ვიკიპედია:სწრაფი წაშლის კრიტერიუმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Blue check.png ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის რედაქტორის სახელმძღვანელოს ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თავდაპირველად მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვპ:სწკ
Удаление страниц გვერდების წაშლა
ზოგადი წესები
მნიშვნელოვნების კრიტერიუმები
კატეგორიები
განხილვის გვერდები

ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრატორებს შეუძლიათ ვიკიპედიის გვერდების წაშლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მიუხედავად იმისა, განხილვის გვერდზე მიმდინარეობს თუ არა განხილვა წაშლაზე. ქვემოთ მოყვანილია ყველა ამგვარი შემთხვევა. ეს სია ამომწურავია და განვრცობას არ ექვემდებარება.

პირობები

ადმინისტრატორებს ეძლევათ რჩევა წაშლამდე გადახედონ სტატიის ისტორიას, რათა დარწმუნდნენ, რომ მიმდინარე ვერსია არ არის ნორმალური ვერსიის ვანდალიზმის, ტესტის, შემთხვევითობის ან შეცდომითი რედაქციის შედეგი — ამ შემთხვევებში საჭიროა სტატიის წინა ვერსიაზე დაბრუნება.

მომხმარებლებს, რომლებიც არ არიან ადმინისტრატორები, შეუძლიათ მოითხოვონ სტატიის წაშლა, სტატიის დასაწყისში შემდეგი თარგის ჩასმით:

{{წაშლის კანდიდატი}} ან {{წასაშლელი}}.

ან ერთ-ერთი სპეციალიზირებულ თარგთაგან (მოყვანილი ქვემოთ მარჯვენა სვეტში შესაბამისი კრიტერიუმებით).

უნდა მოერიდოთ სულ მცირე ხნის წინ შექმნილი სტატიების მონიშვნას წაშლის თარგებით — ზოგიერთი ავტორი სტატიას ქმნის რამდენიმე ეტაპად და პერიოდულად ინახავს მიმდინარე ვერსიას. სტატიის მონიშვნისას შესაძლოა მასზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდეს და ამგვარმა მონიშვნამ შეიძლება დააფრთხოს ავტორი, განსაკუთრებით თუ ის ახალბედაა. კიდევ ერთი გამონაკლისია გვერდი ვიკიპედია:სავარჯიშო.

თუ გვერდი ქვემოთ მოყვანილ რომელიმე კრიტერიუმს არ პასუხობს, მაშინ მის წაშლაზე წინადადების წამოყენება უნდა მოხდეს სტატიის განხილვის გვერდზე.

ზოგადი

ზ1

გვერდი გაუგებარი შინაარსით
აშკარად რაიმე აზრს მოკლებული გვერდი.

ეს შეიძლება იყოს ტექსტი, რომელიც შემთხვევითი სიმბოლოებისგან შედგება. გამონაკლისი შემთხვევებია: უვარგისი ორთოგრაფია, რელიგიური ქადაგებები, გრძელი მოსაწყენი მონოლოგები, ჩამოუყალიბებელი და უსტრუქტურო მასალა (აზრების დინება), გაცხარებული კამათის გამომწვევი პროვოკაციები, ვანდალიზმი, სხვა ენიდან მდარედ ნათარგმნი სტატია, სტატია სხვა ენაზე, მისტიფიკაცია (სტატია, რომელიც მცდარ მონაცემებს შეიცავს) და მისთ. ეს პუნქტი ეხება სტატიებს, რომლებშიც ნამდვილად არავითარი შინაარსი არ არის და იქიდან რაიმე აზრის გამოტანა შეუძლებელია.

ზ2

ტესტური გვერდი
მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, სადაც რომელიმე მომხმარებელი გვერდის შექმნის შესაძლებლობების შემოწმებას გადაწყვეტს.

ზ3

ვანდალიზმის გვერდი
გვერდი, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი ვანდალიზმია; ასევე დროებითი გადამისამართებები, რომლებიც ვანდალიზმის აღმოფხვრისას იქმნება.

ზ4

ადრე წაშლილი გვერდის ასლი
გვერდის ასლი, რომელიც ადრე უკვე იყო წაშლილი (როგორც განხილვის შედეგად, აგრეთვე სასწრაფო წაშლის კრიტერიუმით). ეს არ ეხება გვერდებს, რომლებიც შეცდომით იყო წაშლილი და აღდგენილია განხილვის შედეგად.

