სიმონ კინწურაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კინწურაშვილი.
სიმონ კინწურაშვილი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი სიმონ შალვას ძე კინწურაშვილი
დაბ. თარიღი 6 ნოემბერი, 1924
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 23 დეკემბერი, 1993 (69 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
ჯილდოები

საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980)

საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში (1993)

სიმონ კინწურაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1924, ქუთაისი — გ. 23 დეკემბერი, 1993, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმონ შალვას ძე კინწურაშვილი დაიბადა 1924 წელს ქუთაისში. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 1951–1953 წლებში მუშაობდა „თბილქალაქპროექტის“ არქიტექტორად, 1953–1962 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1962–1980 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1970 წლიდან გარდაცვალბამდე — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურული პროექტების კათედრის დოცენტი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგედ. ავტორია გეგმარებითი პროექტების, სტატიების, გამოფენებისა და სხვა. გარდაიცვალა 1993 წელს თბილისში.

სიმონ კინწურაშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ძველი ქუჩა“ (1981; რეჟ. მ. გაგუა).

მიღებული აქვს „საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ წოდება (1980) და „საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია“ (1993) მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.[1][2]

1947 წლიდან 1991 წლამდე, სანამ დაიშლებოდა სსრკ-ის კომუნისტური პარტია, კინწურაშვილი იყო პარტიის წევრი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმონ კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), ვახტანგ დოლიძე, უშანგი სიდამონიძე, გიორგი ცქიტიშვილი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., თბ.: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, 1990.
  • სიმონ კინწურაშვილი, ელგუჯა ამაშუკელი : შემოქმედება, საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნა ხალხს“,, თბ., 1984.
  • სიმონ კინწურაშვილი, ალექსი მიმინოშვილი : ქართველი ხუროთმოძღვარის დაბადების 60 წლისთავის გამო, თბ., 1974.
  • სიმონ კინწურაშვილი, კონსტანტინე ჩხეიძე : ქართველი ხუროთმოძღვარი, თბ., 1974.
  • ოთარ ტყეშელაშვილი, სიმონ კინწურაშვილი, თბილისი, თბ., 1971.
  • თეიმურაზ კანდელაკი, სიმონ კინწურაშვილი, საქართველოს კურორტების მომავალი // საბჭოთა ხელოვნება, თბ., 1967, № 1.
  • მერი კარბელაშვილი, სიმონ კინწურაშვილი, ნოდარ ჯანბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, თბ., 1958.
  • Нодар Джанберидзе, Симон Кинцурашвили Архитектура Советской Грузии. — М. – Тб., 1958.
  • Нодар Джанберидзе, Мери Карбелашвили, Симон Кинцурашвили Архитектура Тбилиси : Путеводитель. — Тб.: Сабчота Сакартвело, 1961.
  • Симон Кинцурашвили Архитектура Советской Грузии. — М., 1974.
  • სიმონ კინწურაშვილი, ლონგინოზ სუმბაძე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 604.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიმონ კინწურაშვილი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2023
  2. საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წგნ. 2, თბ.: მწიგნობარი, 2021. — გვ. 157.