შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:პერსონალური შეტევების დაუშვებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალხმობა:
ვპ:პშ
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის წესები

ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია

შინაარსის სახელმძღვანელოები

ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს

რედაქტირების წესები

ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა · წყაროს მითითება

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

თავი შეიკავეთ პერსონალური შეტევებისგან ვიკიპედიაში. გააკეთეთ კომენტარი/აქცენტი შინაარსზე და არა რედაქტორზე. პერსონალური შეტევა ზიანს აყენებს ვიკიპედიის საზოგადოებას და კარგი ენციკლოპედიის შესაქმნელად საჭირო თანამშრომლობით ატმოსფეროს. დამამცირებელი კომენტარები სხვა რედაქტორების მისამართით შეიძლება წაიშალოს ნებისმიერი რედაქტორის მიერ. განმეორებადი ან აშკარა პირსონალური შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სანქციები, მათ შორის ბლოკირება ან ნაწილობრივი ბლოკირება.

რა ითვლება პერსონალურ შეტევად?

არ არსებობს წესი, რომელიც ობიექტურია და ინტერპრეტაციისთვის დახურულია იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს პერსონალური შეტევა კონსტრუქციული დისკუსიისგან განსხვავებით, თუმცა ზოგიერთი სახის კომენტარი არასდროსაა მისაღები:

  • რასის, სქესის, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური კუთვნილების, ეროვნების და ა.შ. საფუძველზე შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური ან დამამცირებელი ფრაზები და კომენტარები, რომლებიც მიმართულია სხვა რედაქტორის ან რედაქტორთა ჯგუფის წინააღმდეგ. რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შეზღუდული შესაძლებლობების ან ეთნიკური კუთვნილების საკითხზე უთანხმოება არ წარმოადგენს ლეგიტიმურ საბაბს.
  • ვინმეს კუთვნილების გამოყენება, როგორც Ad hominem საშუალება მათი შეხედულებების უარყოფისა ან დისკრედიტაციისთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს კუთვნილება მეინსტრიმული (მთავარი). მაგალითად, ვინმეს რომ უთხრათ: „თქვენ რკინიგზის სფეროს გულშემატკივარი ხართ, მაშ, რა იცით მოდის შესახებ?“. გაითვალისწინეთ, რომ რედაქტორისთვის კონკრეტულ სტატიასთან ან თემასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვის დასმა პირადი თავდასხმა არ არის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სხვა რედაქტორის რეალურ ცხოვრებაში ვინაობასთან დაკავშირებული სპეკულაცია შეიძლება წარმოადგენდეს პერსონალურ შეტევას.
  • ასევე აკრძალულია ვინმეს პოლიტიკური კუთვნილების გამოყენება, როგორც მათი შეხედულებების უარყოფის ან დისკრედიტაციის Ad hominem-ის საშუალება, მაგალითად, მათთვის მემარცხენეობის ან მემარჯვენეობის დაბრალება. რედაქტორებს უფლება აქვთ ჰქონდეთ პირადი პოლიტიკური შეხედულებები, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს მათ რედაქტირების გამოცდილებაზე და დისკუსიებში მონაწილეობაზე.
  • რედაქტორების ვიკიპედიის გარეთ თავდასხმებზე, შევიწროებაზე ან სხვა სახის ზიანისთვის სამიზნედ ჩვენება.
  • რედაქტორების შედარება ნაცისტებთან, ტერორისტებთან, დიქტატორებთან ან სხვა ცუდი რეპუტაციის მქონე ადამიანებთან. (იხ. აგრეთვე გოდვინის კანონი)
  • პირადი ქცევის შესახებ ბრალდებები, რომელიც არ დასტურდება მტკიცებულებებით. სერიოზული ბრალდებები სერიოზულ მტკიცებულებებს მოითხოვს, როგორც წესი, ცვლილებებისა და ლინკების სახით.
  • მუქარები, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ:
  • მუქარა ან ქმედებები, რომლებიც განზრახ აიძულებს ვიკიპედიის რედაქტორებს პოლიტიკური, რელიგიური ან სხვა სახის დევნის წინაშე დადგნენ მთავრობის, მათი დამსაქმებლის ან სხვა პირების მხრიდან. ამ ტიპის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბლოკირება, რომელიც აღმოჩენისთანავე შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ადმინისტრატორის მიერ დაუყოვნებლივ. ადმინისტრატორებმა, რომლებიც იყენებენ ასეთ ბლოკირებებს, კონფიდენციალურად უნდა აცნობონ სტუარდებს ან „ფონდ ვიკიმედიის“ შესაბამისი კომიტეტების და დეპარტამენტების წარმომადგენლებს, თუ რა ჩაიდინეს და რატომ აღნიშნულმა პირებმა.
  • რედაქტორის გამჟღავნებით (მისი პირადი მონაცემების გადაცემა) მუქარა.

