ვიკიპედია:ნუ ეცემით ახალბედებს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიკიპედია ვითარდება არა მხოლოდ პროექტის ყველაზე ერთგული მომხმარებლების მეშვეობით, არამედ უამრავი დაინტერესებული ახალბედის მეშვეობითაც, რომლებიც ხშირად ანონიმურები რჩებიან. ნებსიმიერ ჩვენგანი იყო ოდესმე ახალბედა, ზოგი საკმარისად ფრთხილი აღმოჩნდა და ტიპიური შეცდომები არ დაუშვა. ზოგიერთი ჩვენგანი რამდენიმე კვირისა თუ თვის გასვლისაც კი საკუთარ თავს ახალბედად თვლის.

გახსოვდეთ, რომ ახალბედები არიან ვიკისაზოგადოების პოტენციური ახალი წევრები, ასე რომ კეთილად მოექეცით მათ. გახსოვდეთ, ვიკიპედიაში ელიტიზმი და დაშინება დაუშვებელია! ახალბედათა დიდი რაოდენობა მალე ერკვევა ვიკიპედიაში და აქტიურ მუშაობას იწყებს, თუმცა მათ ხშირად აკლია გარკვეული ცოდნა თუ შესაძლებლობა.

გახსოვდეთ, რომ თქვენ უნდა მოექცეთ ახალბედებს იმაზე უკეთესად, ვიდრე მოგექცნენ თქვენ ახალბედობის ჟამს.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.