ვენესუელის მეორე რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვენესუელის მეორე რესპუბლიკა
Segunda República de Venezuela

არაღიარებული სახელმწიფო

Flag of Venezuela (1811).svg
 
Flag of Spain (1785–1873, 1875–1931).svg
18131814 წწ. Flag of the Gran Colombia.svg
 
Bandera de Costas.svg
Bandera de la Guerra a Muerte.svg Coat of arms of Venezuela (1812).svg
დროშა გერბი
LocationFirstRepublicofVenezuela.png
ვენესუელის მეორე რესპუბლიკა
დედაქალაქი კარაკასი
ენა ესპანური
მმართველობის ფორმა რესპუბლიკა
პრეზიდენტი
 -  სიმონ ბოლივარი
ეპოქა ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში
ისტორია
 - დაარსება 7 აგვისტო 1813
 - დაპყრობა 16 ივლისი 1814

ვენესუელის მეორე რესპუბლიკა (ესპ. Segunda República de Venezuela) ეწოდება სიმონ ბოლივარის მიერ 1813 წლის 7 აგვისტოს ვენესუელის რესპუბლიკის აღდგენას. დამოუკიდებლობის აღდგენა მოყვა ბოლივარის მიერ დასავლეთში ხუან დომინგო დე მონტევერდეს დამარცხებას და აღმოსავლეთში სანტიაგო მარინიოს საომარ მოქმედებებს. რესპუბლიკამ მომდევნო წელს ხოსე ტომას ბოვესის მიერ მიყენებული რამდენიმე მარცხის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ იტრიულ ეპოქაში დასახელებას „ვენესუელის რესპუბლიკა“ ოფიციალურად მხოლოდ ბოლივარის მთავრობა იყენებდა. პირველი რესპუბლიკის პერიოდში მისი მთავრობა იყენებდა ტერმინებს „ვენესუელის ამერიკული კონფედერაცია“ ან „ვენესუელის გაერთიანებული პროვინციები“. ვენესუელის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ორივე ტერმინი ურთიერთ ჩანაცვლებით გამოიყენება,[1] ხოლო 1811 წლის კონსტიტუციაში კონფედერაციასთან ერთად ასევე „ვენესუელის გაერთიანებული შტატებიც“ გამოიყენება.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1813 წელს ბოლივარი შეუერთდა ახალი გრანადის არმიას. რამდენიმე ბრძოლის მოგების შემდეგ, ბოლივარმა ახალი გრანადის კონგრესისგან მიიღო თანხმობა განმათავისუფლებელ არმიას გასძღოლოდა ვენესუელაში, ამ კამპანიას ეწოდა - საუცხოო კამპანია (ესპ. Campaña Admirable). ამავე დროს სანტიაგო მარინიომ წამოიწყო დამოუკიდებელი კამპანია და ვენესუელაში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეიჭრა. ორივე ძალამ შეძლო როიალისტები ბრძოლებში დამარცხება მათ შორის ალტო-დე-ლოს-გოდოს ბრძოლაშიც. ბოლივარი კარაკასში 1813 წლის 6 აგვისტოს შევიდა და მისი ხელისუფლების ქვეშ ვენესუელის რესპუბლკის აღდგენა გამოაცხადა. რასაც კუმანაში დაბანაკებული მარინიო არ აღიარებდა, თუმცა ამას მათ სამხედრო თანამშრომლობისთვის ხელი არ შეუშლია.

რესპუბლიკას წინააღმდეგობას სამხრეთის დაბლობების მაცხოვრებლები უწევდნენ, რომლებსაც ლიანეროებს (ესპ. llanero) უწოდებდნენ (თარგმანში: ვაკის მცხოვრები). მათი წინამძღოლი ხოსე ტომას ბოვესი იყო. ომმა სახე იცვალა, ლიანეროებს ანტიპათიის განცდა ჰქონდათ ქალაქელი ელიტარული კრიოლოების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ. ბოვესის ლიანეროები მიზანმიმართულად ხოცავდნენ თეთრ ვენესუელელებს.[3] როიალისტები შვკანიან მოსახლეობას ურიგებდნენ რუკებს და რესპუბლიკის მომხრე პლანტატორების სიას. ლიანეროებმა მოახეხეს რესპუბლიკელების ცენტრისკენ შევიწროება. საბოლოოდ ბოვესმა განდევნა ისისნი კარაკასიდან და რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ დაეხიათ ქვეყნის აღმოსავლეთით, რითც მეორე რესპუბლიკის არსებობა შეწყდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ესპანურად: Venezuelan Declaration of Independence, Biblioteca Virtual Miguel de Cervantes
  2. ესპანურად: Federal Constitution of 1811 Biblioteca Virtual Miguel de Cervantes
  3. Parma, Alessandro. A First-Hand Impression of the Venezuelan Opposition VenezuelaAnalysis.com. 25 November 2005.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]