თამარის ციხე (საინგილო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამარის ციხე (საინგილო)
თამარის ციხე (ბელაქანის რ-ნი).jpg
კოორდინატები: 41°45′56″ ჩ. გ. 46°21′20″ ა. გ. / 41.76556° ჩ. გ. 46.35556° ა. გ. / 41.76556; 46.35556
მასალა რიყის ქვა
თამარის ციხე (საინგილო) (აზერბაიჯანი)
Noun Project - Castle tower.svg

ფერი-ყალა, თამარის ციხე — ციხესიმაგრე აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, ლაგოდეხ-შაქის მთავარი გზიდან დაახლოებით 4-5 კმ-ში, მდინარე ბელაქნისწყლის ხეობაში.

სახელწოდება წარმოდგება სახელიდან „ფერი“, რითაც თამარ მეფეს იცნობენ საინგილოში და თურქული სიტყვიდან „ყალა“ რაც ციხეს ნიშნავს. გადმოცემით, ციხე მტრის თავდასხმის დროს საიმედო თავშესაფარი იყო მახლობელი სოფლების მოსახლეობისათვის.

გალავანი წაგრძელებული ტრაპეზის მოხაზულობის გეგმის მქონეა. სიმაღლეში პირვანდელი სახით არაა მოღწეული. ყველაზე დაბალ ნაწილში მისი სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს, ხოლო უმაღლეს ნაწილში 6 მეტრს არ აღემატება. გალავნის წყობა შესრულებულია რიყის ქვებისაგან კირის დუღაბზე. წინა და მარჯვენა კედლებში, გალავნის გასამაგრებლად, ცილინდრული ფორმის გოდლედებია დატანებული. გალავნის შიგნითა ტერიტორიის ფართობი 700 კვ.მ.-ს აღემატება. ციხის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის შენობები ყოფილა განლაგებული, რომელთაგან ახლა მხოლოდ ნარღვევი ქვების გროვაა დარჩენილი.

თამარის ციხე თავისი მდებარეობით, გეგმის კომპოზიციით, თვით ძეგლის საშუალო ზომის მოცულობითი სიდიდით და მშენებლობის ტექნიკითაც იდენტურობას იჩენს შხეფის ციხესთან.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარჯანიშვილი გ., ჰერეთი, თბ., 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]