გიგა აგლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი აგლაძე)
გიგა აგლაძე
დაბადების სახელი გიორგი აგლაძე
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1974 (1974-10-12) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
საქმიანობა
  • კინორეჟისორი
  • პროდიუსერი
აქტიური 2000–დღემდე
საიტი https://gigaagladze.com

გიორგი (გიგა) აგლაძე (დ. 12 ოქტომბერი, 1974, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, პროდიუსერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს დააარსა მუსიკალური ჯგუფი Wind, რომლის ცნობილი სიმღერით „ლამაზი დღე“ გაითქვა სახელი. ამჟამად ჯგუფი მოღვაწეობს „Killer Band“ სახელით.[1] 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინო და ტელევიზიის ფაკულტეტი. 2017 წელს გახდა საქართველოში ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის ადგილობრივი პარტნიორი და დააარსა ფონდი David Lynch Foundation Caucasus (DLFC), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს კინემატოგრაფიული ინსტიტუტისა და ჰოლივუდს შორის კინემატოგრაფიული პროექტების გაღრმავებას.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი და პროდიუსერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2013: „The Iron Curtain“
  • 2016: „Alan (2016)“
  • 2016: „Henry (2016)“
  • 2016: „Hennessy, Eight Generation“
  • 2022: „The Other Me (2022)“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-22. ციტირების თარიღი: 2021-01-14.
  2. https://dfwatch.net/david-lynch-film-festival-georgia-49148