შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:ფორუმი/უთანხმოება/არქივი/4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გაფრთხილებას საჭიროებს

[წყაროს რედაქტირება]
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

მეგობრებო ჩვენი ერთი კოლეგა აშკარად აგრესიულადაა განწყობილი ჩემს მიმართ და არ ერიდება დამცინავი ტერმინების როგორც თავად იძახის ირონიულად გამოყენებას. მე ვფიქრობ ჩვენმა კოლეგამ დაარღვია ეთიკის ნორმები და იმსახურებს გაფრთხილებას ამის მიხედვით. გთხოვთ გამახვილოთ ყურადრება, გაითვალისწინეთ მომხმარებელი დამწყებია და სათანადო ყურადღებას იმსახურებს მისი ქცევა. --ჯაბა ლაბაძე 16:47, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ერთი შეხედვით მართლაც მასე ჩანს, მაგრამ მე ეს პერიოდი ვერ ვარ აქტიური და ვერ ვადევნებ თვალ-ყურს მომხმარებლების ურთიერთობას. გთხოვთ აქტიურ ადმინისტრატორებს მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება... :) — GIO→13 17:07, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ. დამატებით იხილეთ ეს. --ჯაბა ლაბაძე 17:10, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ ამ სიტუაციაში რაიმე ქმედებისაგან, რათა უფრო არ გამწვავდეს სიტუაცია როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე. ორივეს მოგიწოდებთ, თუ ვერ ახერხებთ ერთმანეთთან ნორმალურ ურთიერთობას მაშინ იგნორირება გაუკეთოთ ერთმანეთის კომენტარებს--დათო1010 17:17, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

რა ხდება? მიჩაგრავთ ძმას? გადავხედე ყველაფერს და აღმოჩნდა, რომ აქ სხვა რამეს აქვს ადგილი. როდესაც სტატიას წერს ჩემი ძმა როგორც ახალბედა ვიკიპედიელი, ხაზს ვუსვამ ახალბედას, ორი აზრი არაა შეცდომები ექნება, თქვენი ვალდებულებაა ზომიერების ფარგლებში მოუწოდოთ კორექტულობისკენ, კირკიტისა და ჩივილის გარეშე, ან თუ ამას ვერ ახერხებთ, ან თუ ამის უნარი არ გაგაჩნიათ, დავითს დავეთანხმები და სჯობს იგნორი გავაკეთოთ ამაზე, იმედს ვიტოვებ, რომ გაითვალისწინებთ ჩემს ამ თხოვნას და არ დამიჩაგრავთ ჩემ ძმას. (არ გემუქრებით) წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი თხოვნის გაუთვალისწინებლად, მეც დავიწყებ კირკიტს და სხვის სტატიების გადამოწმებას. მე გიხდით ბოდიშს ჩემი ძმის შეცდომებისთვის და აუცილებლად ვუზრუნველყოფ მინიმალურზე დავიყვანო მისი შეცდომები, მოცალეობის ჟამს. მანამდე შეეცადეთ, რომ გამოიჩინოთ ნებისყოფა. პატივისცემით --ლაბაძე93 განხილვაწვლილი 18:07, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ ვიღიმი. სიტყვები „აჟიოტაჟი“, „პროვოკატორი“... რისთვის იქნა საერთოდ გამოყენებული, ვერ გავიგე : )). ასე ყველაფერზე ხომ არ შეიძლება ისე ადმინთდახმარების მოთხოვნა, ელემენტარული რამეა ეს და პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, ვერ ვხვდები რაზე ვილაპარაკო. კარგით რა მართლა, ახალბედას რომ ექნება შეცდომები, ეს ხომ დღესავით ნათელია. განსახილველი აქ არაფერია. Deu. 18:34, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

დეუ შეცდომები ყველას მოსდის (მეც – თანაც ამ ეტაპზეც) მაგრამ ყველა მასე არ ღიზიანდება, როგორც ეს მომხმარებელი, რომ ვერ ვხვდები რა აღიზიანებს იქნებ თქვენ გააგებინოთ. თან იქნებ პირდაპირ რომ აცხადებს ირონიულად მოგმართეო ესეც გააკონტროლოთ. --ჯაბა ლაბაძე 18:49, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ სამართლიანი თანადგომისათვის, მიშა ძმაო შენც დიდი მადლობა, თქვენი ეს მხარდაჭერა არის უდიდესი სტიმული ჩემთვის როგორც ახალბედა რედაქტორისათვის, რომ უფრო განავრცო ჩემო სფერო, გავამდიდრო ვიკიპედია. წინ ცოდნის ტაძრისაკენ! გავერთიანდეთ, კოლეგებო! დიდი მადლობა, პატივისცემით--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:01, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბექა, მგონი ვიკიპედიის არსი არასწორად გაიგე... ეს საბრძოლო მოედანი არ არის, რომ მეგობრების, კოლეგების და სხვათა თანადგომა და მხარდაჭერა გჭირდებოდეს... უფრო მეგობრულად, კოლეგიალურად მიუდექი საქმეს და შეცდომების მითითება, რომლებიც ყველას მოგვდის, მიიღე როგორც რჩევა კოლეგიალური... :) მადლობა, ვიცი რომ გამიგებ რისი თქმაც მინდოდა... — GIO→13 19:05, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]
LIKE-ების კორიანტელი გიორგის ვიღიმი. Deu. 19:17, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]


