ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ფრ. შილერი

თუ შეიძლება, გადახედეთ. რომელი სტანდარტია 'ფრ.შილერი'? --Henry McClean განხილვაწვლილი 15:10, 16 იანვარი 2012 (UTC)

გაუმართლებლად მიმაჩნია ასეთი შემოკლებები. რა, ქაღალდს ვზოგავთ? --მიხეილ Latin America (orthographic projection).svg (მიწერა) 15:16, 16 იანვარი 2012 (UTC)
ფრიდრიხ ფონ შილერი ან მხოლოდ შილერი ან ფრიდრიხ შილერი ან ფ. შილერი (ასეთი შემოკლება წერია ქსე-ში სტატია „შილერი” სურათთან). გერმანულში კი უფრო სრულად წერენ სახელს. ვიკიპედიაში კი ვცდილობთ, რომ სრულად დავწეროთ. --ცანგალა () 17:14, 16 იანვარი 2012 (UTC)
მაგას ვამბობ მეც. როგორც იმ განხილვაში დავწერე - იგივეა, რაც დაწერო 'აკ. წერილი' და 'აგ. კრისტი'. ან სრული უნდა იყოს, ან მხოლოდ გვარი. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:19, 16 იანვარი 2012 (UTC)

„არ შეიძლება ასეთი შემოკლება: შ. რუსთაველი, თ. მეფე, ი. ხუცესი, დ. აღმაშენებელი, ვ. ვშაველა, ლ. თათქარიძე და სხვა.“ — თვალთვაძე, გაფრინდაშვილი — „ქართული მართლწერის წესები“, გვ. 20, თბილისი, 2008 წ. — GIO→13South America (orthographic projection).svg 08:38, 17 იანვარი 2012 (UTC)

შენიშვნა

აქ აღმოვაჩინე ენის სარჩევში წერია მარგალური, რაც შეცდომაა და ქართული ენის შეურაცყოფა. მარგალური ენა არარი ეგ არის ქარტული დიალექტი. გამოასწორეტ შეცდომა !!!— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 178.134.248.119 (განხილვაწვლილი) .

მეგრული სწორედაც რომ ერთ-ერთი ქართველური ენაა და არა დიალექტი. --მიხეილ Latin America (orthographic projection).svg (მიწერა) 09:42, 23 იანვარი 2012 (UTC)

მუსულმანი თუ მუსლიმი

[1], [2], მიხეილის ჩასწორებებმა მიიქცია ყურადღება: მაინტერესებს წყარო ქართლი ნორმებიდან, რომელია სწორი. მე ვიცი, რომ მუსლიმი რუსული ფორმაა და ჩვენში უნდა იყოს მუსულმანი, თუ მაინცდამაინც - მუსლიმანი [დამოწმება].--Rastrelli F 20:15, 27 იანვარი 2012 (UTC)

პირიქით... მიხეილი სწორად აკეთებს... — GIO→13South America (orthographic projection).svg 20:19, 27 იანვარი 2012 (UTC)
აბსოლუტურად პირიქით ვახტანგ! მუსულმანია რუსულის გავლენით ჩვენთან დამკვიდრებული. ბოლო ერთი სემესტრია აღმოსავლეთმცოდნე რევაზ გაჩეჩილაძემ ლექციებზე „ყურები გამოგვიჭედა“ ამ ტერმინის სწორად ხმარების მოთხოვნით. წყაროებიც შემიძლია დავდო. --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 20:30, 27 იანვარი 2012 (UTC)
დააზუსტე გეთაყვა მუსულმანში მუსულ- არის რუსული, თუ -მან? მე ვადარებ მუსულმანს/მუსლიმანს და მუსლიმს. წყაროებზე დამავალებ, ვინძლო შენი ლექტორი იყოს რუსოფობი ან სოვიეტოფობი (ეს ხუმრობით :D). --Rastrelli F 20:53, 27 იანვარი 2012 (UTC)
ეჰჰ... მართლა არ მაქვს ახლა კამათის თავი... ერთი „მინახავხარ“ არის სწორი და მეორე შენ რასაც „ღაღადებ“... :P — GIO→13South America (orthographic projection).svg 20:58, 27 იანვარი 2012 (UTC)
წერისა და ქილიკის თავი ხომ გაქვს?! :)--Rastrelli F 21:03, 27 იანვარი 2012 (UTC)
აუუ... აღარც მაგის... დამიჯერე... :D — GIO→13South America (orthographic projection).svg 21:06, 27 იანვარი 2012 (UTC)

ვახტანგ, მისი ბიოგრაფია წაიკითხე? ბმული შემთხვევით არ გამიკეთებია. რუსოფობსა და სოვიეტოფობს აღარ უწოდებდი ნამდვილად. წყარო:

  • რევაზ გაჩეჩილაძე — ახლო აღმოსავლეთი: სივრცე, ხალხი და პოლიტიკა, — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (მესამე გადამუშავებული გამოცემა 2011)
  • გიორგი გოგსაძე — მოსახლეობის გეოგრაფია, თბილისი 2008 --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 21:09, 27 იანვარი 2012 (UTC)
გიორგის: არ დამიძალებია ბატონო, თავად ისურვე - მიხეილი სწორად აკეთებსო. როცა თავი გექნება, „მემრე“ გავარგძელოთ, მანამდე მე და მიხეილი გავერკვევით.
მიხეილს: ჰმმ, საწყენია შენი შენიშვნა - ეტყობა შენ არ წაიკითხე ჩემი კომენტარი კარგად (არც მე მიხუმრია შემთხვევით)! რაც შეეხება წყაროს, თავად მითითების ავტორის (რევაზ გაჩეჩილაძის) წიგნი არ გამოდგება, მიუხედავად მისი სამეცნიერო ღვაწლისა და საკითხის ღრმა ცოდნისა, ის დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს. ასეც რომ არ იყოს, მე ქართულის ნორმა ვიკითხე - იქნებ გქონდეთ ვინმეს, როცა მოიცლით რომ ნახოთ, დამავალებთ.--Rastrelli F 21:18, 27 იანვარი 2012 (UTC)
კარგი, ნახეთ ქსე-ში. მაგრამ, სასხვათაშორისოდ ვიტყვი, თსუ-ის საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტში ამავე მიმართულების სტუდენტს სიტყვა მუსულმანი რომ წამოგცდეს, უბრალოდ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები, ანა-ბანასავით მარტივი შემთხვევაა იქ, რომ სწორია მუსლიმი და არა მუსულმანი, მაგრამ აქ... --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 21:25, 27 იანვარი 2012 (UTC)

ვახტანგს: „მემრე“ არა! ჩვენში „მერმე“ („და მერმე“) სჯობს... (იმედია მიმიხვდი...). მანამდე მე და მიხეილი გავერკვევით — უკვე გარკვეული გვაქვს და იმიტომ ჩავერიე, „თვარა, არც მაგაზე შეგაწყენდით თავს, ბატონო ჩემო!“... — GIO→13South America (orthographic projection).svg 21:30, 27 იანვარი 2012 (UTC)

მუსლიმანი იგივეა რაც მაჰმადიანი., მუსლიმანობა იგივეა რაც მაჰმადიანობა. — ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეულის მეორე ნაკვეთი, თბ., 1990 წ. გვ. 753. --ჯაბა ლაბა 04:13, 28 იანვარი 2012 (UTC)

ქსენია გვეუბნება - მუსლიმანი, მუსლიმი (არაბ. - მორჩილი, ერთგული, თავდადებული), პიროვნება რომელიც აღიარებს ისლამს. მუსლიმანობა- ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული რელიგია მსოფლიოში. იხ. ისლამი.--David Rotating earth (Very small).gif 07:09, 28 იანვარი 2012 (UTC)
ყველაფერი გარკვეულია. ცოტას გადავუხვევ და ვიტყვი, რომ „მუსლიმანიდან“ ნაწარმოები სიტყვები, როგორიცაა მაგალითად მუსლიმანური, მუსლიმური, მუსლიმანობა, ასევე მაჰმადიანური, მაჰმადიანობა, ჩემი აზრით, ჯობია ჩავანაცვლოთ სიტყვებით: ისლამური, ისლამი. მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო ლაკონური და ლამაზია, ჩემი აზრით. (ოღონდაც, ამისი კენჭისყრით უზენაესად დაკანონება არავინ მოითხოვოს, თორემ ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, ეს რომ დავწერე :D). Deu. 07:22, 28 იანვარი 2012 (UTC)

აბსოლუტურად გეთანხმები დეუ! და ჩემის მხრივ დავამატებ, რომ მოვერიდოთ ტერმინ „მაჰმადიანისა“ და „მაჰმადიანობის“ გამოყენებას. --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 07:48, 28 იანვარი 2012 (UTC)
სადღაც წამიკითხავს (ვერ ვიხსნებ სად, შეიძლება არც იყო ავტორიტეტული წყარო) რომ სწორია ფორმა მუსლიმი არაბულ ენაზე დაყრდნობით. მუსლიმი ნიშნავს განდობილს. ხოლო მუსლიმანი ან მუსულმანი მუსლიმის დამახინჯებით, -მან ბოლოსართის დართვით მიღებული ფორმებია (შდრ. ოტომანი). შევეცდები გავიხსენო, სად წავიკითხე --M. განხილვაწვლილი 08:19, 28 იანვარი 2012 (UTC)

