ვიკიპედია:ცოცხალი ადამიანების ბიოგრაფიები
მომხმარებლები ვიკიპედიის ნებისმიერ გვერდზე განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ინფორმაციის დამატებისას თანამედროვეთა შესახებ. ასეთი მასალა განსაკუთრებულ დელიკატურობას ითხოვს და მკაცრად უნდა მიჰყვეს აშშ-ის შესაბამის კანონს, ამ წესსა და აგრეთვე ვიკიპედიის სამი ძირითადი პოლიტიკის კონტენტს: ნეიტრალური თვალსაზრისი გადამოწმებადობა ორიგინალური კვლევის დაუშვებლობა.
გთხოვთ ყურადღებით იყავით წყაროების გამოყენებისას. სტატიაში დამატებული ნებისმიერი ინფორმაცია გამყარებული უნდა იყოს სანდოთი წყაროთი. დამატებული ინფორმაცია ცოცხალი ადამიანების (ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, ახლად გარდაცვლილი ადამიანების) შესახებ, რომელიც არაა გამყარებული სანდრო წყაროთი, ან თან ახლავს საეჭვო წყარო, გამოიყურება პოზიტიურად, უარყოფითად თუ ნეიტრალურად, უნდა წაიშალოს სასწრაფოდ და განხილვის გარეშე. მომხმარებლები, რომლებიც გამუდმებით არღვევენ ამ წესს, შესაძლოა დაიბლოკონ რედაქტირებისგან.
ბიოგრაფიები ცოცხალ ადამიანებზე უნდა დაიწეროს კონსერვატიულად და პიროვნების პირადი სივრცის პატივისცემით. ვიკიპედია ენციკლოპედიაა და არა — ტაბლოიდი. ვიკიპედია არ შექმნილი იმისთვის, რომ იყოს სენსაციური ან ექსკლუზიური; ეს პოლიტიკა ვრცელდება სტატიაში მოხსენიებულ ნებისმიერ ადამიანზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სტატია ამ ადამიანზე, განხილვის გვერდების ჩათვლით. პასუხისმგებლობა დაეკისრება მომხმარებელს, რომელიც დაამატებს ან აღადგენს ასეთ ინფორმაციას.