მგონი ეს სიტყვები ვინც განგაში ატეხა იმას უფრო ეკუთვნის, ვინც შეძრა ყველა აქტიური ვიკიპედიელი ერთი რაღაც სისულელისათვის, ვისაც ბოღმა ახრჩობს ალბათ რაღაცის მიმართ; ამაზე უკვე ყველაფერი ითქვა, დროა მივხედოთ იმ საქმეს რომელზედაც დავმდგარვართ, და აუცილებლად მივუთითოდ ერთმანეთს შენიშვნები აბსოლუტური კორექტულობის ფარგლებში, და არა ვიღაცის აკვიატებულ სიტყვაზე ვირბინოთ.--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:34, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ახლა ვაკეთებდი დახურვას და დათოსთან მოვყევი კონფლიქტში, მადლობა. ადგილი აქვს ვიკიპედიის რესურსების უსარგებლოდა ხარჯვას. მიხედეთ საქმეს და იყავით კორექტულნი, ორივე მხარე. — მიხეილ მიწერა 19:42, 24 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

შეამოწმეთ ეს მომხმარებლები

[წყაროს რედაქტირება]

Nera456 და ‎Neweditor26. ზედმეტად ერთნაირი ხელწერა აქვთ (განხილვებიდან შინაარსის ამოშლა). ორი ანგარიშით მოქმედება დაუშვებელია. მით უმეტეს, აქედან პირველი მომხმარებელი დაიბლოკა ვანდალიზმების გამო. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:34, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი ეგ მეტაზე უნდა მიწერო და ჩეკიუზერი შეამოწმებს--დათო1010 06:40, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, არ ვიცოდი, სად ხდებოდა ეგ პროცედურა. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:41, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

აქ--დათო1010 06:45, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
დამასწარი ჰენრი. მე თითქმის დარწმუნებული ვარმ რომ ერთი და იგივე ადამიანია. — მიხეილ მიწერა 08:45, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეც. IP იყო დასაბლოკი (2 კვირით, თუ რამდენითაც მიეცა ბლოკი). უბრალოდ ვერ გავიგე იქ მეტაზე სწორად როგორ უნდა გაკეთება, რა ინფორმაცია მივუთითო. და თან სექციას Steward requests ეწოდება და რას ნიშნავს, მხოლოდ სტიუარდებს შეუძლიათ IP-ების შემოწმებზე მოთხოვნის დატოვება? --Henry McClean განხილვაწვლილი 09:01, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი მე უკვე გავაკეთე მოთხოვნა, რომ შეამოწმონ. ეხლა დაველოდოთ პასუხს :)--დათო1010 09:04, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბარემ მიგეწერა, რომ მსგავსი ხელწერა იმით აქვს (გარდა ყველაფრისა), რომ განხილვებიდან შლის შინაარსს (საკუთარი და სტატიებისაც). მადლობა, მოკლედ. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 09:07, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

შესამოწმებლად რაც მივწერე ესეც ეყოფა ;)--დათო1010 09:10, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
კეთილი, მეგონა, ბევრს დეტალს ითხოვდნენ. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:11, 9 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
აჰა, კიდევ ერთი სხვა ანგარიშიც აღმოაჩნდა. სამივე მათგანი სამუდამოდ დავუბლოკე. — მიხეილ მიწერა 06:30, 12 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ასეთი შემთხვევები საბედნიეროდ იშვიათია, მაგრამ კარგია, რომ შევამჩნიეთ დროზე. აი ეს მესამე რომ ჰქონდა, კაი ხანია დარეგისტრირებული იყო. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:50, 12 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ ასვენებს მამა ზეციერი