ზ5

წაშლა გვერდის ერთადერთმა ავტორმა მოითხოვა
ამ ტიპის წაშლის მიზეზი უნდა იყოს ან აშკარა ან გასაგებად მითითებული.

ზ6

წაშლილი გვერდის განხილვა
გარდა შემთხვევებისა, როდესაც განიხილებოდა წაშლის შესაძლებლობა და არსებობს სხვა გვერდებიდან ბმულები.

ზ7

გვერდის გადატანის მიზნით
გვერდის შინაარსის გადატანისა ან რედაქტირებათა რაოდენობის გასაერთიანებლად.

ზ8

უკვე არსებული გვერდის ასლი
ვიკიპედიის სხვა ტექსტის ერთი გვერდიდან მეორეში მექანიკური გადატანა.

ზ9

რეკლამა ან სპამი
გვერდი, რომელიც მთლიანად შედგება რეკლამისაგან; საქონლის, მომსახურეობის, ორგანიზაციის, ინტერნეტ-რესურსების წარმოჩენა, და რომელიც ითხოვს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გვერდის მთლიანად გადაწერას.

ზ10

განხილვის გვერდის არამიზნობრივი გამოყენება
განხილვის გვერდი, რომლის მთელი შიგთავსი ყველა ვერსიაში არ არის დაკავშირებული ძირითადი გვერდის მუშაობასთან.

სტატიები

ს1

ცარიელი ან ძალიან მოკლე გვერდი (3 წინადადებაზე ნაკლები)
მაგალითი: გიორგი გიორგაშვილი. იყო კარგი კაცი ლამაზი ცოლით. გამონაკლისია კომპლექსური თარგი (მაგ. ინფოდაფა), რომელიც გვერდს მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ ინფორმაციას ამატებს.

ს2

სტატია არაქართულ ენაზე ან მანქანური თარგმანი
ის შესაძლოა მიესადაგებოდეს სხვაენოვან ვიკის.

ეს არ ეხება სტატიებს თარგმნის პროცესში და უცხო ენაზე ციტატების მქონე სტატიებს (მაგ. ჰიმნები, ლექსები, სიმღერები, ლიბრეტოები).

ს3

მხოლოდ (გარე ან შიდა) ბმულებისგან შემდგარი სტატია
სტატიები ტექსტის გარეშე, მიუხედავად ინტერვიკებისა და კატეგორიებისა, მაინც წასაშლელია.

ს4

სტატია ენციკლოპედიური მნიშვნელობის დადასტურების გარეშე.
მაგ., სტატია ნაკლებად ცნობილ პიროვნებაზე, ადამიანთა ჯგუფზე, საიტზე ან ორგანიზაციაზე, რომელშიც არ არის ახსნილი და რომლისგანაც აშკარად არ მომდინარეობს სტატიის ობიექტის მნიშვნელოვნება და ცნობადობა.

ს5

საავტორო უფლებების აშკარა დარღვევა.
სტატია დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს, ხოლო მომხმარებელი გაფრთხილებას მიიღებს.

გადამისამართებები

გ1

გადამისამართება არარსებულ გვერდზე
წაშლამდე ეცადეთ ამ გადამისამართების გამოსწორება.

გ2

გადამისამართება სახელთა სივრცეებს შორის

გ3

გადამისამართების სათაურში შეცდომა
ასევე ანბანთა შერევის შემთხვევაში

არ ეხება გადამისამართებებს ტიპიური შეცდომებიდან (მაგ., ბუღალტერი->ბუხჰალტერი) და გადამისამართებებს სახელების სხვადასხვა რიცხვებიდან (მაგ., ადამიანი->ადამიანები).

გ4

სათაური არ არის სახელობით ბრუნვაში

გ5

სემანტიკურად არასწორი გადამისამართება
გადამისამართება სტატიაზე, რომლის სათაური არ არის ტერმინის სინონიმი, ან სტატია არ აღწერს ამ ტერმინს.

გ6

გადამისამართება განხილვის გვერდზე
გარდა შემთხვევებისა, როდესაც არის ბმულები სხვა გვერდებიდან.

ფაილები

ფ1

ზუსტი ან უარესი ასლი
უნდა მიუთითოთ იმ ფაილის სახელი, რომლის ასლიც არის მოცემული ფაილი.

