ჯოზეფ ანკრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯოზეფ ანკრა
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 თებერვალი, 1966 – 2 აპრილი, 1969
წინამორბედიკვამე ნკრუმა
მემკვიდრეაკვასი აფრიფა

განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 თებერვალი, 1966 – 2 აპრილი, 1969
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეაკვასი აფრიფა

განის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ივნისი, 1966 – 13 მარტი, 1967
წინამორბედიალექს კვეისონ-სეკი
მემკვიდრეჯონ ჰარლი

დაბადებული18 აგვისტო, 1915
აკრა, განა
გარდაცვლილი25 ნოემბერი, 1992
აკრა, განა
მამასამუელ პოლ კოფი ანკრა
დედაბეატრის აბაში კუეინორი
მეუღლემილდრეს კრისტინა აკისივორ ფუგარი
პროფესიასამხედრო

ჯოზეფ არტურ აკრა (ინგლ. Joseph Arthur Ankrah; დ. 18 აგვისტო, 1915, აკრა, ოქროს ნაპირი — გ. 25 ნოემბერი, 1992, აკრა, განა) — განელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე 1966 — 1969, 1966 წლის განის სამხედრო გადატრიალების ხელმძღვანელი, რომლის შედეგადაც დაამხეს პირველი პრეზიდენტი კვამე ნკრუმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოზეფ არტურ ანკრა დაიბადა ქრისტიანი მისიონერის ოჯახში 1915 წლის 18 აგვისტოს. 1921 წელს 6 წლის ჯოზეფი შეიყვანეს აკრის მეთოდისტურ სკოლაში. 1932 წელს იგი ჩაირიცხა განის ერთ-ერთ პრესტიჟულ, აკრის აკადემიაში, ხოლო 1937 წელს მიიღო ქემბრიჯის სკოლის სერტიფიკატი. 1930-იანი წლებიდან დაკავებულია სპორტული კარიერით, რომელიც ახალგაზრდულ კლუბ „ავრორაში“დაიწყო, ხოლო 30-იანი წლების ბოლოს უკვე პროფესიულ ფეხბურთს თამაშობდა. აპირებდა სპორტული კარიერის გაგრძელებას, მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა მისი გეგმები შეცვალა.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს გაიწვიეს ბრიტანეთის დასავლეთი აფრიკის სამხედრო სასაზღვრო ჯარში. 1940 წელს მისი დანაყოფი გააგზავნეს აღმოსავლეთ აფრიკაში იტალიელების წინააღმდეგ საბრძოლველად ეთიოპიაში, თუმცა ანკრა დარჩა აკრაში და მიიღო თანამდებობა კანცელარიაში. 1947 წელს მიიღო ლეიტენანტის წოდება, 1956 წელს მაიორის, ხოლო 1957 წელს - პოდპოლკოვნიკის წოდება.

1966 წლის 24 თებერვალს აკვასი აფრიფასთან ერთად დაამხო პრეზიდენტ კვამე ნკრუმას ხელისუფლება, მიიღო განის გათავისუფლების ეროვნული საბჭოს თავჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის, წოდება.

1969 წლის 2 აპრილს გადადგა ფინანსური სკანდალის გამო.

1965 წელს დაქორწინდა მესამედ. საერთო ჯამში ჰყავდა 18 შვილი. გარდაიცვალა აკრაში 1992 წლის 25 ნოემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]