შინაარსზე გადასვლა

ნინო გაჩეჩილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნინო გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი 31 მარტი, 1980 (1980-03-31) (44 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი

ნინო გაჩეჩილაძე (დ. 31 მარტი, 1980, თბილისი) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კატოს როლის შესრულებით სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

ნინო გაჩეჩილაძე დაიბადა თბილისში. დაამთავრა ქალაქ თბილისის № 100 საჯარო სკოლა და მე-2 მუსიკალური შვიდწლედი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. ნინო ასევე, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და გავლილი აქვს ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილთან.

  • სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“ — ვინის როლში, რეჟისორი გიორგი აფხაზავა, თეატრალური ინსტიტუტი, 2001 წელი.
  • დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ — ნატალია იხმენევას როლში, რეჟისორი ნინო ლიპარტიანი, თეატრალური სარდაფი, 2002 წელი.
  • ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“ — ხათუნას როლში, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, მარჯანიშვილის თეატრი, 2003 წელი.
  • ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“ — პატარძლის როლში, რეჟისორი ლევან წულაძე ვაკის თეატრალური სარდაფი, 2004 წელი.
  • ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ — ჟორჟეტას როლში, რეჟისორი გიზო ჟორდანია, მარჯანიშვილის თეატრი, 2006 წელი.
  • არტურ შნიცლერის „ფერხული“ — სატრფიალო არსების როლში, რეჟისორი ლევან წულაძე, მარჯანიშვილის თეატრი, 2008 წელი.
  • მორის მეტერლინკის „ნიშნობა“ — ემეტას როლში, რეჟისორი გოგა თავაძე, მოზარდმაყურებელთა თეატრი, 2008 წელი.
  • ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“ — გისმონდას როლში, რეჟისორი ლევან წულაძე, მარჯანიშვილის თეატრი, 2011 წელი.
  • აზიზ ნესინის „კონტროლიორი“ — ქალის როლში, რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი, მარჯანიშვილის თეატრი, 2012 წელი.
  • ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“ — სოფიათის როლში, რეჟისორი გიზო ჟორდანია, მარჯანიშვილის თეატრი, 2013 წელი.
  • ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“ — კრემ-ბრულე, რეჟისორები ლევან წულაძე, სანდრო ელოშვილი, მარჯანიშვილის თეატრი, 2013 წელი.
  • ალექსანდრე ელიგულაშვილი-პელეგის „შევხვდებით სამოთხეში“ — ლიზას როლში, რეჟისორი სანდრო ელოშვილი, მარჯანიშვილის თეატრი, 2014 წელი.
  • კობო აბეს „ქალი ქვიშაში“ — ქალის როლში, რეჟისორი დავით დანელია, მარჯანიშვილის თეატრი, 2014 წელი.
  • მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით: „ჯაყო — ხვალ ომი იქნება“ — მარგოს როლში, რეჟისორი სანდრო ელოშვილი, მარჯანიშვილის თეატრი, 2015 წელი.
  • ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ — ბეას როლში, რეჟისორები ლევან წულაძე, დავით ჩხარტიშვილი 2015 წელი (სპექტაკლი უკვე მზადების პროცესშია).
  • „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2“ — ელენე არსენიშვილის როლში, რეჟისორი რატი რამიშვილი, „ფორმულა კრეატივი“, 2009 წელი.
  • „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი“ — კატოს როლში, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, „ფორმულა კრეატივი“, 2013 წელი.
  • „ტაქსი“ — ნიცას როლში, რეჟისორი მიშა მშვილდაძე, „ფორმულა კრეატივი“, 2014 წელი.
  • „წვრილვარსკვლავთა ღამე“ — თამრიკოს როლში, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, „პირველი არხი“, 2000–2001 წლები.
  • „ჩემი ცოლის დაქალები“ — კატო კირვალიძის როლში, რეჟისორები გიორგი ლიფონავა, რატი რამიშვილი, „რუსთავი 2“ (2011–2019), „ფორმულა“ (2019-დღემდე), 2011–2012, 2015-დღემდე.
  • თამარ ადორნელის „ალი და თეო“ — ბეატას როლში, რეჟისორი ლევან კიტია, „ლიდერ-ტვ“ აზერბაიჯანი, 2013 წელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]