ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება
უთანხმოება | ქართული ვიკიპედიის ფორუმის განყოფილება. |
---|---|
უთანხმოება კონტროლი ეს გვერდი განკუთვნილია ნებისმიერი სახის უთანხმოების განსახილველად. |
ეს გვერდი განკუთვნილია ქართულენოვან ვიკიპედიაში წარმოქმნილი ინციდენტების განსახილველად, რომლებიც საჭიროებენ ადმინისტრატორებისა თუ გამოცდილი მომხმარებლების ჩარევას. ამ გვერდზე შეტყობინების დატოვება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.
|
მომხმარებელი:Nariman.58
[წყაროს რედაქტირება]@David1010:, @MIKHEIL:, @Otogi: გთხოვთ, მომხმარებელი:Nariman.58-ს აუხსნათ აზერბაიჯანული გვარ-სახელები ნუ შემოაქვს რუსული კალკით. გადახედეთ მის განხილვის გვერდს. მე რამდენჯერმე გავასწორე და აგრეთვე მივმართე თხოვნით, რომ გაეცნოს დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#აზერბაიჯანული, მაგრამ დღესაც შემოიტანა Ağaxan Əli oğlu Salmanlı აგახან ალი ოღლი სალმანოვი, რომელიც უნდა იყოს „აღახან ალი ოღლუ სალმანლი“. გთხოვთ, ადმინისტრატორებს დახმარებას, რომ აუხსნათ ნუ ამკვიდრებს რუსულ კალკს ქართულ სალიტერატურო ენაში.--ცანგალა განხილვაწვლილი 15:29, 11 იანვარი 2022 (UTC)
გიორგი ფხაკაძე
[წყაროს რედაქტირება]გადავხედე ჩემი გვერდის “რედაქტირების” კომენტარებს და სამწუხაროდ კომენარები არის ტენდეციული, არა პროფესიონალური. ასევე არ ვეთანხმები იმ ნაწილს რომ მე არ შემიძლია ჩემი გვერდის კორექტირება. ვთვლი რომ ჩემს გარდა არავინ არ იცის უკეთ ჩემი ბიოგრაფიის შესახებ. მე ვეთანხმები რომ ლინკები უნდა გადამოწმდეს და შესაძლებელი მითი გასწორება. შეკითხვა მაქვს რის საფუძვრლზე ჩემი გვერდი იქნა წაშლილი და როგორ ხდრბა ამ საკითხის ნორმალური განხილვა— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 2a01:cb09:b05d:51e5:b80a:636:e837:9bda (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- პირველ ყოვლისა, გზავნილებს უნდა მოაწეროთ ხელი. ამას გარდა, მანამ სანამ, განათავსებთ სტატიას ვიკიპედიაში, გაეცანით მის პოლიტიკას. - OTOGI Messages 16:11, 20 თებერვალი 2022 (UTC)
ბიოგრაფიის წაშლა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, გუშინ დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა დავასრულე თენგიზ გელოვანის ბიოგრაფიის წერა. აქვე მოგახსენებთ, რომ ინფორმაცია იყო მეტად გაშლილი, გამართული, ობიექტური და სრულიად შეესაბამებოდა სიმართლეს. თენგიზ გელოვანი გახლდათ თიანეთის კოლორიტი, მომღერალი, გამოჩენილი და თავის ცხოვრებაშივე დამსახურებებით მოღვაწე პიროვნება, რომლის სახელიც დღესაც უკვდავია არა მარტო თიანეთის მხარეში.
დღეს შუადღეს დაახლოებით 14:00-15:00 - მდე წაიშალა ჩემს მიერ დადებული ბიოგრაფია. ვერ მივიღე ზუსტი პასუხი რატომ. ვერც ვწერ თვითონ იმ პიროვნებას ვინც წამიშალა ინფორმაცია. რატომ უნდა მოხდეს ჩემს მიერ დადებული ინფორმაციის, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წაშლა, ისე რომ არც კი ვიცოდე მიზეზი, როდესაც თვითონ ინფორმაცია არის დადასტურებული, არაა გადაჭარბებული, არის ობიექტური და არ არის ჭორის დონეზე არსებული?! აქ ხომ არაფერს არ ვიგონებ?! ეს ყველაფერი ამ ადამიანის სულის უკვდავსაყოფად გავაკეთე, რადგან მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა და ყველამ ვინც კი იცნობდა იამაყონ და უფრო ფართო ასპარეზზე გავიტანო მისი სახელი. ვაპირებ, რომ ინფორმაცია ხელახლა დავდო, დიდი იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ახლა მაინც არ წაშლით და ამიხსნით რა მოხდა ან რატომ მოხდა ასე?! ნიკა გელოვანი (განხილვა/წვლილი) 15:04, 28 ივნისი 2022 (UTC)
- ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე აღნიშნული პიროვნების ბიოგრაფიას ენციკლოპედიური მნიშვნელობა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე ასეთი სტატიები იშლება. DavidAs 16:10, 28 ივნისი 2022 (UTC)
წასაშლელი სტატია
[წყაროს რედაქტირება]@David1010:, @MIKHEIL:, გამარჯობა, როგორც მოხსენიებულია თარგზე და განხილვაში, ჩემ მიერ შექმნილი სტატია წასაშლელია. ის აგრძელებს იყოს განთავსებული თანხმობის გარეშე. გმადლობ დახმარებისთვის
--Transmodernism (განხილვა/წვლილი) 13:53, 16 აპრილი 2023 (UTC)
- ვერ ვხედავ წაშლის ვერანაირ მიზეზს. სტატია აკმაყოფილებს ვიკიპედიის კრიტერიუმებს. მას შემდეგ, რაც სტატიას შექმნით, ვიკიპედიის სალიცენზიო პოლიტიკის შესაბამისად, ის უკვე აღარ არის თქვენი საკუთრება. როდესაც მასში წვლილი სხვასაც უფიქსირდება, წაშლის მოთხოვნის უფლება აღარ გაქვთ. ვფიქრობ, ეს საკითხი ამოწურულია. — Mikheil მიწერა 19:06, 16 აპრილი 2023 (UTC)
ArsenalAtletico2017 და მისი სხვა ანგარიშები
[წყაროს რედაქტირება]გაცნობებთ, რომ 2022 წლიდან ინგლისური ვიკიპედიის ჩეკიუზერმა ამ მომხმარებლის ათეულობით სხვა ანგარიში აღმოაჩინა, ბოლო 3 იანვარს. აქედან გამომდინარე, ვიკიპედიის წესების დარღვევის გამო (ეს ეხება არამარტო ინგლისურ ვიკიპედიას) და ქართული ვიკიპედიის პოტენციური საფრთხისგან დაცვის მიზნით, მას და მის სხვა ანგარიშებს სამუდამოდ ვბლოკავ. მადლობა, — Mehman 12:04, 23 იანვარი 2024 (UTC)