[წყაროს რედაქტირება]
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

როგორმე იქნებ დავაშოშმინოთ. ვიკიპედიელებო გადახედეთ ჩემი განხილვის ისტორიას ობიექტურად და შესაბამისად შეაფასეთ. იხილეთ ეს --Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 17:53, 18 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნეიტრალური მომხმარებლისგან. პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, ნორმალური სათაური ჰქონოდა ამ სექციას (გამართული და ტოლერანტული). მეორე - მართლა ყელშია, უკაცრავად, ამოსული, ეს თქვენი კონფლიქტები (ახლა ცალ მხარეს უკვე 2 კაცი ჩაებით, 1-ს მაგივრად). მე ვთვლი (მაპატიეთ, მაგრამ ასე მიმაჩნია და ასე ჩანს გვერდიდან, პირადულად არ მიიღოთ), რომ ორივე მხარეს გაქვთ რაღაც პიროვნული მომენტები (თქვენც და ჯაბასაც, მით უმეტეს, ჯაბას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ სულ ვხედავ მის აქტიურობას ვიკიში და ყოველთვის ჩანდა, რომ ფეთქებადი ხასიათი აქვს), რის გამოც არ ცხრება ეს თქვენი კონფლიქტი. მით უმეტეს, სამწუხაროა, ვინაიდან მოგვარეები ხართ. ჯაბასაც და თქვენც (ორივეს) რაღაცის გამო მოგდით ეს ყველაფერი. თითქოს უნდა დასრულდეს ყველაფერი, მაგრამ მერე თავიდან იწყება. თანაც ვიკიპედიაში იოლია, არ მიაქციო რაღაცეებს ყურადღება. უბრალოდ ნუ შეიხედავ განხილვაში და დაელოდე არბიტრაჟს (ან რაც არის). მე მგონია, გვავიწყდება, რომ ენაზე მწარე რამ არ არსებობს ამ სამყაროში და ასეთი რაღაცეებით უბრალოდ ვიმძიმებთ ამა თუ იმ დღეს. ვერ დავიჯერებ, რომ ამის მერე მშვიდად იგრძნობს ადამიანი თავს - ასეთი საუბრების შემდეგ. მინიმუმ დასანანია ეს ყველაფერი. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:17, 18 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრაცია გადაწყვეტს ვინ ინქნება მტყუან-მართალი. ფეთქებადობას ხანდახან გაფრთხილება უნდა და ამ პიროვნებასთან მარტო ჩვენ არ მოგვსვლია კონფლიქტი. ადმინისტრაციის იმედს ვიტოვებ. საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა და თვალში ნუ მიიღებთ მარტო ჩვენ კონფლიქტს - ხაზს ვუსვამ მარტო ჩვენ კონფლიქტს. საკუთარ თავებს გამონაკლისად ნუ ჩათვლით. მადლობა ჰენრი შენი პოზიციის დაფიქსირებისათვის. რაც უფრო მეტი ნეიტრალური ადამიანი იქნება მით უკეთესი, პრობლემა უფრო მალე გადაწყდება, განხილვებით და შეგონებებით (ამ შემთხვევაში ) არაფერი გამოვა. შენ რაც დამიწერე ეგ მეც კარგად მესმის. სათაურს რაც შეეხება ძნელია ამ სიტუაციიდაან გამომდინარე სათაურზე იფიქრო თუ რა დაწერო როცა მთავარი პრობლემა გადასაჭრელია.--Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 18:32, 18 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ისეთი შთაბეჭდილება იმქნებოდა თავიდანვე თუნდაც ბექასთან მისი მიმოწერიდან, რომ ვიკიპედიის გარეთ რაღაც კამათს ჰქონდა ადგილი. ახლაც ეგეთი გრადუსი აქვს. თუ პირადი შეჯახება არ გქონდათ, მით უმეტეს უცნაურია ეს ყველაფერი. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:35, 18 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
სამივეს მხრიდან უკვე მართლა ზედმეტია და შესაბამისი გაფრთხილებაც მიეცა თითოეულ მათგანს. — მიხეილ მიწერა 21:03, 18 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი ვიკიპედიაში იმ მიზეზს ნუ ეძებ რის გამოც ეს ორი ადამიანი ვიკიპედიის გარეთ დამიპირისპირდა, აქ ამის ადგილი არაა (თუმცა მე ბექასთან არანაირი კამათი ცხოვრებაში არ მქონია). რაც შეეხება ამ პროვოკაციას, რომლის მზადების შესახებაც მე უკვე ვიცოდი და მივწერე კიდეც ერთ-ერთ ამათგანს. რა არის იცით ესენი ღიზიანდებიან ჩემს ცვლილებებზე რომელსაც ვუკეთებ მათ სტატიებს. ყველაფერი დაიწყო ჩემი ამ ცვლილების მერე. მითხარით რომელი თქვენგანი დატოვებდა ამ ტექსტს თავდაპირველი სახით? შემდეგ როგორც ამათ სჩვევიათ ჩემთან ბრძოლაში ჩაერთო მეორე მხარეც და დაწერა რეზიუმე, რომლის შესახებაც მივწრე ამ სექციის ავტორს. ადმინისტრაციამ ამ განხილვის შემდეგ საჭიროდ ჩათვალა წაეშალა ეს რეზიუმე, ანუ ადმინისტრაცია დამეთანხმა რომ რეზიუმე ბოღმის ამოსანთხევად არ გამოიყენება. შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები კარგად ხედავთ, ახდა ჩემი ნათქვამი რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. და ამ ყველაფრის ფონზე გაფრთხილებას მე რატომ ვიღებ არ მესმის (თუმცა ტრაგედიად არც ეს მეჩვენება). კიდევ ერთი: ბოლო დღეებში ამ ორი მომხმარებლის მხრიდან ჩემზე შემოტევა, რომ დაიწყებოდა დარწმუნებული ვიყავი. რატომ? ახლავე: გუშინ ხაშურელი ვიკიპედიელები შევიკრიბეთ გაცნობის მიზნით. ამ ორმა ადამიანმა თავისი საქციელის გამო უარი თქვეს იქ მოსვლაზე და თავისივე ნებით გაირიყეს თავი ჩვენგან. ბუნებრივია ემოციების დაცლა უნდა მომხდარიყო და ახალი პროვოკაციაც დადგეს. მინდა ყველა ადმინისტრატორმა კარგად იცოდეს: მე ვიღაცეების ემოციების მომძლავრების გამო არ ვიტყვი უარს ვიკიპედიის მთავარ პრინციპზე ვარედაქტირო სტატია და ვერც ამიკრძლავთ თუნდაც მათ სტატიებში შეცდომების გასწორებას. დღეს რომ მე ეს განხილვა დახურული დამხვედროდა მერწმუნეთ ამ პასუხს აღარ დავწერდი. ასე რომ მოგიწოდებთ ეს განხილვა დახუროთ და სხვა დროს როდესაც ამათგან გაღიზიანებას შევამჩნევ ეგრევე საქმის კურსში ჩაგაყენებთ, რადგან როგორც ჩანს ადმინისტრაცია არ ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. თუ მათი გაღიზიანება ჩემი მხრიდან ვიკიპედიის წესების დარღვევამ გამოიწვია, ეგრევე დამბლოკეთ გაფრთხილების გარეშე. --JABA 1977 03:17, 19 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრაცია არაა მორალური სასამართლო ანდა ქუჩური გარჩევის ორგანო. იმხელა კულტურა ყველას უნდა ჰქონდეს, რომ პირადი პრობლემები ვიკიპედიაში არ შემოჰქონდეს, მაგრამ თუკი შემოაქვს, ადმინისტრაციას ნურავინ დაავალდებულებს, შეასრულოს შუამავლის როლი ოჯახურ პრობლემებში! ყველაზე დიდ უზრდელობად მიმაჩნია, როდესაც სხვა ვიკიპედიელთათვის ყოვლად გაუგებარ პირად დაპირისპრებას აქცევ ფორუმში საჯარო განხილვის საგნად. ბევრს არ გავაგრძელებ, გაფრთხილება მიცემულია სამართლიანად. განხილვა იხურება. Deu. 07:36, 19 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ვინც ეს ბოლო 2-3 კვირა აქ იყო, კარგად იცის, რა ხდება ამ მომხმარებელთან დაკავშირებით. დავიწყოთ იმით, რომ არასტაბილური IP აქვს და სხვადასხვა IP-დან არედაქტირებდა. ძირითადად - თარიღებს სტატიებს. აქ უბრალოდ ჩამოვწერ შეჯამებას.