მადლობა გამოხმაურებისთვის და დახმარებისთვის ყველას, გიორგის კიდევ ჩემგან შენიშვნა ქილიკისთვის! მე მხოლოდ ვიკითხე, რადგან მიხეილის ჩასწორებამ დამაინტერესა - არც ცვლილება მომითხოვია და მით უფრო გამიკეთებია. იმედია არ მიწყენთ. --Rastrelli F 08:13, 30 იანვარი 2012 (UTC)
რაც ვიცოდი რომ სწორი იყო, იმას ვამბობდი და ჩემს ნათქვამს ვიცავდი... შენიშვნას ვერ მივიღებ, რადგან ქილიკა არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ისეთი ადამიანისგან, რომლისგანაც ვერ დავინახე კოლეგიალურობა, უბრალოება, პირდაპირობა... (მე ხომ პირდაპირი ვარ ;):D) — GIO→13South America (orthographic projection).svg 08:38, 30 იანვარი 2012 (UTC)

რა ხდება?

ეს თემა გადატანილია სხვა გვერდზე — იხ. ვიკიპედია:ფორუმი/სიახლეები#რა ხდება? .

ოფიციალური Facebook

ქართული ვიკიპედიის ოფიციალურ Facebook გვერდზე რეკლამის გმაოჩენასთან დაკავშირებით მაინტერესებს საზოგადოების აზრი. თავის დროზე, გვერდის შექმნისას, არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმად ამ გვერდზე არ უნდა გამოჩენილიყო არანაირი სახის სიახლე, რომელიც არ შეეხებოდა ვიკიპედიას - თუმცა ეს შეთანხმება დაირღვა, და გვერდზე განთავსდა ვიკიპედიასა და დობილ პროექტებთთან არანაირ კავშირში არ მყოფი ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეშოუს შესახებ. საბედნიეროდ, Facebook-ი იძლევა გვერდზე განთავსებული სიახლეების ავტორობის ანონიმურობის დაცვის საშუალებას, შესაბამისად ჩემ მიზანს არ წარმოადგენს იმ მომხმარებლის აღმოჩენა, რომელმაც შეთანხმება დაარღვია. მე მაინტერესებს მხოლოდ ის, არის თუ არა ეს „ჯენტელმენური შეთანხმება“ ძალაში და რამდენად მიზანშეწონილია ქართული ვიკიპედიის ოფიციალურ გვერდზე ამგვარი სიახლეების განთავსება (გვერდის მისამართი თუ ვინმეს არ ახსოვს არის - facebook.com/kawikipedia ).--Melberg; 10:15, 2 თებერვალი 2012 (UTC)

ეგ ვინ დადო არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეკლამის გაკეთება ნამდვილად არ უფიქრია. ჩემი აზრით მომავალში ისეთი ინფორმაცია რაც ვიკიპედიას არ ეხება არ უნდა განთავსდეს ვიკიპედიის ფეისბუქის გვერდზე--David Rotating earth (Very small).gif 10:28, 2 თებერვალი 2012 (UTC)
ახლა ვნახე და რა თქმა უნდა, ვინც განათავსა, რეკლამის გაკეთების მიზანი ნამდვილად არ ექნებოდა. მომავალში აღარ მოხდეს, ახლა კი წაშლა მაგ პოსტისა არ ვიცი რამდენად იქნება გამართლებული. Deu. 10:47, 2 თებერვალი 2012 (UTC)
ჩემი ბრალია, ერთ-ერთ ადმინს ვთხოვე რომ დაედო, არ ვიცოდი რამე შეთანხმება თუ გქონდათ :(. თან რეკლამა არ არის, უფრო ,,ლაიქების" გაცვლაა, მიუხედავად იმისა რომ მათ ჯერ არ მოუწონებიათ ვიკის გვერდი.--Tornike Redhat-office.png 10:54, 2 თებერვალი 2012 (UTC)
მე დავდე. ჯერ ერთი არაფერი ვიცოდი ამ შეთანხმების შესახებ, მეორეც, ეს რა რეკლამაა??? ასეთი სახით თუ შევხედავთ, ყველაფერი რეკლამაა. ჩვენთან განთავსებული სტატიები იგივე ტელეგადაცემებზე, რეკლამაა?!--მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 11:20, 2 თებერვალი 2012 (UTC)

ასეთი რამეები იმიტომ ხდება, რომ რაღაც-რაღაცებს მხოლოდ რამდენიმე, ვიღაც-ვიღაცები წყვეტენ (აი სიმართლე). მეც არაფერი მსმენია მსგავსი შეთანხმების შესახებ, ამიტომ ასეთ „შეცდომაში“ შეიძლება მეც შევსულიყავი... (პ.ს. მე ხომ პირდაპირი ვარ... :D:D) იმედია გაითვალისწინებენ „შეთანხმების“ ავტორები სამომავლოდ, რომ შეთანხმება არ ნიშნავს რამდენიმე კაცის აზრს სხვებთან გაუზიარებლად... — GIO→13South America (orthographic projection).svg 12:01, 2 თებერვალი 2012 (UTC)

ეგ შეთანხმება არც მე არ ვიცი. Deu. 13:09, 2 თებერვალი 2012 (UTC)
არც მე ვიცოდი და აბა ვიღან იცოდა? :)--David Rotating earth (Very small).gif 13:13, 2 თებერვალი 2012 (UTC)
ალბათ მხოლოდ შემქმნელმა და ერთმა ადამიანმა. --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 13:17, 2 თებერვალი 2012 (UTC)
უკაცრავად რა რეკლამა? და რა შუაშია აქ შემქმნელი, მიხეილ?--სამანდ () 14:04, 2 თებერვალი 2012 (UTC)

მეგობრებო, მოდით, რადგან შეთანხმება არ გვაქვს, ახლა შევთანხმდეთ :). სამომავლოდ მგონი მართლა კარგი იქნება, თუ ჩვენი გვერდი მხოლოდ ვიკიპედიას და მასთან დაკავშირებულ თემებს დაეთმობა. თუ მეთანხმებით, მაშინ ქვემოთ დამიდასტურეთ და ამის შემდეგ იყოს ისე, როგორც გიორგიმ აღწერა :). აქამდე კი ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეიძლება გაგვეკეთებინა. რა შუაშია აქ იმის ბრალი და ამის ბრალი... Deu. 14:15, 2 თებერვალი 2012 (UTC)

თემურ, რეკლამად თვლიან ბოლო პოსტს. შემქმნელი ვიგულისხმე იმაში, რომ თურმე შეთანხმება დაიდო, რომ მსგავსი პოსტები არ განთავსდებოდა. ვის შორის მოხდა ეს შეთანხმება, იმას ვარკვევთ. --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 15:19, 2 თებერვალი 2012 (UTC)
ვეთანხმები დათოს (Deu-ს) და, შესაბამისად, გიორგის (Melberg-ს). დაიდოს თუნდაც ვიკიპედიის სტატია იგივე გადაცემაზე, ეს უკვე ვიკიპედიას ეხება. ისე, არც მე ვიცოდი რამე მაგ შეთანხმების არსებობის შესახებ.— G.G. 15:41, 2 თებერვალი 2012 (UTC)

ჯავახეთი

ეს თემა გადატანილია სხვა გვერდზე — იხ. ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება#ჯავახეთი .

ახალი ენა

მაინტერესებს როდის დაამატეს ვიკიპედიაში მეგრული ახალ ენათ და რატო დაამატეს? როდის აქეთ აქვტ მეგრელებს დამწერლობა და რატო უნდა იყოს საქართველოში 2 დამწერლობა? მე მგონია რომ რუსების ნაჩალიჩარია და იგივეს გაკეთება უნდათ რაც აფხაზებს უქნეს — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Sniper01 (განხილვაწვლილი) .

