შინაარსზე გადასვლა

ზუზუ ბეჟაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზუზუ ბეჟაშვილი
დაბადების სახელი ზაზა ბეჟაშვილი
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1976
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 17 აგვისტო, 2018 (42 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) თამარ ორაგველიძე (2018-გარდაცვალებამდე)

ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი (დ. 1 ივნისი, 1976 — გ. 17 აგვისტო, 2018, თბილისი) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

ზუზუ ბეჟაშვილი დაიბადა თბილისში 1976 წლის 1 ივნისს, ვერაზე. ბავშვობიდან სურდა მომღერალი გამოსულიყო, საესტრადო სასწავლებელშიც სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით სამსახიობოზე ჩააბარა. პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო 2009 წელს, როდესაც ფილმში „გოგონა სლაიდიდან“, მთავარ როლი შეასრულა.

2012 წელს მსახიობს კვიპროსის მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა ფილმისთვის „განყოფილება“, რომელიც აზერბაიჯანელი რეჟისორის, ილგარ საფატის დადგმულია.

ზუზუ ბეჟაშვილი 2012–2013 წლებში თამაშობდა პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კატო კირვალიძის (ნინო გაჩეჩილაძე) პირველი ქმრის როლს ასრულებდა. როლმა მსახიობს პოპულარობა და ქართველი მაყურებლების სიყვარული მოუტანა.

2013 წელს ბეჟაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და საფრანგეთის კინემატოგრაფისტთა ერთობლივი ფილმში „ფარაჯანოვი“.

2016 წელს ითამაშა ეპიზოდური როლი რეზო ესაძის ფილმში — „თვე, როგორც ერთი დღე“.

ზუზუ ბეჟაშვილი პირველად ოფიციალურად დაქორწინდა 2018 წელს, მისი რჩეული თამარ ორაგველიძე იყო, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო.

მსახიობმა უკანასკნელად ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ქრისტინე იმედაძე, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს, ბეჟაშვილმა სურათში „კაკებეშნიკის“ როლი შეასრულა, სურათი ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს გამოვა.[1].

17 აგვისტოს, ზუზუ ბეჟაშვილი, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში, გარდაცვლელი იპოვეს. 21 აგვისტოს მსახიობი მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.[2].

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]