ბურჯი (არქიტექტურა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბურჯი (მრავალმნიშვნელოვანი).
ხიდის ბურჯის დიაგრამა

ბურჯი — ქვითკირის მაღალი, მრგვალი ნაგებობა, რომელიც სიმტკიცისათვის ციხესიმაგრის გალავანში ადგილ-ადგილ არის დატანებული. აგრეთვე ხიდისა და წყალსაშვები ჰიდროტექნიკური ნაგებობის (კაშხალის, წყალსაგდების, წყალსაღებისა და სხვა) საყრდენი. ბურჯს გადაეცემა ხიდის მალის ნაშენის დატვირთვა (განაპირა ბურჯს კი - მიწაყრილის დაწოლაც), ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში - წყლის წნევა (საკეტების მეშვეობით), საკეტების ამწევ მექანიზმთა დატვირთვა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]