დიდი ხანია, რაც დაემატა. ძველი ისტორიაა, ამიტომ იხილეთ განხილვის შენახული არქივი --Henry McClean განხილვაწვლილი 16:23, 2 აპრილი 2012 (UTC)

ბმულები პირად გვერდზე

მაინტერესებს, ზოგადად ვიკიპედიის პრაქტიკაში (სხვა ენებშიც) რამდენად მისაღებია მომხმარებლის გვერდზე მსგავსი ბმულების განთავსება. კონკრეტულ მომხმარებელს არანაირად არ ეხება, სხვა დროსაც გამჩენია ეს აზრი სხვა მომხმარებლების გვერდებზე. --მიხეილ მიწერა 11:09, 28 აპრილი 2012 (UTC)

საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ბმულები ინფორმაციულ ხასიათს ატარებს, ეგეც არ იყოს, მომხმარებლის პირადი გვერდია.— G.G. 11:23, 28 აპრილი 2012 (UTC)
გასაგებია. კონკრეტულ გვერდზე არ მიკითხია გიორგი, როგორც აღვნიშნე. მე უბრალოდ მაინტერესებდა. ისიც შემხვედრია ხშირად, სარეკლამო ხასიათის ბმულებს დებენ პირად გვერდზე. მაინც დასაშვებია? --მიხეილ მიწერა 11:26, 28 აპრილი 2012 (UTC)
ყველაფერი რაც განთავსებულია მომხმარებლის გვერდზე, ვიკიპედიას და საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. ამ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ არ არის სასურველი ასეთი ბმულების ქონა პირად გვერდზე, თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაციაა. პირადი გვერდი არ არის სარეკლამო ბლოგი და მისთ.G.G. 13:24, 28 აპრილი 2012 (UTC)
მეც ესენი მქონდა წაკითხული და იმიტომ ვიკითხე. --მიხეილ მიწერა 13:36, 28 აპრილი 2012 (UTC)
რაღა შორს მივდივართ, აგერ ქართულიც: ვიკიპედია არ არის ინფორმაციის პირადი საცავი.— G.G. 13:46, 28 აპრილი 2012 (UTC)

აჯობებდა მიგვეღო რაიმე უფრო კონკრეტული წესი, არა რეკომენდაციის სახის. მე მაგალითად, ძალიან მაღიზიანებს ასეთი ბმულები, როდესაც აშკარაა, რომ მათი ვიკიპედიაში განთავსება, თუნდაც პირად გვერდზე, მხოლოდ მათ პოპულარიზაციას ემსახურება. --მიხეილ მიწერა 13:48, 28 აპრილი 2012 (UTC)

ჰოო, წესების დაწერაში მოვიკოჭლებთ. ვიკიპედია:მომხმარებლის გვერდი თავისუფალია.— G.G. 14:25, 28 აპრილი 2012 (UTC)
მგონი ამისთვის საკმარისი წესები კი გვაქვს, რომ დავწეროთ ეს გვერდი, რამდენიმე წინადადებით მაინც. --მიხეილ მიწერა 14:27, 28 აპრილი 2012 (UTC)
(შორეულ) მომავალში მე მივხედავ, თუ არ დამასწრო ვინმემ. ოღონდ შინაარსი შემდგომ განვიხილოთ, როცა დავწერ.— G.G. 14:30, 28 აპრილი 2012 (UTC)
წესები, წესები შემოღებები, კანონები... ეს სიტყვები ისე ხშირად იურისტებს არ ესმით მგონი, როგორც ვიკიპედიელებს :D. მეგობრებო, მგონი ზედმეტები მოგვდის. ვიკიპედიის წესები, რომელთა დაწერაც აუცილებელია, მგონია, რომ უკვე დაწერილია და უბრალოდ თარგმნაა საჭირო. დანარჩენი წესები და კანონები კი უბრალოდ ზედმეტია და ჯობია თითოეულ შემთხვევას თავისებურად მივუდგეთ, თუკი რამე განსაკუთრებული აუცილებლობა არაა. (მომხმარებლის გვერდის შესახებ, რა თქმა უნდა, სათარგმნია გვერდი). Deu. 05:50, 29 აპრილი 2012 (UTC)
მეც თარგმნაზე ვსაუბრობ, დავით, თორემ ვიკის რაც ჭირდება (და ისიც, რაც არ ჭირდება), უკვე დიდი ხანია არსებობს, როგორც ოფიციალური პოლიტიკა.— G.G. 07:01, 29 აპრილი 2012 (UTC)

კომპიუტერული თუ ვიდეო

ეს თემა გადატანილია სხვა გვერდზე — იხ. ვიკიპედია:ფორუმი/დახმარება#კომპიუტერული თუ ვიდეო .

მომხმარებელი:Dixtosa

მიხედეთ ამ ადამიანს, მე კი ვიცი რასაც იმსახურებს, მაგრამ ჩემი მხრიდან არა იქნება ლამაზი შესაბამისი ზომების მიღება. --მიხეილ მიწერა 16:12, 12 მაისი 2012 (UTC)

საძაგელი ბავშვია მარა ისე მიხეილ განუმარტე ხოლმე რაში ადანაშაულებ თორე ვერ ხვდება ხო ვიცი არა. : ). აი მაგალითად ეს აუხსენი რას გულისმობ მიხედვაში რა დააშავა და ასე შემდეგ.--~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 16:14, 12 მაისი 2012 (UTC)
მე დიქსტოსას არ მივმართავ და გამოხმაურებას მისი მხრიდან არ ველი. უკანასკნელად რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მის ანგარიშზე ბოლო ხანებში დაგროვდა: გაუმართავი (ნებავთ, დაუსრულებელი) სტატი(ებ)ის შემოტანა, ვიკი-საზოგადოების დაცინვა, დახურული განხილვის რედაქტირება, ვიკიპედიით თამაში.... მეც ვიცი რასაც იმსახურებს, მიხეილ, მაგრამ ვნახოთ, რას ფიქრობენ სხვები.— G.G. 18:14, 12 მაისი 2012 (UTC)
ფუ, სტატიას რომ წამიშლით და მიზეზს რომ არ მეტყვით ხო კითხვა არ უნდა გამიჩნდეს კი! გეთახნებით აბა რა! ეგრე უნდა იყოს. ხო ვიკისაზოგადოებას თუ დავცინი (არ დავცინი მარა მაინც) სამართლიანად დავცინი(ანუ სიმაოვნებით დავცინებდი კდემაშემოძარცვული რომ ვიყო) და ზოგჯერ ასეთი ხერხით უფრო შეაგნებინებ ადამიანს კაცი.... თუმცა ზოგს საერთოდ ვერცერთი რიტორიკული ხერხი ვერ შველის :დ. ეხ მე ხომ თქვენთვის კარგი მინდოდა. მოკლედ დამბანეთ მეგობრებო ოღონდ სამუდამო არა ესე ერთი ორი წელი მეყოფა. მარა ჩემ ნაწვალებ სტატიებს თუ დაამახინჯებთ ხოლმე შემოვძვრები ხოლმე : ))--~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 18:43, 12 მაისი 2012 (UTC)
Dixtosa, გონიერი პიროვნება ჩანხარ, მაგრამ ვერ გავიგე შენი ქცევებით რისი მიღწევა გსურს?--ცანგალა () 19:26, 12 მაისი 2012 (UTC)
არა მხოლოდ მე, არამედ არავის არა აქვს Dixtosa-სთან საქმის დაჭერის სურვილი. ფაქტი, ერთია, თუკი მას გადაეყრები ძალიან ბევრ დროს აბსოლუტურად უაზროდ დაგაკარგვინებს. შევნიშნავ, შეგნებულად. ხოლო მისი "სიტყვების მარაგი" ამჟამად ყველას აღიზიანებს. უცნაური ადამიანია. კოლეგა ვიკიპედიელების (საერთოდ ვიკიპედიის) მიმართ თუკი გააგრძელებს ირონიულ-დაცინვით მიდგომას მისთვისე იქნება ცუდი. ვიკიპედიაში უნდა ვითანამშრომლოთ და ერთმანეთს უნდა ვუგებდეთ. ხოლო ფუ, და მისთანანი ფსევდოტერმინოლოგიით ვერაფერსაც ვერ მოიგებ--ოთოჯი / მომწერე 20:00, 12 მაისი 2012 (UTC)
ადამიანურია ამბავია, უმიზეზოდ რაღაცას რომ გაგიკეთებენ(და ამ შემთხვევაში ნაწვალებს წაგიშლიან) მეტსაც იტყვი კაცი მარა მე მოვითმინე. --~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 20:11, 12 მაისი 2012 (UTC)

ერთს ვიტყვი... ანგელოზი ნუ გამოგყავს თავი, დიქსტოსა. შენი ნათქვამიდან, ის ადამიანები, რომლებიც შენიშვნებს, რჩევებს, გაფრთხილებებს და ა.შ. გაძლევთ, ყველა არასწორად მოაზროვნე გამოვდივართ და შენ პირიქით?.. კარგად გამიგე. :):P — GIO→13Wikiswing.gif 20:16, 12 მაისი 2012 (UTC)

რომელ ერთი მოვიტანო? გნებავთ ვიკიპედიის ქუჩის „ბირჟად“ ქცევა, პირადი დაცინვა, თამაში. მოკლედ... თქვენი არ ვიცი და კიდევ ერთი ასეთი ქმედება და მერე მე ვიცი, რაც უნდა ვქნა. (რაი ბუჯო?... მანდ არის ორი წინადადება და ზუსტად პირველს მიეთითოს წყარო. მიშისტი ეს ხდ) ეს რეზიმუე ყველაფერზე მეტყველებს. მას ვიკიპედია მხოლოდ „საღადაოდ“ სჭირდება, მაგრამ უკაცრავად და მისამართი შეეშალა. --მიხეილ მიწერა 21:27, 12 მაისი 2012 (UTC)
კიდევ ერთი მაგალითი ვიკიპედიის აბუჩად აგდებისა. --მიხეილ მიწერა 08:11, 13 მაისი 2012 (UTC)