ეს მაგალითები ამომწურავი არ არის. რედაქტორის შეურაცხყოფა ან დამცირება პერსონალური შეტევაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაკეთდა ის. ვიკიპედიის შინაარსზე ეჭვის შემთხვევაში, კომენტარი გააკეთეთ თვით სტატიის შინაარსზე მისი ავტორის მითითების გარეშე.

რატომ არის პერსონალური შეტევა საზიანო

პერსონალური შეტევები დესტრუქციულია. სტატიების განხილვის გვერდებზე ამ სახის შეტევები, როგორც წესი, დისკუსიის მიმართულებას სტატიიდან ინდივიდებზე გადააქვთ. ასეთი შეტევები, როგორც წესი, ბრძოლის ხაზებს აწესებს და რედაქტორებს ერთად მუშაობას ართულებს.

რედაქტორებს ხშირად სურთ, რომ მათი შეხედულებები სტატიებში იყოს ასახული. გონივრული მსჯელობის გზით, რედაქტორებს შეუძლიათ ამ შეხედულებების ერთ სტატიაში სინთეზირება და ეს ყველასთვის უკეთეს, უფრო ნეიტრალურ სტატიას ქმნის. ყველა ადამიანი, ვინც სტატიას რედაქტირებს, ერთი და იგივე და ამავე დროს უფრო დიდი საზოგადოების ნაწილია — ჩვენ ყველანი ვიკიპედიელები ვართ.

პერსონალური შეტევების აკრძალვა თანაბრად ვრცელდება ყველა ვიკიპედიელზე. ასევე მიუღებელია წარსულში უხეში ქცევის ისტორიის მქონე მომხმარებლებზე თავდასხმა, ან ისეთ მომხმარებლებზე, რომლებიც წარსულში დაბლოკილი, ნაწილობრივ დაბლოკი ან სხვაგვარად სანქცირებული იყვნენ, როგორც ნებისმიერ სხვა მომხმარებლებზე თავდასხმა. ვიკიპედია ხელს უწყობს ცივილიზებულ საზოგადოებას: ადამიანები უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ მათ, ისწავლონ შეცდომებზე და შეცვალონ თავიანთი მიდგომები. პერსონალური შეტევები ეწინააღმდეგება ამ სულისკვეთებას და აზიანებს ენციკლოპედიაზე მუშაობას.

პერსონალური შეტევისგან თავის აცილება

თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის მიზნით, არგუმენტები არ უნდა იყოს პიროვნებაზე მიმართული. ისინი მიმართული უნდა იყოს შინაარსსა (ვიკიპედიის კონტენტზე) და ქმედებებზე და არა ადამიანებზე.

როდესაც შინაარსის (კონტენტის) გამო უთანხმოება წარმოიშვება, სხვა რედაქტორების მოხსენიება ყოველთვის პერსონალურ შეტევას არ წარმოადგენს. მაგალითად, ასეთი გამონათქვამები, როგორიცაა „შენი განცხადება X-ის შესახებ არასწორია, რადგან Y სხვა ინფორმაციას მოიცავს“ ან „შენს მიერ სტატიაში დამატებული აბზაცი, ორიგინალურ კვლევას ჰგავს“, არ არის პერსონალური შეტევა. თუმცა, უფრო გამართლებულია ფორმულირება „განცხადება X-ის შესახებ არასწორია...“ ან „სტატიაში დამატებული აბზაცი...“, რადგან ეს თავიდან აგვაცილებს მეორე პირში („შენ“) მიმართვას და ამცირებს გაურკვევლობის რისკს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფორმულირება „სტატიაში აქ [ბმული კონკრეტულ ცვლილებაზე] დამატებული აბზაცი ორიგინალურ კვლევას ჰგავს“, რადგან ბმული ([[ლინკი]]) გაურკვევლობისგან თავის არიდების საშუალებას იძლევა. ზუსტად ამგვარად, მომხმარებლის ქცევის ან ისტორიის განხილვა, თავის მხრივ არ წარმოადგენს პერსონალურ შეტევას, თუ ეს შესაფერის ადგილზე მიმდინარეობს (მაგალითად, მომხმარებლის განხილვის გვერდზე ან ადმინისტრატორების მიმართვის გვერდზე).

უთანხმოების განხილვისას მომხმარებლები უნდა იყვნენ თავაზიანები და დაიცვან ეტიკეტის ნორმები. პროვოკაციულ გამონათქვამებზე სწორი რეაქცია არის კითხვის შენაარსის განხილვა და არა სხვა ადამიანის წესების დარღვევაში დადანაშაულება. გარდა ამისა, უსაფუძვლოდ ვინმეს პერსონალურ შეტევაში დადანაშაულება, თავად შეიძლება ჩაითვალოს პერსონალური შეტევის ფორმად.