  • არედაქტირებდა საშინელი ენით (ერთადერთ წინადადებასაც რომ უყურადღებოდ წერდა).
  • ბრმად წერდა დაახლოებით ასე - 'ჰენრი-1', 'კარლ-3' და ა.შ. - ანუ მონარქთა სახელებს წერდა ისე, გეგონება, მონარქები კი არა, ტერმინატორის ახალი სერია გამოვიდა. მითითებების მიუხედავად, იგივეს აკეთებდა.
  • ინფორმაციას ამატებს კატეგორიის შემდეგ - მიუხედავად მითითებისა, მაინც განაგრძობს იგივეს.
  • ინფორმაციის დამატებისას შლის - კატეგორიებს, წყაროებს, ინტერნეტ-რესურსებს (ხშირ-ხშირად).
  • გარდა ამისა, არ ითვალისწინებს არაფერს, რასაც განხილვაში უწერენ (არ კითხულობს?)
  • დაარეგისტრირა მომხმარებელი:Demetre.laz., არედაქტირა. რაღაც არ მოეწონა (იმაზე ბევრი გაფრთხილება მიიღო), დაარეგისტრირა ახალი. დაბლოკეთ მაინც ძველი, რომ იმით აღარ წეროს.

მე და ჯაბას გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გამოსადეგი ადამიანია, მაგრამ არ უნდა არაფრის გაუმჯობესება. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ არსებულ სტატიასაც შლის ან თუ ახალს ქმნის - არც წყარო, არც კატეგორია. გამუდმებით კუდში უნდა სდიო.

