მანდალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანდალა (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში ბინდუიანი წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.[1][2]

მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები ბუდიზმშიც და ინდუიზმშიც.[3][4] ტერმინი ინდუისტური წარმოშობისაა და ჩნდება რიგ ვედაში, მაგრამ სხვა დჰარმულ რელიგიებშიც გამოიყენება, ძირითადად ბუდიზმში. ბუდიზმის ვაჯრაჲანულ მიმდინარეობაში, მანდალები ქვიშით ხატვაში გადაისახა.

სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს „ქვეცნობიერის ძლიერ ღრმა დონეების მიღწევაში, სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად.“[5] ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა, მანდალა დაახასიათა, როგორც „ქვეცნობიერ მე-ს გამოსახვა“.

დღეს, მანდალას ადამიანის მიერ სამყაროს მაკროკოსმოსის ხედვის რაიმე სახის სიმბოლურ გამოსახვასაც უწოდებენ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Artiste Nomade, What's a mandala?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-19. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  2. Kheper,The Buddhist Mandala - Sacred Geometry and Art. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-14. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  3. mandala. Merriam-Webster Online Dictionary (2008). ციტირების თარიღი: 2008-11-19.
  4. Mandala, The Mandala, Mandala Design, Largest Mandala, Buddha's Life Stages in Mandala, Mandala Paintings, Thanka Paintings, Work of Art, Asian art, Asian Paintings, Volunteer Work, Philanthropy, Donation for Preservation of Buddhist Religion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-27. ციტირების თარიღი: 2011-02-02.
  5. See David Fontana: "Meditating with Mandalas", p. 10