აკვასი აფრიფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აკვასი აფრიფა
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აპრილი, 1969 – 7 აგვისტო, 1970
წინამორბედიჯოზეფ ანკრა
მემკვიდრენიი ამაა ოლენუ

განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აპრილი, 1969 – 1 სექტემბერი, 1969
წინამორბედიჯოზეფ ანკრა

განის საპრეზიდენტო კომისიის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 1969 – 7 აგვისტო, 1970

დაბადებული24 აპრილი, 1936
მამპონგი, განა
გარდაცვლილი26 ივნისი, 1979
აკრა, განა
მამაოპანინ კვაკი ამანკვა
დედაამა სერვაა ამანიანმპონგი
მეუღლეკრისტინა აფრიფა

აკვასი ამანკვა აფრიფა (ინგლ. Akwasi Amankwaa Afrifa; დ. 24 აპრილი, 1936, მამპონგი, ოქროს ნაპირი — გ. 26 ივნისი, 1979, ტეშის სამხედრო პოლიგონი, აკრა) — განელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე 1969 წ. საპრეზიდენტო კომისიის თავმჯდომარე 1969-1970 წწ.

დაიბადა 1936 წლის 24 აპრილს, ტომის ბელადის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივი პრესვიტერიანულ სკოლაში. 1957-1570 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1967-1969 წლებში ფინანსების, ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრია. 1969 წლის 2 აპრილს ჯოზეფ ანკრას გადადგომის შემდეგ დაიკავა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა. 1970 წლის 30 ივლისს განის ეროვნულმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეშალა საპრეზიდენტო კომისია და დაენიშნა ახალი არჩევნები. აკვასი აფრიფა გადადგა და წავიდა დიდი პოლიტიკიდან. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ახალ არჩევნებამდე დაევალა ნიი ამაა ოლენუს. პრეზიდენტად კი აირჩიეს ედუარდ აკუფო-ადო.

1979 წლის 18 ივნისს აირჩიეს ეროვნული კრების წევრად. თუმცა გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ დაპატიმრა და 26 ივნისს სიკვდილით დასაჯა კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტ ფრედერიკ აკუფოსთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]