შინაარსზე გადასვლა

იგნატიუს აჩეამპონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იგნატიუს კუტუ აკვაზი აჩეამპონგი
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 იანვარი 1972 – 5 ივლისი 1978
წინამორბედიედუარდ აკუფო-ადო
მემკვიდრეფრედერიკ აჯუფო

დაბადებული23 სექტემბერი 1931
კუმასი ოქროს ნაპირი
გარდაცვლილი16 ივნისი 1979
აკრა განა
რელიგიაქრისტიანი

იგნატიუს კუტუ აკვაზი აჩეამპონგი (ინგლ. Ignatius Kutu Akwasi Acheampong) (დ. 23 სექტემბერი, 1931, კუმასი, ოქროს ნაპირი — გ. 16 ივნისი, 1979, აკრა, განა) — განელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. 1972 წლის იანვრიდან განის ეროვნული ხსნის საბჭოსა და მთავრობის მეთაური, თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. სამხედრო განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში. 1959 წლიდან მსახურობდა განის არმიაში. 1972 წლის აპრილიდან განის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მისი ხელისუფლება დაამხეს სასახლის გადატრიალების შედეგად 1978 წლის 5 ივლისს. გადატრიალების ხელმძღვანელი იყო გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ აკუფო, რომელმაც შინაპატიმრობა მიუსაჯა აჩეამპონგს. იგნატუს აჩეამპონგი და კიდევ ორი ყოფილი სახელმწიფოს მეთაური ედუარდ აკუფო-ადო და აკვასი აფრიფა დაიღუპნენ 1979 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოიყვანა ჯერი როლინგსი.

წინამორბედი:
ედუარდ აკუფო-ადო
განის პრეზიდენტი

19721978
შემდეგი:
ფრედერიკ აკუფო