ვიქტორ ნოზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ ნოზაძე
დაბადების თარიღი 17 სექტემბერი, 1893
წირქვალი
გარდაცვალების თარიღი 1975
საფრანგეთი
დაკრძალულია ლევილის სასაფლაო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
განათლება მოსკოვის უნივერსიტეტი
პროფესია ჟურნალისტი, რუსთველოლოგი

ვიქტორ ნოზაძე (დ. 17 სექტემბერი, 1893, სოფ. წირქვალი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 1975, საფრანგეთი; დაკრძალულია ლევილში) — ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორ ნოზაძე დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში. სწავლა დაიწყო საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში, რის შემდეგაც განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სასწავლებლად წავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს, სადაც ხელმძღვანელობდა პარტიულ პრესას, გაზეთ „სოციალ-დემოკრატს“. მოგვიანებით, 1919 წელს, იგი გაზეთის, „საქართველოს რესპუბლიკა“, დროებითი რედაქტორი იყო. [წყარო არ არის მითითებული 1145 დღე]

1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1928 წლიდან პარიზში დასახლდა.

პარიზში მან ჟურნალისტური მოღვაწეობა წამოიწყო და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალ „კავკასიონის“ გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. ვიქტორ ნოზაძის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა.

გარდაიცვალა 82 წლის ასაკში, დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გურამ შარაძე, „უცხოეთის ცის ქვეშ“, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“, 1991.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]