

წინანდლის მამულის გადაწვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1854 წლის 4 ივლისს შამილის რაზმი წინანდალში დავითის ოჯახს თავს დაესხა . ლეკებმა გაანადგურეს ყველაფერი, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს. ტყვედ აიყვანეს დავითის მეუღლე ანა ბაგრატიონი, თავისი ხუთი შვილით.[5] დაარბიეს და გაძარცვეს სასახლის 29 ოთახი, დავითის მეუღლე, შვილები და სტუმრად მყოფი ნათესავებით-სულ 24- ადამიანი შამილის ბრბომ ძვირფასეულობით დატვირთულ ცხენებზე შემოისვა და ტყვედ წაიყვანა, გაძარცული სასახლე და პარკი ცეცხლს მისცეს. დავით ჭავჭავაძემ ერთ საათში დაკარგა ოჯახიცა და ქონებაც. შამილმა ტყვეებისათვის მოითხოვა მისი დატყვევებული ვაჟის, ჯემალ-ად-დინის, დიშვილისა და სხვა ტყვეების გათავისუფლება, აგრეთვე 1 მილიონი მანეთი ვერცხლი. იმპერატორი ნიკოლოზ I-ის ჩარევის შედეგად შამილის ვაჟი გაათავისუფლეს. შამილმა მიიღო 40000 მანეთი ვერცხლის წვრილი ფულით. ეს გაცვლა მოხდა 1855 წლის 10 მარტს, დატყვევებიდან რვა თვის შემდეგ, მდინარე მიჩიკთან.[5]

 ,, ჭავჭავაძეების ზარალი 106 ათას მანეთად ოქროთი შეფასდა. ცეცხლში დაიწვა  ალექსანდრე ჭავჭავაძის მდიდარი ბიბლიოთეკა და პირადი არქივი“.[11]

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა დავითი. აუწერელი იყო მთიელთა თავდასხმით მიყენებული ზარალი, დიდი იყო ცოლ-შვილის დასახსნელად რუსეთის სახელმწიფო ბანკიდან აღებული ვალი. დავით ჭავჭავაძე ძალ-ღონეს არ ზოგავდა, ვალები როგორმე გაესტუმრებინა, მეურნეობის უკეთ მოწყობის მიზნით 1856 წელს ხოდაშნიდან ახალი წყალსადენი გამოიყვანა წინანდალში.

გარდაცვალება და დასაფლავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, 1884 წლის 15 ნოემბერს, თბილისში. დიდი პატივით ჩაასვენეს კახეთში და დაკრძალეს ახალი შუამთის მონასტერში. კიკო ჩოლოაშვილის სიტყვა დაკრძალვაზე:

"თქვენი ოჯახი პირველი ოჯახი იყო საქართველოში, შამილმა შენი სახლი  რომ აიკლო, ეგ იკმარა და გაბრუნდა, ეგონა მთელი საქართველო ავიკელიო. ერიც სხვაგვარად გიყურებდათ თქვენ, ჩვენს ქვეყანაში თავადობას მეფეები აძლევდნენ საზოგადოდ, თქვენ კი თვით ერმა მოგანიჭათ ეს წოდება. მთელ კახეთში "კნიაზიანთ" ოჯახს მარტო თქვენს ოჯახს ეძახდნენ. მშვიდობა შენს სულს,  ნათელი შენს გზას, თავადო. (ივერია 16 ნოემბერი. 1884წ.)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავრიშვილი, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 377.
  • კიკნაძე, ლია (2019) ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  • ჩხეიძე, თენგიზ (1968) "საუფლისწულო მამულები კახეთში 1885-1921" თბილისი: მეცნიერება ლინკი საძარო ბიბლიოთეკაში: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/105434/1/Saufliswulo_Mamulebi_Kaxetshi.pdf
  • გონჯილაშვილი (1999) "ჭავჭავაძეთა ნაფუძარზე" თბილისი: მერანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გვ. 63. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  2. 2.0 2.1 გვ. 58. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  3. გვ. 7. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  4. 4.0 4.1 4.2 გვ. 57. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  5. 5.0 5.1 5.2 გვ. 62. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  6. გვ. 65. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  7. გვ. 78. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  8. გვ. 84. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 გვ. 108. ლია კიკნაძე (2019) "ალექსანდრე ჭავჭავაზის შთამომავლობა" თბილისი: ISBN 978-9941-8-1640-6
  10. გვ.118. ბელა გონჯილაშვილი (1999) "ჭავჭავაძეთა ნაფუძარზე" თბილისი: მერანი
  11. 11.0 11.1 თენგიზ ჩხეიძე (1968) "საუფლისწულო მამულები კახეთში: 1885-1921" თბილისი: მეცნიერება