დაბლოკეთ. უბრალოდ სირცხვილია ამდენის მოთმენა, იქ სადაც ჩემს დაბლოკვას აპირებდნენ მავანნი და ამას ეფერებიან მე პირადად აღარ დამედგომება. --ჯაბა ლაბაძე 15:08, 13 მაისი 2012 (UTC)

მომხმარებელი:Dixtosa დაიბლოკა. – BruTe () 07:07, 14 მაისი 2012 (UTC)

მგონი პირადი გვერდი არ უნდა წავუშალოთ (ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მომხრე ვარ მისი გვერდი არსებობდეს ვიკიპედიაში). პირად გვერდზე არც რეკლამა არ აქვს განთავსებული და არც ისეთი რამ, რაც ვიკიპედიას რეპუტაციას შეულახავს. ეს თავისი თვალით დანახული ვიკიპედიაა და მგონი ვერ დავუშლით. მე ასე მგონია... რომელიღაც წასულ მომხმარებელს უწერია მსგავსი რამ თავის გვერდზე, უკვე დიდი ხანია და არ წაგვიშლია... რავიცი... — GIO→13Wikiswing.gif 10:48, 14 მაისი 2012 (UTC)

გეთანხმები გიო, მომხრე ვარ დარჩეს. – BruTe () 12:00, 14 მაისი 2012 (UTC)
ხალხო, დემოკრატია და თავისუფალება არ ნიშნავს ყველაფერს, ვისაც რა მოესურვება ის აკეთოს, რას ჰგავს მისი გვერდი? გვლანძღავს, გვათახსირებს, დაგვცინის, ყველას და მთლიანად ვიკიპედიას და ასე ვუყუროთ მხოლოდ იმიტომ, რომ პირადი გვერდია და ხელშეუხებელია? გამომივიდა მენტორი. მაშინ, რატომ ვშლით პირადი გვერდებიდან სტატიებს? ან ლექსებს, მოთხრობებს, იქნებ ძალიან უყვარს მის მფლობელს ის თემა, რასაც იწერს? --მიხეილ მიწერა 12:54, 14 მაისი 2012 (UTC)
Dixtosa-ს ამჟამინდელ პირად გვერდზე ვიკიპედიელების დამამცირებელი არაფერი წერია. აქ არის კრიტიკა — კრიტიკა არაა ლანძღვა. მე ვერ ვხედავ წაშლის მიზეზს. თანაც, ეს ერთადერთი გვერდმია მგონი, სადაც მისი ავტორი აღიარებს, რომ მასაც მოსდის შეცდომები : D. სერიოზულად, ამ გვერდის წაშლა, ჩვენი მხრიდან იქნება არასწორი. Deu. 13:00, 14 მაისი 2012 (UTC)
დათო, კრიტიკასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს შორის, ნამდვილად არის სხვაობა. კარგით ბატონო, მე ხმას აღარ ვიღებ, დაე იყოს, ამდენ დროდაც არ ღირდა ეს მომხმარებელი; მაგრამ, მე მაინც ერთი ქართული ანდაზა მახსენდება... --მიხეილ მიწერა 13:04, 14 მაისი 2012 (UTC)
აქვს საკუთარი მოსაზრებები ვიკიპედიასთან დაკავშირებით და არ ეხება კონკრეტულად ვინმე ცალკეულ მომხმარებელს. ვერაფერს ვერ დავუშლით. ამოვშლი წაშლის თარგს. Deu. 13:11, 14 მაისი 2012 (UTC)
ოკ, ანუ ზემოთ რაც ვთქვი, იმეებსაც აღარ ვშლით ამის შემდეგ? --მიხეილ მიწერა 13:24, 14 მაისი 2012 (UTC)
პირად გვერდზე სტატიები? აი ეგ არ ვიცი... ნამდვილად არ ვიცი. მე, მაგალითად, გერმანულ ვიკიპედიაში ერთხელ დავწერე პირად გვერდზე სტატია, რათა არ დამებინძურებინადოიჩების ვიკი :). თუკი საკუთარ გვერდზე დაწერს, ალბათ ჯობია ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ ასე არ ხდება და თვითონ წაშლის მერე თუ ნორმალურია. და თუ არანორმალური გამოდგა, მერე აღარ ვიცი. Deu. 13:29, 14 მაისი 2012 (UTC)

მისი პირადი გვერდი არ უნდა წაიშლოს, ვერ დავეთანხმები მიხეილ-ს რომ ეს გვერდ ვიკიპედიის დაუსაბუთბელი შეურაცყოფაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ლინკები აქვს ჩსმული სადაც კარგად ჩანს როგორც მისი ნამოქმედარი ასევე სხვისივ, შესაბამისად მომხმარებელს შეუძლია თვითონ განსაჯოს მართალია ეს ადამიანი თუ არა. :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 13:35, 14 მაისი 2012 (UTC)

კარგით ბატონებო. ღმერთმა ქნას, ჩემი პროგნოზები არ გამართლდეს... --მიხეილ მიწერა 13:41, 14 მაისი 2012 (UTC)

მე კი ვფიქრობ, რომ უნდა წაიშალოს, რადგან ვიკიპედიის განვითარებას არ ემსახურება. პირადი გვერდი არ არის მომხმარებლის საკუთრება, იგი საზოგადოებას ეკუთვნის, ყველაფერი რაც განთავსებულია მომხმარებლის გვერდზე, ვიკიპედიას და საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს. რამდენიმე მაგალითი რა არ უნდა იყოს პირად გვერდებზე. პირადი გვერდი არ არის სავარჯიშო და ზოგადად, რა არ არის ვიკიპედია საზოგადოების კუთხით.— G.G. 20:08, 15 მაისი 2012 (UTC)

მაგას ვიძახი გიორგი, მაგრამ მხოლოდ ჩემი ხმა „მღაღადებლის ხმასავით“ ისმოდა ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 20:15, 15 მაისი 2012 (UTC)
მისალმების ტექსტშიც არის ის, რაც უნდა განთავსდეს პირად გვერდზე. პ.ს. ახლა ორი მღაღადებელი ხომ არ ვიქნებით ამა უდაბნოსა შინა? ვიკრიჭებიG.G. 05:22, 16 მაისი 2012 (UTC)
მისალმების თარგში მხოლოდ რეკომენდაციაა (სასურველია...), მაგის გარდა სხვებიც შეიძლება იყოს პირად გვერდზე განთავსებული. მე ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ თავს, როდესაც ინგლისურენოვან წესებს მითითებენ. შეგიძლიათ თარგმნოთ ის წინადადება კონკრეტულად, რომელიც მოითხოვს პირადი გვერდის წაშლას ასეთი ინფორმაციის განთავსებისას? Deu. 05:42, 16 მაისი 2012 (UTC)
გასარკვევი აქ არაფერია, ყველაფერი ისედაც ნათელია. სტატიებს ხომ ვშლით პირად გვერდზე? რატომ ვშლით? იგივე მიზეზითაც შეიძლება წაიშალოს. მომხმარებლის ორიგინალური კვლევა-სტატია თუნდაც ვიკიპედიის შესახებ. კიდევ ერთხელ, როგორც აქამდე მიიჩნეოდა (ყოველშემთხვევაში, მე ასე ვხედავდი, რომ მიიჩნეოდა), პირადი გვერდი არ არის მომხმარებლის საკუთრება, იგი საზოგადოებას ეკუთვნის, ყველაფერი რაც განთავსებულია მომხმარებლის გვერდზე, ვიკიპედიის განვითარებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას უნდა ემსახურებოდეს, ამასთან, გარკვეულ წარმოდგენას უნდა გიქმნიდეს მოცემულ მომხმარებელზე. მისი გვერდიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ვიკიპედიაზე არანორმალურად დაბოღმილი პიროვნება, რაც დამეთანხმებით, ალბათ, ვიკიპედიის განვითარებას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს. სხვა მომხმარებელმა თავად მასზე უნდა შეიტყოს ინფორმაცია, თუნდაც მცირედი, და არა, მსუბუქად რომ ვთქვათ, დისერტაცია: „როგორი ცუდია ვიკიპედია და რა უქნეს ერთ საწყალ მომხმარებელს“. ხოლო ის ფაქტი, რომ იგი მხოლოდ აქ აღიარებს, რომ შეცდომები მასაც მოსდის, არაა არგუმენტი ამ გვერდის ასეთი სახით გასაჩერებლად ვიკიში. დაფიქრდით, ვინმე ახალი (ახალი იმიტომ, რომ ძველებმა უკვე ვიცით) შემთხვევით რომ წააწყდეს მის გვერდს და წაიკითხოს, რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს ვიკიზე. თუმცა, ეს არაა მთავარი მიზეზი, იგი ზემოთ დავწერე უკვე. — G.G. 13:10, 16 მაისი 2012 (UTC)
როგორ გეთანხმები გიორგი! ჩემი სათქმელიც თქვი. პირადად მე, გუშინდლიდან მომხმარებელთა პირად გვერდებზე დაწერილ სტატიებსა თუ რაც არ უნდა იყოს, აღარ ვშლი. --მიხეილ მიწერა 13:15, 16 მაისი 2012 (UTC)
წაიშალა გვერდი მომხმარებელი:Dixtosa. თუ რატომ, ზემოთ წერია. თუ ვინმე წინააღმდეგია, დაწეროს არგუმენტი. — G.G. 07:11, 20 მაისი 2012 (UTC)