რა თქმა უნდა, შეიძლება დაიბლოკოს კიდეც, გაფრთხილების სახით (IP-ზეც), მაგრამ ის IP ცვალებადი რომ აქვს? :/ რა უნდა მოუხერხო? --Henry McClean განხილვაწვლილი 16:48, 21 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დაბლოკვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ცვალებად IP-ს ვერაფერს მოვუხერხებთ, სანამ ეს ფაქტორი პროვაიდერების მხრიდან არ აღმოიფხვრება. ძირითადად მობილური ოპერატორების ინტერნეტს აქვს მოძრავი IP, მაგთიზე დანამდვილებით შემიძლია ეს ვთქვა, რადგან პირადადაც ხშირად ვიყენებ მის ინტერნეტს და შემიმოწმებია. — მიხეილ მიწერა 16:53, 21 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
კი, მაგთის აქვს ეგ პრობლემა, რაც ჩვენ ანონიმი სკოლის მოსწავლეები გვყავს გაფრთხილებული - აშკარად ყველა მაგთიდან შემოდიოდა. მომხმარებელი მაინც დაბლოკე, მეორე, უფრო სწორად, წინა (Demetre.laz.), ორი ანგარიშით მოქმედება რომ არ გამოვიდეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:55, 21 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დაიბლოკამიხეილ მიწერა 17:32, 21 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ამ ადამიანის ცინიზმა ზღვარს გადააჭარბა! ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ აზრი ფააფიქსიროს, ესე არ შეიძლება, სხვათა ნამუშევრების აბუჩად აგდება, წაშლა, მომხმარებლის სახელის დამახინჯება განგებ, მისი საქმიანობა არის ვანდალიზმის ტოლფასი. ახლა ბლოკირების ვადაზე ვფიქრობ. არ ვარ წინააღმდეგი, რომ სამუდამოდ დაიბლოკოს. როდესაც მომხმარებელს ესმის, რომ მისი საქმიანობა არის ვანდალიზმი და ამას კვლავ სჩადის აი ამისთვის უფრო დასაბლოკია ხანგრძლივად, განსხვავებით ისეთი მომხარებლებისაგან, რომლებსაც არ ესმით რას სჩადიან. - ოთოჯი განხილვა 19:32, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე კიდევ ვთვლი, რომ მისი დღევანდელი ქმედება ცინიკური საქციელია, იმ რეზიუმეს გამო, რომელიც მან სტატიას გაუკეთა. წყარო არ არის მითითებულიო, გეგონება თავად ყველა თავის ამაზრზენ რედაქტირებას წყაროს უთითებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:40, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიაში იყვნენ მსგავსი ტიპის მომხმარებლები (გახსოვთ), რომლებმაც ვანდალური საქმიანობის გამო სამუდამოდ/ხანგრძლივად გამოჰკრეს ბლოკს ხელი. ასე თუ გააგრძელებს ამასაც იგივე ბედი ელევა. სითავხედეა ეს მეტი არაფერი!. ბოლო გაფრთხილება უკვე მივეცი. - ოთოჯი განხილვა 19:49, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ცინიზმის კიდევ ერთი გამოვლინება და ესევე სამუდამო ბლოკი! — Mikheil მიწერა 20:09, 9 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია სავსეა ცინიკოსებით და ჯობს ცინიზმის გამოვლინების შემთხვევაში ყველა ეგრევე დაბლოკოთ. --JABA 1977 03:39, 10 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომელ რეზიუმეზეა საუბარი, იქნებ ბმული სახით დადოთ. – BruTe () 07:46, 10 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამაზეა საუბარი --Henry McClean განხილვაწვლილი 07:59, 10 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

უზრდელობას და ცინიზმს რომც დავანებოთ თავი, მაგ სტატიაში ლიტერატურის სახით 10 წიგნია მითითებული (სქოლიო 15, გარდა უკანასკნელად დამატებულისა), რა იცის, რომ ერთ-ერთ მათგანში არ წერია ზუსტად ეგ წინადადება? თუ არა და მაინც და მაინც წყარო უნდა, უკვე მიეთითა. — G.G. 10:20, 10 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელი თერალი

[წყაროს რედაქტირება]

შესაძლოა, მცირე რეზიუმეს გავაკეთებდი, მაგრამ, არ დამბრალდეს ხალხის შეცდომაში შეყვანა და ნეიტრალურობის ამ საკითხშიც შესანარჩუნებლად, გთავაზობთ

ამ ადამიანს აქვს პრობლემა ზოგადად ვიკიპედიის წესების გათვალისწინებაზე და ცდილობს საკუთარი სტანდარტების დამკვიდრებას არა მხოლოდ ზოგადად სტატიების/თარგების მხრივ, არამედ ვიკიპედიელებთან ურთიერთობაშიც (გადახედეთ მისი განხილვის უკანასკნელ აბზაცებს). გარდა ამისა, უსამართლოდ დამადანაშაულა ვანდალიზმში. იხილეთ

