შინაარსზე გადასვლა

ცხრაწყარო (თრიალეთის ქედი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრაწყარო.
ცხრაწყარო
ცხრაწყარო, ხედი ბაკურიანიდან
ცხრაწყარო, ხედი ბაკურიანიდან
კოორდინატები: 41°41′38″ ჩ. გ. 43°31′29″ ა. გ. / 41.69389° ჩ. გ. 43.52472° ა. გ. / 41.69389; 43.52472
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2683 
ქედი თრიალეთის ქედი
ამგებელი ქანები ანდეზიტ-ბაზალტი და დაციტი
ცხრაწყარო (თრიალეთის ქედი) — საქართველო
ცხრაწყარო (თრიალეთის ქედი)
ცხრაწყარო (თრიალეთის ქედი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ცხრაწყარო (თრიალეთის ქედი)
სურათები ვიკისაწყობში

ცხრაწყარომთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2683 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. მთის ჩრდილოეთი და დასავლეთი კალთები ფლატოვანია, სამხრეთი — დამრეცი. კალთები შემოსილია სუბალპური, ზედა — ალპური მდელოს ბალახეულით.