პასუხი პერსონალურ შეტევაზე

პირველი შეტევა და ერთეული შემთხვევები

ხშირად ცალკეულ პერსონალურ შეტევაზე რეაგირების საუკეთესო საშუალება მისი იგნორირებაა. ზოგჯერ პერსონალური შეტევის მიზანს საერთოდ შეტევა არ წარმოადგენს და მწვავე განხილვებისა და სტრესული დავების დროს მომხმარებლები გადაჭარბებულ რეაქციას ამჟღავნებენ. გარდა ამისა, ვინაიდან ვიკიპედიაში განხილვა ტექსტური ფორმატით მიმდინარეობს, ემოციები და ზრახვები ხშირად არასწორად გადაიცემა, რაც ადვილად იწვევს გაუგებრობებს (ემოციები ვირტუალურ კომუნიკაციაში). მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტორები არ ამართლებს პერსონალურ შეტევებს, მომხმარებელებისთვის რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად ყურადღება არ მიაქციონ უხეშ და გამაღიაზიანებელ გამონათქვამებს და ყურადღება ენციკლოპედიის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე გადაიტანონ.

თუ თვლით, რომ პასუხი აუცილებელი და მიზანშეწონილია, მაშინ შეგიძიათ თავაზიანი შეტყობინება დატოვოთ მომხმარებლის განხილვის გვერდზე. თავი შეიკავეთ პასუხის გაცემისგან სტატიის განხილვის გვერდზე, რადგან ეს როგორც წესი უფრო ამწვავებს უთანხმოებას. ასევე, მნიშვნელოვანია მტრობისა და კონფრონტაციისგან თავის არიდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ უხეშობას გადააწყდით. თუმცა, შესაძლებელია გამოიყენოთ კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი თარგები. ინდივიდუალური, თავაზიანად ფორმულირებული შეტყობინება, ყოველთვის უკეთესად აღიქმება. კარგი იქნება თუ შეძლებისდაგვარად შეძლებთ კომპრომისის ან საერთო ხედვის ნაცვას და დროს არ დახარჯავთ ქცევის შესახებ კამათში.

არ შეიძლება ისეთი შეტევების იგნორირება, რომლებიც განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია ან პროექტის მუშაობას არღვევს (მაგალითად, ფიზიკური მუქარა, იურიდიული მუქარა ან ღიად დისკრიმინაციული შეურაცხყოფა). გამონაკლისი სიტუაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებენ, იშვიათია, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ ადმინისტრატორებს.

მომხმარებლის ქცევის შესახებ განხილვა შესაბამის ფორუმზე (მაგალითად, მისი განხილვის გვერდზე ან ვიკიპედიის ფორუმზე), თავის მხრივ არ წარმოადგენს პერსონალურ შეტევას.

განმეორებადი შეტევები

განმეორებადი, მაგრამ არადესტრუქციული პერსონალური შეტევები, რომლებიც ქმედების გონივრული მოწოდების შემდეგაც არ წყდება, შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტების გადაჭრის გზით. უმეტეს შემთხვევაში, პერსონალურ თავდასხმებთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გადაიჭრას მაშინ, როცა მომხმარებლები თანამშრომლობენ და ყურადღებას ამახვილებენ პროექტის შინაარსზე. ასეთ შემთხვევებში ადმინისტრატორის დაუყოვნებელი ჩარევა, როგორც წესი, აუცილებელი არ არის.

პერსონალური თავდასხმების შემცველი ტექსტის წაშლა

სხვა რედაქტორების შესახებ შეურაცხმყოფელი კომენტარები შეიძლება წაიშალოს ვიკიპედიის ნებისმიერი რედაქტორის მიერ. აშკარა პირადი შეურაცხყოფების წაშლა თქვენივე მომხმარებლის განხილვის გვერდიდან იშვიათად წარმოადგენს პრობლემას. სხვა განხილვის გვერდებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც ასეთი ტექსტი პირდაპირ თქვენს მიმართ არის მიმართული, ტექსტის წაშლა, როგორც წესი, უნდა შემოიფარგლოს იმ აშკარა შემთხვევებით, როდესაც მკაფიოა, რომ ტექსტი პირად შეურაცხყოფას წარმოადგენს. ამ მიზნისთვის უნდა გამოიყენოთ {{შეურაცხყოფა}}.