და იხილეთ ის სრულიად აბსურდული მოთხოვნა, რომელიც მან წამოგვიყენა ახლა

გთხოვთ, არ დაიზაროთ და წაიკითხოთ. თუ დრო არ გაქვთ - მერე წაიკითხეთ. მაგრამ ჯერ წაიკითხეთ ეგ. შემდეგ:

მივმართავ ამ ადამიანს: მსგავსი მოთხოვნები არის შორს ვიკიპედიის პრაქტიკისგან (ასეთი მოთხოვნები შეგიძლიათ წაუყენოთ თქვენს თანამშრომლებს ან პროფესიონალ კოლეგებს). ერთმანეთს სტატიებს აქ ასეთი მოკამათეები (ჩვენ რომ ვართ) კი არა, ხასიათებით ერთმანეთთან რადიკალურად შეუთავსებელი ხალხიც ურედაქტირებს და არავინ ითხოვს, მოაშორეთ ესა და ეს ჩემს სტატიებსო, ვინაიდან მისი პერსონის ფსიქოლოგიური პორტრეტი მიშლის ხელს მუშაობაშიო. ამას ვერ აუკრძალავთ ვერავის, იმიტომ, რომ თქვენ გარდა აქ ჯერ არავინ ამტკიცებს, რომ ჩემი რედაქტირებები იყო საზიანო. და თუკი 8 წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ, არ მინახავს, რომ ვინმესთვის ოფიციალურად ეთქვათ - „იცი რა, შენ იმის სტატიებს არ შეეხო, მარტო აი ეს 2-3 პიროვნება შეეხოს“ - მაშინ ვინ, რატომ, რა მოტივით და რა უფლებით უნდა შეუზღუდოს აქ სხვას სტატიების რედაქტირება და ბოდიში, რატომ უნდა მოგცეთ თქვენ უფლება, დაამკვიდროთ ახალი სტანდარტები ვიკიპედიაში, რომელიც ძირფესვიანად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქართული ვიკიპედიის, არამედ ფონდი ვიკიმედიის გლობალურ პრინციპებს?

და გარდა ამისა, ითხოვთ მტკიცე განმარტებებს ყოველ ჩვენ ქმედებაზე, აბზაცებს ინფორმაციით იმაზე, თუ რატომ ვაკეთებთ ამას თუ იმას, რატომ ვერევით თქვენ მუშაობაში და რატომ გავაკეთეთ ესა თუ ის. თქვენი მეცნიერული მიდგომა საკითხისადმი არის მოსაწონი და დასაფასებელი, მაგრამ მეცნიერი სკურპულოზურობა ვიკიპედიაში მუშაობისას ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადადოთ გვერდზე. ვიკიპედიელი შემოდის და გეუბნებათ, რომ ეს სტანდარტია ვიკიპედიაში გლობალურად - ესე იგი, უნდა ენდოთ. სიცრუის თქმას რა უნდა, მართლაც, მაგრამ ერთხელ უკვე აგიხსენით, რომ მაქვს გამოცდილება და სხვამაც ეს დაადასტურა - მაშ რატომ უნდა მომინდეს მე, რომ სიცრუე ვთქვა და რაღაც შეცდომაში შეგიყვანოთ ვიკიპედიაში ინფორმაციის ვიზუალიზაციის შესახებ?

გარდა ამისა, ოთომ ნათლად დაუწერა, თუ რა შეცდომები დაუშვა სულ რაღაც 2 კვირის განმავლობაში (მომყავს ციტირება)

  1. რაზეც მიგითითეთ იყო ეტიკეტის დაცვა;
  2. როდესაც სტატიაშია {{თარგი:მუშავდება}} სტატიის რედაქტირება იკრძალება 1 კვირით;
  3. როდესაც მიგითითეთ, რომ თარგში უნდა დარჩეს მხოლოდ ქართული დასახელება შენიშვნა უგულებელყვეთ („მე ისევ ჩემსას ვაწვები“, თვენი სიტყვებია);
  4. კატეგორია, რამდენჯერ გითხარით, რომ კატეგორიის მითითება ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი, რაზეც თქვენ უარს იძახით;
  5. მომხმარებლის მიმართ უსამართლო დადანაშაულება, ვანდალიზმში;
  6. როდესაც თქვენ შექმნით თარგსა თუ სტატიას ვალდებული აქ არავინ არ არის რამეში შეგითანხმდეთ; რასაც თქვენ უარყოფთ („გამფრთხილე მანამდე რას აკეთებ ხოლმე“ თვენი სიტყვებია);
  7. თარგის გამართვა ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისად, რასაც უარყოფთ;
  8. იგივე გაუგებრობები სტატია ოფთალმოლოგიასთან დაკავშირებით;
  9. ეს ყოველივე ახლოს დგანს თვითნებობასთან, რაც ვიკიპედიაში დაუშვებელია. იცით, როდესაც გეუბნებით, რომ ასეა საჭიროა ამას ვიკიპედიისთვის ვაკეთებთ და იმისთვისაც, რომ თქვენ ისწავლოთ ამ მითითებებზე, რაზეც თქვენ უარს იძახით.

