ელ-ზავია
| ქალაქი | |
|---|---|
|
ელ-ზავია არაბ. الزاوية | |
|
ელ-ზავიის უნივერსიტეტი | |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | ტრიპოლიტანია |
| რაიონი | ელ-ზავია |
| კოორდინატები | 32°45′08″ ჩ. გ. 12°43′40″ ა. გ. / 32.75222° ჩ. გ. 12.72778° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 17 მ |
| მოსახლეობა | 200,000 კაცი (2011) |
| სასაათო სარტყელი | UTC+2 |
ელ-ზავია (არაბ. الزاوية) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, დედაქალაქ ტრიპოლიდან 45 კმ-ით დასავლეთით, ტრიპოლიტანიის ისტორიულ რეგიონში. ელ-ზავიის რაიონის დედაქალაქი.
ლიბიის მოსახლეობის 1973 და 1984 წლების აღწერისას, ელ-ზავიის მოსახლეობა დაახლოებით 91 603 ადამიანი იყო.[1] დღეისათვის ის სავარაუდოდ ლიბიის მეხუთე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია (ტრიპოლის, ბენღაზის, მისრათის და ელ-ბაიდის შემდეგ). მოქმედებს ელ-ზავიის უნივერსიტეტი, რომელიც 1988 წელს დაარსდა. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ნავთობის მინდორი, თავად ქალაქში კი ლიბიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები ფუნქციონირებს.
ელ-ზავიაში მიმდინარეობდა ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე ბრძოლები 2011 წლის ლიბიის სამოქალაქო ომის დროს, რადგან იგი აკონტროლებს სასიცოცხლო გზას დედაქალაქ ტრიპოლისა და ტუნისის საზღვარს შორის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Libya conflict: Rebels battle Gaddafi troops in Zawiya“. BBC News. 14 August 2011.
| |||||||
| ||||||||