მიუხედავად ამისა, არსებობს უჩვეულო გარემოებები. პერსონალური თავდასხმის ყველაზე სერიოზული ტიპები, მაგალითად, ვიკიპედიის რედაქტორების შესახებ არასაჯარო პირადი ინფორმაციის გამჟღავნების მცდელობები, უბრალო შეურაცხყოფის ან შეტევის დონეს სცდება და აუცილებლად უნდა წაიშალოს საზოგადოების და პროექტის სასარგებლოდ, იმის მიუხედავად, მიმართულია თუ არა ის პირადად თქვენ. სენსიტიური ინფორმაციის გარკვეულ შემთხვევებში, ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ „ვიკიმედია საქართველოს“ დახმარება ელ-ფოსტის მეშვეობით: trustandsafety@wikimedia.ge; ან მიმართოთ „ფონდ ვიკიმედიას“, ასევე ელ-ფოსტის მეშვეობით: ca@wikimedia.org.

პერსონალური შეტევის შემცვლელი ტექსტის წაშლა არ არის/არ ითვლება რედაქტირებების ომად.

ვიკიპედიის გარეთ თავდასხმები

ვიკიპედიას არ შეუძლია იმ სივრცეში ქცევის კონტროლი, რომელიც „ფონდ ვიკიმედიის“ კონტროლქვეშ არაა, მაგრამ ნებისმიერ ადგილას განხორციელებული პერსონალური შეტევა აჩენს ეჭვს რედაქტორის მიერ ვიკიპედიაში მოქმედების კეთილსინდისიერების შესახებ. ვიკიპედიის გარეთ პერსონალური შეტევა, ცილისწამება და შეურაცხყოფების გამოქვეყნება, საზიანოა საზოგადოებისთვის და რედაქტორთა ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი თავდასხმები ეწინააღმდეგება რედაქტორთა კონფიდენციალურობას. ასეთი თავდასხმები ადმინისტრატორების მხრიდან შეიძლება აღიქვას, როგორც დამამძიმებელი ფაქტორი და დასაშვები მტკიცებულებაა დავის გადაჭრის პროცესში.

გარე თავდასხმებთან დაკავშირება

საიტის გარეთ შევიწროება, თავდასხმები, კონფიდენციალურობის დარღვევა ან ფიზიკური ძალადობის მუქარა ვიკიპედიის ნებისმიერ რედაქტორის მიმართ, მათ შორის იმ პირების მიმართ, რომლებიც ვიკიპედიის რედაქტირებას სხვა რედაქტორზე თავდასხმის მიზნით ახორციელებენ, ყოველთვის მიუღებელია. ეს არ უნდა აგვერიოს გამართლებულ კრიტიკაში. სტატიებში ბმულების ჩასმა საღი რედაქციული განსჯის საკითხია.

ამ წესის ინტერპრეტაცია რთულია. იხილეთ ინტერპრეტაციის სახელმძღვანელო.

პერსონალური შეტევების შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ რედაქტორებს მოეთხოვებათ უგულებელყონ ან თავაზიანად უპასუხონ ერთეულ პერსონალურ შეტევებს, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ქცევები მისაღებია. მტრული განწყობის არსებობა ამცირებს საზოგადოების კეთილსინდისიერების ალბათობას და შეიძლება ჩაითვალოს დესტრუქციულ რედაქტირებად. მომხმარებლები, რომლებიც კონფრონტაციულ სტილს ირჩევენ, რაც გამოიხატება პერსონალურ შეტევაში, დიდი ალბათობით, ჩაერთვებიან პრობლემის გადაჭრის პროცესში და შესაძლოა, სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ.

უკიდურეს შემთხვევებში, ერთეულმა პერსონალურმა შეტევებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ბლოკირება. სიკვდილით მუქარამ და მსგავსი სიმძიმის შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს ბლოკირება გაფრთხილების გარეშე. ნაკლებად მძიმე პერსონალური შეტევები ხშირად მთავრდება გაფრთხილებით და განხილვის გვერდის წმენდის მოთხოვნით. თუკი ნაკლებად მძიმე პერსონალური შეტევები გაფრთხილების მიუხედავად მაინც გრძელდება, ამას შეიძლება მოჰყვეს ბლოკი. თუმცა, ადმინისტრატორები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ნაკლებად მძიმე სიტუაციებში, როდესაც გაურკვეველია, სერიოზულად არღვევს თუ არა კონკრეტული ქმედება პროექტს, დაბლოკვას სჯობს სხვა გადაწყვეტილებების მიღება. პროპორციულად, განმეორებითი შეტევები უფრო მეტად არის მიდრეკილი დესტრუქციულობისკენ. პერსონალურ შეტევათა ბლოკირება მხოლოდ პრევენციული უნდა იყოს და არა სასჯელი: ბლოკი შეიძლება გამართლებული იყოს, თუ სავარაუდოა, რომ მომხმარებელი გააგრძელებს პერსონალურ შეტევებს.

იხილეთ აგრეთვე