ვლადიმერ გერსამია
ვლადიმერ სიმონის ძე გერსამია (დ. 24 აგვისტო, 1897, სოფ. ახუთი, ახლანდ. ჩხოროწყუს მუნიციპ., — გ. 15 მარტი, 1965, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, კურორტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964).
1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო საფაკულტეტო თერაპიის კათედრაზე. 1933–1936 წლებში ხელმძღვანელობდა საკურორტო ადგილების (მენჯი, სქური, მუხური, ნაბეღლავი) შემსწავლელ ექსპედიციებს. 1941–1946 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში იყო. 1952–1957 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრას, 1957–1965 წლებში — ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. მუშაობდა სამხარეო პათოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, კურორტოლოგიისა და სხვა საკითხებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ადამიანის კენჭოვანი დაავადება, თბ., 1951.
- Q-ცხელება, თბ., 1955.
- Курорт Менджи, Тб., 1955.
- Новые лекарственные средства из растительного сырья ГССР и их терапевтическое значение, Тб., 1957.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 601.