ნალუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნალუთი
არაბ. نالوت‎

ქსარ-ნალუთი
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი ნალუთი
კოორდინატები 31°52′06″ ჩ. გ. 10°58′57″ ა. გ. / 31.86833° ჩ. გ. 10.98250° ა. გ. / 31.86833; 10.98250
ფართობი 314 კმ²
ცენტრის სიმაღლე 632
მოსახლეობა 26 256 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2
ნალუთი — ლიბია
ნალუთი

ნალუთი (არაბ. نالوت‎) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ნალუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] ძირითადად დასახლებულია ბერბერებით.

მდებარეობს ტრიპოლისა და ღადამესს შორის, დაახლოებით შუაგზაზე, ნაფუსის სანაპირო მთების დასავლეთ დაბოლოებაზე, ტრიპოლიტანიის რეგიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნალუთში მდებარეობს ქსარ-ნალუთი — ქალაქის უძველესი ქსარი და ალულას მეჩეთი, რომელიც 1312 წელს აშენდა.

ლიბიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, გაანადგურეს ქალაქის მოედანზე აღმართული მუამარ კადაფის მწვანე წიგნის მონუმენტი.

2011 წლის აპრილის ბოლოს, ქალაქში ამოქმედდა რადიო „თავისუფალი ნალუთი“.[2] ის ერთ ერთი იყო აჯანყებულების მიერ სამოქალაქო ომის პერიოდში ქვეყანაში დაარსებული რამდენიმე რადიოსადგურიდან. მაუწყებლობდა ბერბერულ ენაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. شعبيات الجماهيرية العظمىSha'biyat of Great Jamahiriya დაარქივებული 2009-02-07 საიტზე Wayback Machine. , accessed 31 May 2009, in Arabic
  2. Peterson, Scott (28 April 2011). „Freedom now rings from one mountaintop radio station in western Libya“. The Christian Science Monitor.