როდესაც თქვენ მიერ გაკეთებულ თარგში რედაქციას ანხორციელებენ იმთავითვე ჩხუბს ტეხათ, არაფერი არ გესმითო, ასე არ შეიძლება. თქვენ ხომ ხართ თქვენი საქმის პორფესიონალი ? მეც ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ ისევე როგორც ჰენრი. ჩვენი მიზანია თანამშრომლობა, ერთად კარგი საქმის კეთება, მაგრამ თქვენ თქვენებურად გინდათ საქმეები აწარმოოთ ვიკიპედიაში, რაც დაუშვებელია, ამით ირღვევა ვიკიპედიის წესები. (ციტარის დასასრული)

მე არ ვითხოვ ამ ადამიანის ვიკიპედიისგან დაბლოკვას. ვითხოვ, რომ მოუსმინოს მენტორსაც (მომხმარებელ Surprizi-ს სახით) და სხვა ვიკიპედიელებსაც. და ლექციებს ნუ გვაწერინებს იმის გამო, თუ რატომ მოხდა ტექსტის გასწორება ცენტრში და არა მარცხნივ და რატომ არის, რომ 'მედიცინა' არის ზედა დონის კატეგორია და რატომ არ ხდება მასში ყველაფრის ჩაყრა (ეს მხოლოდ მაგალითისთვის). და კიდევ - ტელეფონის ნომრების წერას რომ შევეშვათ - ამ ადამიანს ჰყავს მრჩეველი, როგორც უკვე აღინიშნა და მიეხედოს ამ საქმეს, ვინაიდან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ინგლისურენოვანი, იტალიური, ფრანგული, პოლონური, რუსული და ა.შ. ვიკიპედიების ადმინისტრაცია ყოველი კონფლიქტური პიროვნების შემთხვევაში სირბილზე ამ პიროვნებასთან სასაუბროდ თავს არ იკლავს. ვიკიპედიელები ვიკიპედიის გარეთ წელიწადში 1-2ჯერ თუ ხედავენ ერთმანეთსაც (ჩემზე აღარ მაქვს საუბარი, მე არავინ მინახავს, ვინაიდან ვთვლი, რომ ასე უკეთესად ვმუშაობ).

უკვე ზედმეტად ბევრი შეცდომა დაუგროვდა და ასეთი ქმედებების გაგრძელებით, იძულებული ვიქნები, მე პირადად ვითხოვო მისი ვიკიპედიიდან დროებით დაბლოკვა. მუშაობის სტილი საკუთარ კაბინეტსა და ვიკიპედიის გვერდებზე უნდა განსხვავდებოდეს. ვიკიპედიაში უნდა იყოს ერთი ამბიცია - აქაური მუშაობის სტილთან სინქრონიზაცია და ხარისხის დახვეწა.

