შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:შემოწმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:შწ)
შემოწმება
დროშის მოთხოვნა
დახმარების გვერდი
შემმოწმებლების სია · არქივი: 1, 2, 3.
შემოწმება
შემოწმება

შემოწმებული ვერსიები — ვიკიპედიის სტატიების ისეთი ვერსიები, რომლებმაც გაიარა თავდაპირველი შემოწმება და არ შეიცავს ვიკიპედიის წესების სერიოზულ დარღვევას. ამგვარი შემოწმების განხორციელების ნებართვა აქვს ნებისმიერ გამოცდილ მომხმარებელს. შემოწმების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შემმოწმებლის დროშა იმთავითვე უნდა მოიხსნას.

შემოწმების პროცედურა

ქვემოთ წარმოდგენილია სტატიის, პორტალის, კატეგორიის, თარგისა და ვიკიპედიის სახელთა სივრცეების შემოწმების კრიტერიუმები. თუ გვერდი არ შეესაბამება კრიტერიუმებს, ის ან უნდა გასწორდეს, ან მითითებული იყოს შესაბმისი თარგი.

მოთხოვნები სტატიისადმი

სტატიების შემოწმება არის ქართული ვიკიპედიის სტატიების შემოწმებისა და სრულყოფის პირველი ეტაპი. მისი მთავარი მიზანია ყველაზე სერიოზული დარღვევების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა. შემოწმებული ვერსია აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს ხარისხის მინიმალურ კრიტერიუმებს და არ უნდა შეიცავდეს შემდეგ სერიოზულ დარღვევებს:

  1. სტატიაში არ უნდა იყოს აშკარა ვანდალიზმი;
  2. სტატიაში არ უნდა იყოს ცილისწამება ცოცხალ ადამიანთა მიმართ;
  3. კითხვის კომფორტულობა (სტატიაში არ უნდა იყოს „გიგანტომანია“, სიჭრელე და მისთ.);
  4. მცდარი ინფორმაციის არ ქონა (ან მისი მონიშვნა შესაბამისი თარგებით: {{წყარო}} და {{ფაქტი}});
  5. სტატიაში არ უნდა იყოს ვიკიპედიის არამიზანშეწონილად გამოყენება (ე.წ. „სპამი“);
  6. სტატიაში არ უნდა იყოს აშკარად მოძველებული ინფორმაცია (მაგ. ამით სავსეა ქართული საბჭოთა ენციკლოპედია);
  7. მინიმუმ ერთი კატეგორიის ქონა;
  8. სტატიაში უნდა იყოს მითითებული თუნდაც ერთი წყარო;

შემდეგი კრიტერიუმები მიზანშეწონილია, მაგრამ არააუცილებელია —

  1. სტატიაში არ უნდა იყოს პუნქტუაციური ან ვიკიპედიური შეცდომები;
  2. სტატია უნდა იყოს კარგად გაფორმებული;
  3. სტატიაში უნდა იყოს მინიმუმ ერთი ინტერვიკი (თუ იგი არსებობს);

მოთხოვნები კატეგორიებისადმი

კატეგორიისადმი მოთხოვნები ემთხვევა მოთხოვნებს სტატიების შესახებ, თუმცა გააჩნია რამდენიმე განსხვავება -

სავალდებული მოთხოვნები
  • კატეგორიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დედაკატეგორია
მიზანშეწონილია
  • ინტერვიკების ქონა
  • შეძლებისამებრ, ძირითადი სტატიის მითითება — {{მთავარი}} მეშვეობით.

მოთხოვნები თარგებისადმი

სავალდებული მოთხოვნები
მიზანშეწონილია
  • ინტერვიკების მითითება.

მოთხოვნები ფაილებისადმი

ფაილისთვის სავალდებულოა იყოს შევსებული თარგი {{ინფორმაცია}}. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე დამატებითი მოთხოვნა.