ჰაჰა. სულ ასე იცით ხოლმე, ჯერ დაბლოკავთ რომ პასუხის გაცემის საშუალება აღარ ჰქონდეს და ასე "დაუსწრებლად" გამოიტანთ ხოლმე განაჩენს. ესაა კაი კაცობა და ადამიანობა. ქართველი კაცი ოდითგანვე ასე იქცეოდა, მაშ!. --93.186.211.251 15:44, 20 მაისი 2012 (UTC)

კაი კაცობაზე და ადამიანობაზე ისეთმა მელაპარაკოს, ვისაც ეს ღირსებები მართლა გააჩნია. --მიხეილ მიწერა 15:48, 20 მაისი 2012 (UTC)
მე დავწერე, 1. თუ ვინმე წინააღმდეგია, 2. დაწეროს არგუმენტი-მეთქი. ამ ანონიმის (თუმცა ყველა ვხვდებით, ვინც არის) კომენტარიდან კი მხოლოდ პირველია სავარაუდო. და ბოლოს + ვიკი-საზოგადოების (ყოველშემთხვევაში, მიხეილის (საკითხი წამოჭრა), სანდროს (დაბლოკა), ჯაბას (დაბლოკვას მხარი დაუჭირა), ჩემი (წავშალე პირადი გვერდი) და, პოტენციურად, ოთოჯის, გიორგი13-ისა და ცანგალას (დადებითი დახასიათება არცერთს არ მიუცია)) შეურაცხყოფა. — G.G. 16:12, 20 მაისი 2012 (UTC)


აბა თუ მიხვდები გვერდის წაშლაზე რომ ვთქვი ბოლო პოსტში. თორემ დაბლოკვაზე მე თანხმობაც გამოვაცხადე. ხო, ანონიმით არ ვაპირებ კამათს. --93.186.211.251 18:42, 20 მაისი 2012 (UTC)
მშვენიერი გადაწყვეტილებაა, აქ საკვებსაც შენი შრომით შოულობ და თავსაც შენით იჯილდოვებ, როგორც იქნა მიგიგვნია თაფლიანი სკისთვის ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 18:51, 20 მაისი 2012 (UTC)
refugee from hell, - ამაზე არ გაგეღიმა მაინც, მიშა ვიკრიჭები? — G.G. 05:56, 21 მაისი 2012 (UTC)

Leovizza

მოკლედ ასეთ არანორმალურ ადამიანს პირველად გადავეყარე. გადახეთეთ ჩემს განხილვის გვერდს. ასეთი ადამიანების ადგილი აქ არ არის. მე მივიღე გადაწყევეტილება 6 თვით დაბლოკვისა, შეიცვალა ვადა რატომ? მე მაინტერესებს რომელიმე ადმინი, რომ ასე ელანძღა მომხმარებელს 3 დღით დაბლოკავდა ადმინი მას?. რას ქვია ადმინებმა მიიღონ გადაწყვეტილება ერთობლივად. ეგებ ვიღაცას მიაჩნია, რომ 1 დღით უნდა დაიბლოკოს რა 1 დღით უნდა დავბლოკო. რა ხდება? აქ ადგილი აქვს წესების სერიოზულ დარღვევას. მეორე. სხვაგან ვიკიპედიებში ასეთ თავხედებს სამუდამოდ ბლოკავენ. მე კატეგორიულად მოვითხოვ აღდგეს ბლოკირების თარიღი 6 თვის ვადით. მე როგორც ადმინმა მივიღე ეს გადაწყვეტილება. ადმინსტრაციას ასე ლანძღავენ, შესაბამისად აბუჩად იგდებენ მას. ასე არ გამოვა ხალხო. ხოლო მე ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვარ. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა რაც მე აქ ვარ. ოღონდ არ იფიქროთ ცხელ გულზეა, თუ მაგდაგვარი. ჩემს თავს აბსოლუტურად ვაკონტროლებ.--ოთოჯი / მომწერე 20:56, 20 მაისი 2012 (UTC)

შინაარსობრივ განხილვაზე გადასვლამდე ყურადღებას გავამახვილებ ფორმალურ საკითხებზე:
უპირველესად უნდა ითქვას, რომ ექვსთვიანი ბლოკი ქართულ ვიკიპედიაში არ გამოიყენება ხშირად და გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე შმთხვევებში. რეგისტრირებულ და დიდი წვლილის მქონე მომხმარებლებს მხოლოდ ძალიან დიდი აუცილებლობის შემთხვევაში ვბლოკავთ და ისიც მცირე ხნით.
გარდა ამისა, როდესაც კონფლიქტი ხდება ადმინისტრატორსა და მომხმარებელს შორის, ამ კონკრეტულ ადმინისტრატორს არ აქვს მომხმარებლის წინააღმდეგ ბლოკის გამოყენების უფლება.
ახლა გადავიდეთ შინაარსობრივ მხარეზე:
გადავხედე ლეოვიზას განხილვის გვერდს, ოთოჯის განხილვის გვერდსა და მიხეილის განხილვის გვერდს. ლეოვიზას მხრიდან ნამდვილად იყო შეურაცხყოფა, რისთვისაც ბლოკს სამართლიანად ვთვლი. გარდა ამისა, ჩემი პირადი შეხედულებით, ლეოვიზას გაღიზიანება გამოიწვია ოთოჯის პირველმა წერილმა. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ოთოჯის მიერ პირველად იქნა გამოყენებული დამამცირებელი და ირონიული სიტყვები ლეოვიზას მიმართ (ციტატა: როდესაც ერთი მომხარებელი სტატიაზე მუშაობს, პარარელურ რეჟიმში მისი დაბინძურება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მიზანშეწონილი არ არის. ხოლო შენი საქციელი შეგნებულად პროვოკაციულია, მაგრამ მეცინება ამაზე. უშეცდომო არავინაა. ასე გააგრძელე. აბა წარმატებები). მიმაჩნია, რომ ლეოვიზას მიერ გაუმართაობის მიმანიშნებელი თარგის ჩასმა სტატიაში არ უნდა გამხდარიყო ასეთი მიმართვის წინაპირობა (ამ ორ მომხმარებელს ადრეც ჰქონია რაიმე კამათი?). ლეოვიზას თვალით რომ შევხედოთ საკითხს, მხოლოდ იმის გამო, რომ თარგი ჩასვა, ნებისმიერ ჩვენგანს ეწყინებოდა ასეთი მომართვა ოთოჯისაგან. ლეოვიზას თავდაპირველ მოქმედებებში მე პროვოკაცია ვერ დავინახე: საერთოდ არ ევალება მომხმარებელს, იცოდეს სხვა მომხმარებლის მუშაობის სტილი. რა თქმა უნდა არაა სასურველი, რომ დამუშავების პროცესში მყოფ სტატიაში სხვის მიერ მოხდეს რედაქტირება, მაგრამ ოთოჯის რეაქცია აქ არაადეკვატური იყო; როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, პროვოკაცია, თუმცა ალბათ შეუგნებელი, მე ოთოჯისგან უფრო დავინახე.
განხილვის განვითარებაში ორივე მომხმარებელი აყენებდა ერთმანეთს შეურაცხყოფებს, თუმცა ლეოვიზას უკანასკნელი წერილი მართლაც ზედმეტად შეურაცხმყოფელი იყო და არაადეკვატური. ასეთი წერილისათვის მე დავბლოკავდი ერთი კვირით, თუმცა, რადგან პირველი დამამცირებელი წერილი ეკუთვნოდა ოთოჯის, სამდღიანი ბლოკი სრულიად სამართლიანი მგონია.
გმადლობთ წაკითხვისათვის, Deu. 04:33, 21 მაისი 2012 (UTC)