არავინ ეხება მის სტაჟს, სტატუსსა და ასაკს, მაგრამ გარდა ყველაფრისა, ეს ადამიანი აპელირებს ამ ფაქტორებით, გვესაუბრება რა დამრიგებლური ტონით - და ეს მისი კიდევ ერთი დიდი შეცდომაა, რაზეც მიეთითა. მე ჯერ-ჯერობით მოვრჩი. ეს წერილი დავწერე, ვინაიდან მისმა აბსურდულმა მოთხოვნამ, ჩემთვის სტატიების წერის შეზღუდვაზე, უკვე ამივსო ფიალა. ეს არის დღემდე არარსებული პრაქტიკა ვიკიპედიაში. მე ვიტყოდი, პირადად ჩემ მიმართ ორი დიდი უსიამოვნო რამ გააკეთა - დამადანაშაულა ვანდალიზმში და მოითხოვა, რომ მე არ ჩავერიო კონკრეტულად მის სტატიებში. მე ვთვლი, რომ იგი ცდილობს ვიკიპედიასთან შეუთავსებელი წესების დამკვიდრებას - და ეს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც აქეთ მიგვითითებდა ვიკიპედიაში ეთიკის წესებზე და ზოგადად ვიკიპედიის პოლიტიკაზე (რომელიც მას ისევე აქვს წაკითხული, როგორც მე - ოფთალმოლოგიის სახელმძღვანელო). ასეა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:06, 12 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიაში მუშაობისთვის სამწუხაროდ, არ მცალია, ყველაფერს თვალს ვადევნებ. მათ შორის ამ მომხმარებლის ამბებსაც. აქამდე თავს ვიკავებდი და ახლა, როგორც ამ კონფლიქტში ნეიტრალურმა ადმინისტრატორმა, მივიღე გადაწყვეტილება, დავბლოკო 1 კვირით. ქართულ ვიკიპედიას არ უღირს, რომ ისეთი მომხმარებლები, როგორებიც ჰენრი და ოთო არიან, მოსცდნენ ამხელა ტექსტების წერით, იშალონ ნერვები, უმტკიცონ ვიღაცას რაღაცა, ის, რაც დღესავით ნათელია და მავანს არ უნდა, რომ გაიგოს. იმედი მაქვს, ამ 1 კვირაში თერალი კარგად გაერკვევა ვიკიპედიის წესებში, თუნდაც მენტორის დახმარებით. გასაგებია და დასაფასებელია მისი ღვაწლი ოფთალმოლოგიაში, მაგრამ ვიკიპედიასაც აქვს თავისი წესები, კეთილი ინებოს და დაემორჩილოს ჩვენს სტანდარტებს! — Mikheil მიწერა 19:24, 12 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
სალამი ყველას. თვალს ვადევნებდი თქვენს გარჩევებს და, ამ მომენტისათვის, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მომხმარებელ თერალს გასაცნობიერებელი აქვს (ჯერ კიდევ) რა არის ვიკიპედია და აქაური პოლიტიკა. ჰენრის მიმართ ჩემი უსაზღვრო პატივისცემა დაუმსახურებელი არ არის, მას ვერავინ დასწამებს ვანდალიზმს, როცა თავად გაცხარებით ებრძვის მას და რისთვისაც ორი ვიკიორდენი და ერთი „ვიკი-ოსკარი“ აქვს მიღებული. აგრეთვე, თუ არ უნდა ვინმეს, რომ მის საქმეში ჩაერიონ, ამისათვის არსებობს თარგი {{მუშავდება}}, ან პირადი სავარჯშო გვერდი. ამის შემდეგ უკვე ტექსტის რედაქტირება ყველას შეუძლია: ეს ვიკიპედიის ძირითადი პრინციპია. რა თქმა უნდა, მის სტაჟის, სტატუსისა და ასაკის პატივისცემის გამოა, რომ პირადად, ჩემი თხოვნა იქნება, არ დაბლოკოთ ეს ადამიანი, ჯერ-ჯერობით, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. უბრალოდ ეს ერთი კვირა დაუთმოს ვიკიპედიის შესწავლას, რომლის დროსაც არავის შეაწუხებს და საკუთარ სავარჯიშოში იმუშავებს. მომავალში, სანდო და აკადემიურ წყაროებზე დაყრდნობით თუ შექმნის თარგში არსებულ სტატიებს (ამ სფეროში, Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство „Советская энциклопедия“ – 1988, მაგალითისთვის) მაგას რა აჯობებს. მითუმეტეს, რომ თავისი საქმის სპეციალისტია და მისგან უფრო მეტად ხარისხიან და აკადემიურ სტატიებს უნდა ველოდოთ, ვიდრე, ვთქვათ, ჩემგან ან ჰენრისგან აღნიშნულ დარგში. ვიცი, რომ დაიღალნენ ჰენრი და ოთო ახსნა-განმარტებების წერით ყოველ რედაქტირებაზე, ამიტომ სიურპრიზს ვთხოვოთ, აუხსნას ხოლმე რა და რატომ კეთდება. აქ ახალი მომხმარებლების მოზიდვა გვინდა და არა გაძევება ან დაბლოკვა. არამც და არამც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვახსოვს პრეცენდენტები თარო გაბუნიას, დიქსტოსას და სხვების სახით. ჩემი თხოვნა იქნება თერალისადმი, ნუ მიამატებს საკუთარ თავს მათ რიცხვს, აქ თქვენი პიროვნების საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს და თუ რამეს მოგწერთ, მიიღედ ეს კოლეგიალურად, როგორც ღირსეულ ვიკიპედიელს შეშვენის. მისი ბოლო თხოვნაც შეხვედრაზე და ტელეფონის ნომრის დატოვება არ არის ვიკიპედიის პრაქტიქასთან შესაბამისობაში, თუ რატომ, ჰენრიმ კარგად ახსნა ზემოთ. პატივისცემით, — G.G. 19:32, 12 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ასე მოვიქცეთ. თუ თერალთან გექნებათ რამე გასარკვევი გთხოვთ ამდენი წერით ნუ დაიღლით თავს და პირდაპირ მომწერეთ ჩემი განხილვის გვერდზე, რადგანაც სხვა გვერდებზე თვალყურის დევნა არა მცალია. მე პირადად ორი სიტყვით ვახერხებ ამ ადამიანთან ურთიერთობას, ისევე როგორც თქვენთან და არ მინდა არავისი დადანაშაულება თუ ვინ რატომ ვერ ახერხებს საკუთარი აზრის ადრესატამდე მიტანას, მოკლედ ესე მოვიქცეთ--Surprizi განხილვაწვლილი 09:40, 13 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]