შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:მნიშვნელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Удаление страниц გვერდების წაშლა
ზოგადი წესები
მნიშვნელოვნების კრიტერიუმები
განხილვის გვერდები

ვიკიპედიაში მნიშვნელოვნება არის კრიტერიუმი, რომელსაც რედაქტორები იყენებენ, რათა გადაწყვიტონ იმსახურებს თუ არა მოცემული თემა საკუთარ სტატიას.

ვიკიპედიაში ინფორმაცია გადამოწმებადი უნდა იყოს; თუ თემაში არ მოიპოვება მესამე მხარის სანდო წყაროები, მაშინ სტატია ცალკე სახით არ უნდა არსებობდეს. ვიკიპედიის მნიშვნელოვნების კონცეფცია იყენებს ამ საბაზისო სტანდარტს, რათა თავიდან აირიდოს გაურკვეველი თემების შემოტანა. სტატიები და თემების სია უნდა იყოს მნიშვნელოვანი ან „ყურადღების ღირსი“. მნიშვნელოვნების განსაზღვრა არ არის უთუოდ დამოკიდებული ისეთ რაღაცებზე, როგორიცაა სახელგანთქმულობა, მნიშვნელოვნება ან პოპულარულობა — თუმცა ამ ყოველივეს შეუძლია გაზარდოს საგნის მისაღებობა, რომელიც პასუხობს ქვემოთ მოცემულ სახელმძღვანელოს.

ნავარაუდევია, რომ თემა იმსახურებს ცალკე სტატიას თუ:

  1. ის პასუხობს ან ქვემოთ მოცემულ ზოგად მნიშვნელოვნებას ან კრიტერიუმებს, გამოკვეთილს საგნის სპეციალურ სახელმძღვანელოში, ჩამოთვლილს მარჯვნივ არსებულ ყუთში; და
  2. ის არ გამოირიცხება რა არ არის ვიკიპედიის პოლიტიკის ფარგლებიდან.

ეს არ იქნება იმის გარანტია, რომ თემა აუცილებლად იქნება მართული როგორც ცალკე და დამოუკიდებელი გვერდი. რედაქტორებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი კეთილგონიერება ორი ან ორზე მეტი დაკავშირებული თემის შერწყმასა და დაჯგუფებაზე ცალკეულ სტატიაში. ეს სახელმძღვანელოები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რაოდენ სათანადოა თემა საკუთარი სტატიისთვის ან სიისთვის. ისინი არ შემოსაზღვრავენ სტატიის ან სიის კონტენტის ლიმიტს. ვიკიპედიის პოლიტიკის თაობაზე იხილეთ: ნეიტრალური თვალსაზრისი, ორიგინალური კვლევის დაუშვებლობა, რა არ არის ვიკიპედია და ცოცხალი ადამიანების ბიოგრაფიები