დათო, როდესაც ადამიანი ფორუმზე ღიად წერს სხვაზე არანორმალურიაო, ეს შეურაცხმყოფელი არ არის? რატომ მას არ დაადებთ ბლოკს მომხმარებლის შეურაცხყოფისათვის? დიახ, მე უთხარი, რომ არანორმალურია და შიზოფრენია სჭირს, და სრულიად გასაგებია რამაც მიბიძგა ამ სიტყვების თქმისაკენ. მან კი საჯაროდ დაიწყო ჩემი ლანძღვა და ძალიან მაინტერესებს: ადმინისტრატორებს ეპატიებათ მომხმარებელს არანორმალური უწოდონ? რატომ თვითონ ეგ ადამიანი არ დაიბლოკება? თუ ცალმხრივია ეტიკეტის სტანდარტი ვიკიში? Leovizza
სიმართლე ვთქვათ: ეხსომებათ, ალბათ, მე ორივესთან მქონდა გარკვეული სახის კამათი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) და, გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ ოთო ზედმეტად ფიცხია (რაზეც აქაც ვურჩიე), ხოლო ლევანი - ჯიუტი. სწორედ ამიტომ, ბუზისგან გამოვიდა სპილო. არცერთი არ არის დადებითი თვისება, მაგრამ ამის გამო მე არცერთი მომხმარებელი არ დამიბლოკავს. ლევანის ბლოკირება გაუმართლებლად მიმაჩნია, რადგან პირველად სწორედ ოთომ დაწერა დამამცირებელი და ირონიული სიტყვები ლევანის მიმართ, რასაც მოყვა შემდგომ ლევანის მხრიდანაც შეურაცხმყოფელი სიტყვები (სიჯიუტე დაახვედრა სიფიცხეს, შეიძლება, ასეც ითქვას). რომელმაც მხოლოდ წმენდის თარგი ჩასვა სტატიაში, რომლის ამოღებასაც მხოლოდ წამები სჭირდებოდა და ეს ამხელა განხილვაც არ აგორდებოდა. ოთომ, როგორც აღვნიშნე, ზედმეტი სიფიცხე გამოიჩინა. და ის ფაქტი, რომ ადმინისტრატორია, არაფერს ნიშნავს ამ შემთხვევაში (ადმინები „უფროსები“ არ არიან აქ). დანარჩენში დათოს ვეთანხმები. — G.G. 06:19, 21 მაისი 2012 (UTC)
მე კიდევ ერთხელ მოვითხოვ ყველასაგან, რომ ჯეროვანი შეფასება მიეცეს ორივე ჩვენგანის საქციელს. რატომ მეკრძალება მ ხ ო ლ ო დ მე ვინმეს აუგად ხსენება (და ყველამ იცის რა მიზეზით: როცა ადამიანი პროვოკაციაზე მოდის, ძნელია საკადრისი პასუხი არ დაუბრუნო) და რატომ არ ისჯება ადმინისტრატორი ოთოჯი ჩემი მიზანმიმართული დისკრედიტაციისათვის? ამ კითხვას სრული სერიოზულობით ვუსვამ ყველა ვიკიპედიელს. გადახედეთ მისსავე განხილვის გვერდს, გადახედეთ მიხეილის განხილვის გვერდს და ნახავთ რა სიტყვებით მიხსენიებს, ეს არამხოლოდ ვიკიპედიელის, არამედ ადამიანის პირადი შეურაცხყოფაა! ამის გამო, მისნაირს ბლოკი კი არ უნდა დაადო, ცხვირ-პირი უნდა გაუერთიანო! (დარწმუნებული ვარ ამაში ყველა მეთანხმებით, რომც არ დამიდასტუროთ აქ წერილობით), მაგრამ დავუბრუნდეთ არსებითს: ოთოჯი მაყენებს შეურაცხყოფას და ამაზე პასუხს არავინ სთხოვს ამ ადამიანს! მე ვკითხულობ: რატომ? აიტიშნიკმა აღნიშნა და მეც ვეთანხმები: ადმინობა უფროსობას არ ნიშნავს, ეს ასეც რომ იყოს და მართლა ვინმეს უფროსი იყოს (როგორც თავი ჰგონია) ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმის უფლებას რატომ აძლევთ? უმოქმედობა ხომ იგივე თანადგომაა დანაშაულში? განგიმარტავთ: როცა კითხულობთ მის მიერ დაწერილ სალანძღავ სიტყვებს ჩემს მიმართ, რატომღაც არავის უჩნდება სურვილი შენიშვნა მისცეს და უთხრას, რომ ადამიანის ლანძღვა არ შეიძლება, და რომ ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება არამხოლოდ ლეოვიზზას, არამედ მასაც ეკრძალება... ადამიანმა გამოიყენა ის უფლებამოსილება, (ტექნიკური საშუალების სახით) რომლის გამოყენების უფლებაც მას არ ჰქონდა! მე არ ჩამიდენია რაიმე ვანდალური, მეტიც მე პირველს არ დამიწყია შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოთქმა, ვინ დაიწყო და როგორი ხერხით, ეს საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩანს. მე კიდევ ერთხელ ვკითხულობ, ადმინის უფლებების გადამეტების გამო რატომ თავად არ დაისჯება ეს ადამიანი, მით უმეტეს, რომ ჩემს მიზაზნმიმართულ ლანძღვას ღიად და აშკარად აგრძელებს. Leovizza
ლეოვიზას სამდღიანი ბლოკი გამართლებულია, ჩემი აზრით, სწორედ მისი სიჯიუტის გამო — რა თქმა უნდა, ძნელია დაავალდებულო ვინმე, არ აჰყვეს პროვოკაციას, მაგრამ „თავდაცვითი შეურაცხყოფა“, თანაც ასეთი ძლიერი, ნამდვილად არ უნდა იყოს გასამართლებელი საბუთი.
რაც შეეხება ოთოჯის, მეც მგონია, რომ მისთვისაც სამართლიანი იქნებოდა რამე სანქცია — ადმინისტრატორის დაბლოკვა რაიმე ტექნიკურ შეზღუდვებს გამოიწვევს? Deu. 07:29, 21 მაისი 2012 (UTC)
დიდი წვლილის ადამიანს არ აქვს უფლება იმისა, რომ მომხარებელი ლანძღოს ბოლო სიტვებით.
ვიკიციტატა
„ამ კონკრეტულ ადმინისტრატორს არ აქვს მომხმარებლის წინააღმდეგ ბლოკის გამოყენების უფლება“
(მაჩვენეთ ეგ წესი ქართულ ვიკიპედიაში)

კიბატონო შეიძლება გადავაჭარბე პირველ წერილში, მაგრამ მისი მხრიდან როგორი ხასიათის წერილები მივიღე ნათლად გამოჩნდა ჩემს განხილვის გვერდზე. და ხაზს ვუსმევ აგრძელებს ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას. თუკი ადამიანს არ ესმის, რომ არღვევს ელემენტარულად ეტიკეტს როგორღა უნდა აუხსნა ამის შესახებ. არაერთხელ გავაფრთხილე ამის შესახებ, რომ ვიკიპედია ქუჩა არ არის. ერთმა ადმინისტრატორმა თუ ვერ დაინახა, პროვოკაცია ჩემს მიმართ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასე არ იყო.

ვიკიციტატა
„ადმინები „უფროსები“ არ არიან აქ“
(და ვინ თქვა რომ არიან. მე ვთქვი ამის შესახებ სადმე?)
.

ყველანი ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს გრძობები. როდესაც ასე გაყენებენ შეურაცხყოფას და პლუს აფრთხილებ ამის შესახებ, და მაინც აგრძელებს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა, რომ შეაჩერო მომხმარებელი რაიმე გზით. მაგრამ ლეოვიზას მეტი მოუვიდა. და აგრძელებს ამ მართლაც უსუსურ წერილებს ჩემს მიმართ. ახლა როგორ მოვიქცეთ, დიდხანს ვათვალიერო მისი დაბალი დონის წერილები?. რაც შეეხება თარგს. რა რას ქვია ერთი წამი სჭირდებოდა ამოღებას?. აქ წამებზე არ არის საუბარი და ამოღებაზე. აქ მოქმედებაა ცენტრში. როდესაც საჭირო არ არის, თარგი არ უნდა გამოიყენო. კიდევ ერთხელ ვამბობ. შალვა ცინცაძე - ეს არის ჩემს მიერ შექმნილი გვერდი ვიკიპედიში, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო 1 წუთში ვერ დავამთავრე. და უნდა ვაცადოთ ერთმანეთს მუშაობა. თორე ასე თუ წავიდა საქმე და თუკი ჩავუსაფრთიდ ერთიემორეს სტატიებში ასე არ გამოვა თანამშრომლობა. შეიძლება გადავაჭარბე, მაგრამ ლეოვიზამ თავის თავს რისი უფლებაც მისცა ეს დაუშვებელია. ასე არ იქცევიან. შეურაცხყოფა თუ მივაყენე პირველ წერილში აქ უსამართლო არც არაფერი არ იყო, შეიძლება გადაჭარბებული, მაგრამ არაუსაფუძვლო. ხოლო მის მიერ გაგრძელებული პანიკური წერილები, აი ეს კი მართლაც ზედმეტია და უსაფუძვლოა. კიდევ ერთხელ ვამბობ. ლეოვიზა შეწყვიტე ამდაგვარი წერილების გამოგზავნა. დამიჯერე შენ ურო გამცირებს ეგ წერილები ვიდრე მე. მაგრამ ლეოვიზა თუ აღიარებს, რომ ზედმეტი მოუვიდა?, საინტერესოა.--ოთოჯი / მომწერე 07:33, 21 მაისი 2012 (UTC)