ფ2

ცარიელი ან დაზიანებული ფაილი

ფ3

გაურკვეველი სალიცენზიო სტატუსი
ერთი ან რამდენიმე პირობა:

  1. არ არის მონაცემები ლიცენზიაზე
  2. არ არის მონაცემები წყაროზე
  3. არ არის მონაცემები ავტორზე
  4. ლიცენზია, ავტორი ან წყარო ეჭვქვეშაა
  5. არ არის მონაცემები თავისუფალი ლიცენზიის დადასტურებასთან დაკავშირებით

ფაილი გაურკვეველი სტატუსით უნდა წაიშალოს 72 საათის შემდეგ.

ფ4

გამოუყენებელი არათავისუფალი ფაილი
გამოუყენებელი არათავისუფალი ფაილი უნდა წაიშალოს 72 საათის შემდეგ.

ფ5

სგკ კრიტერიუმების შეუსაბამო ფაილი
არათავისუფალი ფაილი, რომელიც არ შეესაბამება სამართლიანად გამოყენების კრიტერიუმებს (ვპ:სგკ). უნდა წაიშალოს 72 საათის შემდეგ.

ფ6

გაუმართლებლად გამოყენებული არათავისუფალი ფაილი
იმ შემთხვევაში, თუ, გამომდინარე მაგალითებიდან, პრეცენდენტებიდან ან სხვა გარემოებებიდან, ნათელია, რომ ფაილი არ გამოიყენება სამართლიანად გამოყენების კრიტერიუმების სრული დაცვით, შესაძლოა მათი წაშლა 7 (14) დღეში.

ფ7

შეცვლადი არათავისუფალი ფაილი
არათავისუფალი მედია-ფაილი, თუ არსებობს მისი შემცვლელი ფაილი ვიკისაწყობში, შეიძლება წაიშალოს.

საჭიროა, მიეთითოს კონკრეტული ფაილის სახელი ან შემცვლელი ფაილების შემცველი გვერდი (კატეგორია ან გალერეა).

ფ8

ფაილი ხელმისაწვდომია ვიკისაწყობში
თუ ფაილთა სახელები არ ემთხვევა, სასურველია, სტატიებში ცვლილებები თარგის ჩასმამდე მოხდეს.

ფ9

ფაილი, რომელიც აშკარად არღვევს არაჰოსტინგს
თავისუფალი ფაილი, რომელსაც არ გააჩნია ენციკლოპედიური ღირებულება და რომელიც არ გამოიყენება გვერდებში შეიძლება იყოს წაშლილი ფაილის გვერდში თარგის განთავსებიდან 7 დღის შემდეგ.

კატეგორიები

კ1

ცარიელი კატეგორია
კატეგორია, რომელშიც არ არის არც ერთი გვერდი, ფაილი ან სავსე (არაცარიელი) კატეგორია.

კატეგორია არ უნდა იყოს მიმდინარე განხილვის საგანი: სავსებით შესაძლებელია, რომ უნდოდეთ კატეგორიის სახელის შეცვა, მისი სხვა კატეგორიასთან გაერთიანება ან გავრცელება მის გამოსაყენებლად. გარდა ამისა, არ შეიძლება წაიშალოს ცარიელი კატეგორია, რომელშიც გამოყენებულია თარგი {{არ წაშალოთ კატეგორია}}.

კ2

გადამისამართებული კატეგორია
კატეგორია, რომლის ყველა გვერდი გადატანილია ახლად შექმნილ კატეგორიაში.

მომხმარებლის გვერდი

მ1

ავტორის (მფლობელის) მოთხოვნა.
გვერდი სახელთა სივრცეში (მომხმარებლის განხილვის გვერდის გარდა) შეიძლება წაიშალოს ავტორის (მფლობელის) მოთხოვნით.

მ2

ანონიმური მომხმარებლის განხილვა
დაურეგისტრირებელი მომხმარებლის განხილვის გვერდი, სადაც არცერთ შეტყობინებას აღარ აქვს მნიშვნელობა (აღარ არის საჭირო), შესაძლებელია წაიშალოს.

ეს აუცილებელია იმიტომ, რომ არ დაიბნენ სხვა ანონიმური მომხმარებლები იმავე IP-მისამართით.

მ3

არარსებული მომხმარებელი
გვერდი არარსებული მომხმარებლის სივრცეში.

გამონაკლისი — სახელის შეცვლის შემთხვევა.

მ4

არამიზნობრივი გამოყენება
გვერდის არამიზნობრივი გამოყენება მომხმარებლის პირად სივრცეში.

მ5

სტატია მომხმარებლის პირად გვერდზე
სტატია მომხმარებლის პირად სივრცეში, რომელიც პროექტს არ სძენს არანაირ ღირებულებას.