  1. ფაილს უნდა ჰქონდეს ლიცენზია - ან თავისუფალი, ან {{არათავისუფალი ფაილი}}
  2. {{არათავისუფალი ფაილი}} სთვის სავალდებულოა სრული შევსება.

ვერსია, რომელსაც მომხმარებელი ხედავს

შემოწმებული

შემმოწმებლის დროშა

მომხმარებელს შემმოწმებლის სტატუსით (editor) შეუძლია „შემოწმებული ვერსიის“ ნიშნის დაყენება და აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ რამდენიმე სპეციალური გვერდი.

შემმოწმებლისთვის არსებობს მომხთარგი თარგი:მომხმარებლის თარგი/შემმოწმებელი

გამაუქმებლის სტატუსი

შემმოწმებლის დროშასთან ერთად მომხმარებელი იღებს „სწრაფი გაუქმების“ (rollback) გამოყენების შესაძლებლობას. სწრაფი გაუქმება არის რომელიმე რედაქტირების გაუქმება რედაქტირების ინტერფეისში შესვლის გარეშე. მომხმარებელმა შეიძლება დაკარგოს გამაუქმებლის სტატუსი ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. შესაძლებელია გამაუქმებლის სტატუსის მოხსნა შემმოწმებლის სტატუსის შენარჩუნებით.

გამაუქმებლებისთვის არსებობს მომხთარგი თარგი:მომხმარებლის თარგი/გამაუქმებელი

შემმოწმებლის დროშის მიღება

შემმოწმებლის სტატუსი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა აქტიურმა მომხმარებელმა, რომელმაც იცის მოთხოვნები სტატიებისადმი და ასრულებს ამ მოთხოვნებს.

სტატუსის მისაღებად უნდა დატოვოთ მოთხოვნა სტატუსის მოთხოვნის გვერდზე. კანდიდატის რეგისტრაციის დღიდან უნდა იყოს გასული 2 თვე, მას უნდა ჰქონდეს 150 რედაქტირება სახელთა ძირითად სივრცეში. შემმოწმებლის დროშის მინიჭება შეუძლია ნებისმიერ ადმინისტრატორს მოთხოვნის გვერდზე ერთი კვირის გასვლის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში გამონაკლისის სახით სტატუსის მინიჭება ადრეც შეიძლება.

შემმოწმებლის დროშის მოხსნა

შემმოწმებლის დროშის მოხსნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაარღვევს სტატიების შემოწმებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. დროშის მოხსნა შეუძლია ნებისმიერ ადმინისტრატორს. ამ შემთხვევაში, დროშის აღდგენა შესაძლებელია დაჩქარებული წესით.

ავტოშემოწმებულის დროშა

მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს ავტოშემოწმებულის დროშა (autoeditor). ამ მომხმარებლის ყველა რედაქტირება იქნება მონიშნული როგორც შემოწმებული. რობოტებს ეს დროშა ავტომატურად აქვთ.

შემოწმებულის დროშის მიღება

დროშის მინიჭება შეუძლია ნებისმიერ ადმინისტრატორს იმ შემთხვევაში, თუ ნათელია რომ მომხმარებელმა იცის ვიკიპედიის წესების მინიმუმი.

შემოწმებულის დროშის მოხსნა

ადმინისტრატორს შეუძლია ავტოშემოწმებულის დროშის მოხსნა წესების დარღვევის შემთხვევაში; აღდგენის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს სტატუსის მოთხოვნის გვერდს, სადაც მისი კანდიდატურა იქნება განხილული.

ტექნიკური რეალიზება

  • (მიმდ.) (ბოლო.) 00:00, 20 აპრილი 2010 მომხმარებელი (განხილვა | წვლილი) (345 კბ) (კომენტარი) (გაუქმება) [შემოწმებულია მომხმრებელ მომხმარებელი მიერ]

ასევე არსებობს ინსტრუმენტი Toolserver-ზე:

იხილეთ აგრეთვე