ივან მარჩუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან მარჩუკი
უკრ. Іван Степанович Марчук
სრული სახელი ივან სტეფანის ძე მარჩუკი
დაიბადა 12 მაისი, 1936 (1936-05-12) (87 წლის)
დაბადების ადგილი სოფ. მოსკალივკა, ტერნოპოლის ოლქი, უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
სფერო ფერწერა
ჯილდოები შევჩენკოს ეროვნული პრემია

ივან მარჩუკი (უკრ. Іван Степанович Марчук, დ. 12 მაისი, 1936, მოსკალივკა, უკრაინა) — თანამედროვე უკრაინელი მხატვარი, უკრაინის დამსახურებული არტისტი, შევჩენკოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, ტერნოპოლის ოლქისა და კიევის დამსახურებული მოქალაქე.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან მარჩუკი დაიბადა მქსოველების ოჯახში. ბავშვობაში მარჩუკი მამამისს ხშირად ეხმარებოდა. მან ადრეულ ასაკშივე დაიწყო ხატვა. მიუხედავად საჭირო მასალების ქონისა, როგორიცაა მაგალითად, საღებავი, პასტელი, აკვარელი, ქაღალდი, ივანი ხელოვნების ნიმუშებს ბალახებით, ყვავილებითა და ხილით ქმნიდა. შვიდწლიანი სკოლის დასრულების შემდეგ იგი ჩაირიცხა ივან ტრუშის სახელობის ლვოვის ხელოვნების სკოლაში, სადაც დეკორატიულ ფერწერას სწავლობდა 1951-დან 1956 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს სურდათ ივანი ქირურგი ან ბიოლოგი გამხდარიყო, მათ შვილს სურვილების ასრულებაში ხელი არ შეუშალეს. მარჩუკი სწავლის ამ პერიოდს გარდაქმნად აღწერს და აღნიშნავს, რომ მას პროგრესულად მოაზროვნე მასწავლებლები ჰყავდა, რომლებმაც ივანს შთააგონეს და სოციალისტური რეალიზმის იდეოლოგიურად უსაფრთხო ადგილი უჩვენეს..[1] იგი 1959 წელს შეუერთდა იატაკქვეშა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი ერთ-ერთი პედაგოგი კარლ ზვირინსკი. მასწავლებელი წევრებს აცნობდა არასანქცირებულ ხელოვნებას, ისტორიას, მუსიკას, ლიტერატურასა და რელიგიას.[2] ჯარში მსახურობის შემდეგ ან სწავლა განაგრძო ლვოვის გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტის კერამიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1965 წელს. ფულის შოვნის მიზნით, ის ასევე მუშაობდა ორგანიზაციაში, რომელიც ამზადებდა პოსტერებს კომპანიებისთვის, კლუბებსა და თეატრებისთვის. მოგვიანებით ის კიევში გადავიდა და იქ მუშაობდა. 1965-1968 წლებში მუშაობდა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მასალების ინსტიტუტში. მას დედაქალაქში ცხოვრება ძალიან უჭირდა დაბალი ანაზღაურებისა და კომუნალური გადასახადების გამო. დამატებითი შემოსავლის მისაღებად ის ქმნიდა გაზეთ „Ranok“-ის ყდის დიზაინს და მცირე ზომის ნახატებს. 1968 წელს მარჩუკმა იური შჩერბაკს მიჰყიდა პირველი ნამუშევარი 30 კარბოვანეტად. 1968-დან 1984 წლამდე კიევის მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნების ქარხანაში ივანმა შექმნა ილუსტრაციები საბჭოთა პუბლიკაციებისთვის.[3] თავისუფალ დროს მარჩუკი ექსპერიმენტებს ატარებდა ხელოვნების სხვადასხვა ფორმებში, მაგალიტად ხატავდა მელნითაც. ის ცდილობდა, რომ მისი ნამუშევრები უცხოეთშიც გაეცნოთ.[4] 

სტილი და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან მარჩუკის ნახატი „მითხარი სიმართლე“ უკრაინულ საფოსტო მარკაზე, 2016 წელი

ივან მარჩუკს სიცოცხლის განმავლობაში 4000-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შექმნილი, რომელთა თითქმის ნახევარი უკრაინის საზღვრებს გარეთაა განთავსებული. მისი ნამუშევრები გამოფენილია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ლატვია, გერმანია, პოლონეთი, ბელგია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ლუქსემბურგი, ტაილანდი, ტუნისი და სხვა. მარჩუკი ცნობილია როგორც ახალი ტექნიკის, „პლიონტანიზმის“ შემქმნელი, რომელიც ხასიათდება დეტალების დახვეწილობით, რომლებიც ერთმანეთში გადადის.[5] ზოგიეთი ივანის სტილს ჰიპერრეალიზმთან აკავშირებს, თუმცა ამ მოსაზრებას თავად მარჩუკი არ ეთანხმება.[6]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Atlant UMC-მა გამოაქვეყნა 3 წიგნი მხატვრის შემოქმედების შესახებ. დიდი ზომის მონოგრაფია სახელწოდებით „ივან მარჩუკი“ (2004) ასახავს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის ყველა ეტაპს. მისი მეორე ნაწილი 1965-2005 წლების პერიოდს აღწერს, მესამე ნაწილი კი — გამოიცა სერიაში „ფერწერა“ (2008).

2013-2016 წლებისთვის ფენიქსმა გამოსცა ივან მარჩუკის სამი წიგნი.

2017 წლის თებერვალში ფელიქსმა გამოაქვეყნა მარჩუკის ადრეული ნამუშევრების კატალოგი სახელწოდებით „ივან მარჩუკის ფერწერის იგავები: ადრეული პერიოდი“. ამ წიგნისთვის წინასიტყვაობა დაწერა გერმანელმა ხელოვნების ექსპერტმა, ოლენა ბალუნმა და უკრაინელმა მკვლევარმა, თამარა სტრიპკომ.

2018 წლის თებერვალში ფოლკარტ გალერეამ გამოაქვეყნა წიგნი „სიზმრების ექო“ უკრაინულად, ინგლისურად და თურქულად, რომელშიც ივან მარჩუკის 300-მდე ტილო იყო შეტანილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ivan Marchuk: Album-catalogue. — Kyiv: CJSC Atlant UMS, 2004. — 519 p. — ISBN 966-95919-7-X. (ინგლისურად)
  • Ivan Marchuk. Creative period 1965–2005: [Album]. — [Kyiv: CJSC Atlant UMS, 2005]. — 28 p. (ინგლისურად)
  • Іван Марчук. Дорога додому: Альбом. — К.: ТОВ «Атлант ЮЕмСі», 2008. — [135] с. — ISBN 978-966-8968-22-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]