ლიბიის მოსახლეობის 1973 და 1984 წლების აღწერისას, ელ-ზავიის მოსახლეობა დაახლოებით 91 603 ადამიანი იყო.[1] დღეისათვის ის სავარაუდოდ ლიბიის მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია (ტრიპოლის, ბენღაზის, მისრათის და ელ-ბაიდის შემდეგ). მოქმედებს ელ-ზავიის უნივერსიტეტი, რომელიც 1988 წელს დაარსდა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ნავთობის მინდორი, თავად ქალაქში კი ლიბიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები ფუნქციონირებს.
ელ-ზავიაში მიმდინარეობდა ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ბრძოლები 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, რადგან იგი აკონტროლებს სასიცოცხლო გზას დედაქალაქ ტრიპოლისა და ტუნისის საზღვარს შორის.