ლეოვიზა რომ დაიბლოკა სწორედ იმის გამო, რომ შენ "ცოტა" ზედმეტი მოგივიდა, ამას თუ აცნობიერებ? :( ამაშია საქმე. Deu. 07:38, 21 მაისი 2012 (UTC)
იმაშია საქმე, როდესაც არასამრთლიანად იყენებენ თარგს იქ სადაც არ არის საჭირო მისი გამოყენება. მაშინ შეგბრუნებ კითხვას, ის თარგი, რომ არ ჩაესვა საერთოდ არ იქნებოდა ჩემი წერილიც. ხო ასეა. ის რაც იყო იყო. ფაქტი, ერთია. ზედმეტი ვის მოივუდა აჯობებს კარგად წაიკითხო და ობიექტური შეფაება მისცე გარემოებას. რაც შეეხება ბლოკს. შენ არ წყივატავ მხოლოდ. თუ ვიკიპედიელთა უმრავლესობას მიაჩნია. პირველი მე ვიტყვი დამბლოკეთ"თქო. მე არ მაქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით :)--ოთოჯი / მომწერე 07:46, 21 მაისი 2012 (UTC)
თუკი ჩემს ობიექტურობაში ეჭვი გეპარება, გეტყვი, რომ შენთან გაცილებით უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს, ვიდრე ლევანთან ;). რაც შეეხება თარგის არასამართლიანად გამოყენებას, ეს არასამართლიანი კი არა შეცდომა იყო, რომელსაც არ სჭირდებოდა ის წერილი, რაც შენ გაუგზავნე ლევანს. ჩემი აზრი ხომ ნათელია უკვე, სხვებმაც თქვან. Deu. 08:07, 21 მაისი 2012 (UTC)
ხო მაგრამ ეს ისეთი მომენტია, როდესაც არ იცი ვინ როგორ მოიქცევა. შეცდომა, რომ იყო სწორედ ამ შეცდომას მოჰყავა ამხელა ამბავი. შეცდომაო, რომ ამბობ, იმან ჩაიდინა შევნიშნავ პირველმა. მერე მე ჩავიდინე შეცდომა, რომ გადაჭარბებულად მივწრე. უშეცდომო არავინაა, არც შენ ხარ გამონაკლისი. კიდევ ერთხელ ვამბობ, გადავაჭარბე, მაგრამ ის რაც მან იკადრა ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება. ამასაც თუ აცნობიერებს ვიკისაზოგაოდება კარგია. შენ ახლა ისე მადანაშაულებ თითქოს სასამრთლოში ვიყო და განაჩენი გამოგავს. დათო მასე არაა.ვიღიმი--ოთოჯი / მომწერე 08:14, 21 მაისი 2012 (UTC)
აიტიშნიკს რაც შეეხება. გიორგი არა მარტო ჩემთვის არამედ სხვებისთვისაც მისაბაძი ვიკიპედიელია. მაგრამ, რომ ამბობს, რომ ცუდი თვისება აქვსო. გიო უნაკლო ხომ არავინ არ ვართ ამ ცხოვრებაში. ამიტომ არ არის სწორი შენი მხრიდან, რომ ჩემს მინუსებზე ასე ხმამაღლა საუბრობ. პ.ს. შენთან კამათი როდის მომივიდა, რაღაც აღარ მახსოვს.ვიღიმი. ერთიც. ეტიკეტი ყველა ვიკიპედიელმა უნდა დაიცვას შეძლებისდაგვარად, და ასე არ უნდა ილანძღებოდეს. ამაში ვერავინ ვერ შემედავებით. რაც შეეხება ჩემს კონფლიქტურობას. ჩემი მთავარი ინტერესი მიმართულია ვიკიპედიის განვითარებისაკენ, წინსვლისაკენ და არა კონფლიქტების წარმოშობითა და სხვ. საკითხებისაკენ. კონფლიქტები ჩემს შემთხვევაში ასე აღმოცენდება, ხოლმე გარემოებებიდან გამომდინარე. ხოლო ვისაც ეჭვი ეპარება ჩემში როგორც ვიკიპედიელის, არ მიყვარს ამის თქმა მაგრამ მომიწევს. გადახეთ რა გამიკეთებია ვიკიპედიაში, რამდენი კარგი და რამდენი ცუდი და შეკარით ერთმანეთში. ხოლო სიმართლე გინდათ? ლეოვიზამ იმ თავისი ქმედებით თარგის ჩასმით უბრალოდ "მიკბინა" და "გამაღიზიანა", შესაბამისად პროვოკაციაზე წამომაგო. ასობით სტატია გამიკეთებია ჯერ თავში არავის არ მოსვლია, რომ რედაქტირების პროცესში თარგი უნდა ჩაესვა. სამაგიეროდ თავში მოუვიდა ლეოვიზას, რომელმაც თარგი ასე უბრალოდ ჩასვა. ხოლო სტატიის ბედ-იღბალი, რომ აინტერესებდეს -ს გადააკეთებდა და მორჩებოდა.--ოთოჯი / მომწერე 08:34, 21 მაისი 2012 (UTC)

ოთო, მე საწყენად არ მითქვამს რაც ვთქვი. და მარტო შენს მინუსებზე არ მისაუბრია. უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე. თუ არ გახსოვს, ჩვენ რაზე მოგვივიდა „კამათი“, გვერდი ვერ ვიპოვე, მაგრამ მაშინ შენ ვიკიდან წასვლაც კი დააპირე. იქნებ დათოს (Deu) ახსოვდეს, მანაც მიიღო იმ განხილვაში მონაწილეობა ვიპოვე. (ეს ლევანთან). არც ლევანი გამიმართლებია, მანაც მოგაყენა შეურაცხოფა დავის მსვლელობისას. თუ ლევანმა, როგორც შენ ამბობ, "გიკბინა" და "გაგაღიზიანა", შენ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, როგორც ადმინს, და, შესაბამისად, პროვოკაციაზე არ უნდა წამოგებულიყავი. სულ ესაა.— G.G. 13:58, 21 მაისი 2012 (UTC) 14:12, 21 მაისი 2012 (UTC)

აა, მაგაზე ამბობ. აღარ მახსოვდა. მე და შენ იქ რეალურად არც კი გვიკამათია. მე და ჰენრის მოგვივიდა მანდ კამათი, შენ რა შუაში ხარ. კარგი ამას თავი დავანებოთ. ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეცდომას, რასაც მე არ ვუარყოფ. მაგრამ ჩემი განხილვის გვერდი შეტყობინებებისა და ამა თუ იმ საკითხის ცივილური განხილვის საშუალებაა. ისევე როგორც სხვებისა. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი ასეთი სიტყვებით ილანძღება რამენაირად უნდა შეაჩერო. უბრალოდ ლეოვიზას მხრიდან ძალიან ბევრი დარღევა წამოვიდა. არასწორად გამოყენებული მომხმარებლის განხილვის გვერდი, ზოგადად ვიკიპედიის წესების დარღვევა, გაუთავებელი შეურაცხყოფა. ხოლო მივმართავ ლეოვიზას შეწყვიტოს შერაცხყოფების მიყენება. საკმარისია. ისედაც ორივემ გადავაჭარბედ, ასე რომ ახლა ადამიანიური ენით მოგმართავ შეწყვიტო შერაცხყოფების მიყენება და შეუდექი ვიკიპედიაში მუშაობას. თუ ჩემთან გინდა რაიმე საკითხის გადაჭრა გადავჭრათ ცივილურ გზით და არა ქუჩური ტერმინოლოგიით. იყო ჩემი მხრიდან შეცდომა, იყო ასევე შენი მხრიდანაც. გვეყოს ორივეს.! მე ვაღიარებ ჩემს შეცდომას, საინტეროსოა აღიარებს თუ არა ამას ლეოვიზა. --ოთოჯი / მომწერე 17:54, 21 მაისი 2012 (UTC)
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვიკიპედიის მომხმარებლები (ვგულისხმობ აქტიურებს) ისეთი ცოტანი ვართ არც დაბლოკვა გვინდა მათი და არც შეურცხყოფა. ამ ორი ფაქტორის გარეშე ერთმანეთთან გამოვნახოთ საერთო ენა - რაც საბოლოოდ ვიკიპედიას წაადგება. ეს არის ჩვენი მიზანი.--ცანგალა () 09:33, 22 მაისი 2012 (UTC)

100 %-ით ვეთანხმები ცანგალას და ერთს დავამატებდი, მერე არ გეწყინოთ თუ დაგცინებთ ვინმე აქტიურ მომხმარებელთა 100 % ადმინისტრატორიაო. --ჯაბა ლაბაძე 10:46, 22 მაისი 2012 (UTC)

