ვიქტორ გოცირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოცირიძე.

გოცირიძე ვიქტორ დავითის ძე — ინჟინერ-გვირაბმშენებელი. დაიბადა 1910 წლის 25 ოქტომბერს (7. I. 1911) ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში. სოციალისტური შრომის გმირი (1980). 1934 წელს დაამთვარა მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტი. 1934-1937 წლებში მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. 1937-1941 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახალხო განათლების სამმართველოში მთავრმუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე. 1937-1941 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომისსახალხო განათლების სამმართველოში მთავრ ინჟინრად. 1941-1946 წლებში ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამსახურის მიმოსვლების უფროსის თანაშემწედ. 1946-1952 ამიერკავკასიის რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, შემდეგ ამავე სამსახურის უფროსად. 1952 წლიდან იყო „თბილმეტრომშენის“ სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო 1957-1987 წლებში — სამმართველოს უფროსი. ვ. გოცირიძის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზის, მისი 21 სადგურისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, როგორც საქართველოში, ასევე სამხრ. და ჩრდილ. კავკასიის სხვა რესპუბლიკებში. იგი იყო სსრკ VI-VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1944 წელს მიენიჭა საპატიო რკინიგზელის წოდება, „1961“ წელს — საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება. 1977 წელს გახდა სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1980 წელს გახდა სოციალისტური შრომის გმირი. 2012 წლამდე მის სახელს თბილისის მეტროპოლიტენის სადგური „დელისი“ ატარებდა, ხოლო 2012 წელს კი მისი სახელი „ელექტროდეპოს“ მიენიჭა. 1995 წელს გარდაიცვალა. 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.