თარგი:დღის სტატია:06-24

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენესუელა
ვენესუელა

ვენესუელა, ოფიციალურად — ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა (ესპ. República Bolivariana de Venzueela), — სამხრეთი ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტროპიკული ქვეყანა. დასავლეთით ესაზღვრება კოლუმბია, აღმოსავლეთით — გაიანა და სამხრეთით — ბრაზილია. მისი ჩრდილოეთი სანაპირო ხაზის სიგრძე დაახლოებით 2 800 კილომეტრია და მოიცავს მრავალ კუნძულს კარიბის ზღვაში, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანეს. ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს კარიბის კუნძულები, ისეთები, როგორებიცაა ტრინიდადი და ტობაგო, გრენადა, კიურასაო, ბონაირე, არუბა და ლევარდის კუნძულები. ვენესუელის ტერიტორია მოიცავს 916 445 კმ²-ს. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 29 105 632 ადამიანს. ვენესუელა გამოირჩევა განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით. მისი ბიოტოპი მოიცავს აღმოსავლეთით ანდებს ხოლო სამხრეთით ამაზონის ტროპიკულ ტყეებს.