ბოლო ორი ადამიანის კომენტარია ჩემთვის მისაღები. მოდი პირველ რიგში ადამიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და მერე ადმინისტრატორები და მომხმარებლები :). ძალიან ხშირად ვკიცხავთ ერთმანეთს უმნიშვნელო მიზეზების გამო, რაც მთლიანობაში ისევ ვიკიპედიას აზარალებს. აქტიურ რედაქტორები თუ ერთმანეთს არ მოვუფრთხილდებით ისედაც მცირე რაოდენობიდან საერთოდ აღარავის დარჩება. ფაქტია რომ უმნიშვნელო შეცდომაზე ან პატარა უზუსტობაზე ხშირ შემთხვევაში ადამიანი უზარმაზარ აგრესიას და შეტევას გრძნობს, პირველ რიგში ამას უნდა მოვერიდოთ. მოექეცით ისე სხვებს როგორც გინდათ მოგექცნენ შენ, სანამ რამეს დაწერთ ჯერ დაფიქრდით თქვენთვის რომ მოეწერათ იგივე რა რეაქცია გექნებოდათ. ეს არაა ადგილი თვით გამოხატულების და თვით დამკვიდრებისთვის. ეს უფრო უსახელო მებრძოლების ადგილია. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!!!!!!! --- --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:37, 22 მაისი 2012 (UTC)

Dixtosa

მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ყურადღება მინდა გავამახვილო იმ პროვოკაციულ ქმედებებზე, რომელსაც დიქსტოსას მხრიდან ქონდა ადგილი. პირად მე და ალბათ სხვებიც აღარ აპირებენ დიქსტოსასნაირი მომხარებლის ატანას. ეს ადამიანი არ არის ადეკვატურ მდგომარეობაში. მისი მოქმედება ხელს უშლის სხვებს ვიკიპედიაში მუშაობასას. მაგ., მე. ამასთანავე გამუდმებული არშიყობა, სიტყვებით თამაში, უზრდელობა შესაბამისად ეტიკეტის უხეში დარღვევა. ანუ პირდაპირ აქვს ადგილი არშიყობას. შეურაცხყოფას. ეს ადამიანი არაერთხელ იყო დაბლოკილი სხვადასხვა დროს. მე პირადად საჭიროდ ჩავთვალე მისი დაბლოკვა 6 თვით. თუკი ჩემი კოლეგები თვლიან, რომ ბლოკი ხანგრძლივია ან საერთოდ უსამართლოა მოდით ჯერ განვიხილოთ მისი დაბლოკვის ისტორიაც და ბევრი სხვა საკითხიც. ვიკიპედიელები ძალზე ცუდად აფასებენ მას. იგი არაერთხელ იყო შემჩნეული წესების დარღვევაში და პირადად მე მიმაჩნია, რომ იგი ვიკიპედიისთვის საშიში მომხარებელია. მისმა მოწოდებებმა და საერთოდ ქმედებებმა შესაძლოა სხვებს შეუშალოს ხელი ვიკიპედიაში მუშაობისას. ანუ ეს ყველაფერი დაგვროვდა ერთ დიდ მუჭად. მწყინს ძალიან საერთოდ მომხარებლების დაბლოკვა მაგრამ საერთოდ მთელი ვიკიპედიის ასე აბუჩად აგდება ეს - არნახულია. დაბოლოს, აქ ჩემში არ არის საქმე, აქ სხვა საკითხია, კერძოდ ის, რომ იგი ცდილობს ყველა მწყობრიდან გამოიყვანოს და ყველას დასცინოს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე!!!--ოთოჯი / მომწერე 17:50, 3 ივლისი 2012 (UTC)

მდა. ეს რა იცით ხოლმე რა. არ შეგიძლიათ განხილვები დაბლოკვამდე ჩაატაროთ? მარა კაი არაუშავს. მილიონ პრობლემას კიდევ ერთი არაფერს ცვლის. პ.ს. დარწმუნებული ხარ რომ იცი არშიყობა რას ნიშნავს? მე პედერასტი არ ვარ :დ--93.186.211.251 18:00, 3 ივლისი 2012 (UTC)

რისამე ზემოქმედების ქვეშ ხომ არ ხარ? გთხოვ აზრზე მოდი და გაანალიზე ყოველივე ის რასაც შენ აკეთებ საერთოდ ვიკიპედიის წინაშე. ადამიანო დაანებე ჩემს განხილვას თავი, ერთხელ და სამუდამოდ!--ოთოჯი / მომწერე 18:06, 3 ივლისი 2012 (UTC)

ვიკიპედიაში მუშაობის სურვილიც კი აღარ მაქვს--ოთოჯი / მომწერე 18:14, 3 ივლისი 2012 (UTC)
ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გამოსავალი Dixtosa-სთვის Otogi-სთვის მიწერის აკრძალვაა ხანგრძლივი ბლოკირების მუქარით. „ვიკიპედიაში“ მუშაობის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მთავარია მისი მუშაობა კონსტრუქციული იყოს, ემსახურებოდეს მთავარ მზიანს - ენციკლოპედიის შექმნას. ამ ეტაპზე Dixtosa-სგან მე ენციკლოპედიაზე მუშაობის სურვილს ვერ ვხედავ.--Melberg; 18:22, 3 ივლისი 2012 (UTC)
პირადად მე, როგორვ ადმინისტრატორი და ბიუროკრატი, აღარ ვაპირებ ამ მომხმარებლის თავხედობის ატანას სრულიად ქართული ვიკიპედიის მიმართ! ვბლოკავ 6 თვით. იმედია ეს დრო ეყოფა გონზე მოსასვლელად. — მიხეილ მიწერა 20:20, 3 ივლისი 2012 (UTC)
უკაცრავად, მადლობა ოთოს, რომ ეს პროცედურა უკვე აურიდებია ჩემთვის, თქვენის ნებართვით, მე ახლა ამ IP მისამართსაც დავუბლოკავ. — მიხეილ მიწერა 20:23, 3 ივლისი 2012 (UTC)

გილოცავთ ვიკიპედიელნო, პარაზიტი ამოძირკვულია საკმაოდ დიდი ხნით, შეგვიძლია მშვიდად ვიმუშაოთ. — მიხეილ მიწერა 20:27, 3 ივლისი 2012 (UTC)

გულწრფელად მეცოდებით. ძალუმ, ძალუმ მეცოდებით. განსაკუთრებით მიხეილ შენ (სასაცილოდ ლაპარაკობ მართლა :/. ეს ბოლო ორი მარგალიტი იყო). პრინციპში ვიკიპედია და ვიქსიკონი მეცოდება ასეთი საწყალობელი ადამიანების ხელში. ეხ საბოლოოდ ჩამაქნევინეთ ხელი. ფუ გიხაროდენ მართლა!. უსამართლობამ, უნიათობამ, უუნარობამ, უაზრობამ, არალოგიკურობამ, ჯიბრმა, ზიზღმა, ბოღმამ და ინვალიდობამ(მენტალურმა) გაიმარჯვა! ეს გინდოდათ ხო? მიიღეთ. შეესიეთ დატკბით. ამის მერე ჩემი სტატიებიც მკიდია, თქვენიც და თქვენც (არ ეხება ზოგიერთს). კვლავ, გიხაროდეთ ბოლო წერილი დიქსტოსასგან :/--93.186.211.253 21:34, 3 ივლისი 2012 (UTC)
შეიცოდე თავი შენი, უბრძენესო და უჭკვიანესო, სადაც შენი დაიკვეხო, იქ ჩვენიც თან დააყოლე, წარმატებებს გისურვებ, ოღონდ არა ვიკიპედიაში, სადაც გაგივა, იქ ვიღიმიმიხეილ მიწერა 22:33, 3 ივლისი 2012 (UTC)
ასეთი მიდგომით შენ კიდევ ერთხელ ამტკიცებ, რომ არ გაქვს არანაირი სურვილი აქ ყოფნისა. ცდილობ მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო და ეს არ გამოგდის. ვიკიპედიაში რატომ უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვებს შეუშალონ ხელი. რატომ უნდა იყოს ვინმე ისეთი, რომ მაგ., მე და ჩემ კოლეგებს ხელს უშლიდეს აქ მუშაობაში. ეს დაუშვებელია და ჩემთვის გაუგებარი!!!. ვიკიპედიაში მომხარებლის განხილვის გვერდი ეს არის ურთიერთობის ნორმალური საშუალება და არა აბუჩად აგდების ადგილი. ამასთანავე შევნიშნავ, რომ შეგნებულად და პროვოკაციულად მოქმედება და სხვებისთვის განგებ ნერვების მოშლა Dixtosa-სთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა აქ. ეს არ არის ლამაზი. როდემდე შეიძლება ასე!--ოთოჯი / მომწერე 10:41, 4 ივლისი 2012 (UTC)