ომი ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვენესუელელის დამოუკიდებლობისთვის ომი
ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი
BatallaCarabobo02.JPG
კარაბობოს ბრძოლის ფრაგმენტი, ზეთი არტურო მიშელენი.
თარიღი 18111823
მდებარეობა ვენესუელა და ახალი გრანადა
შედეგი ვენესუელის დამოუკიდებლობა
მხარეები
ვენესუელის დროშა ვენესუელა
დიდი კოლუმბია (1819 წლიდან)
ახალი გრანადა
ესპანეთის დროშა
ესპანეთს მონარქია
მეთაურები
ფრანსისკო მირანდა
სიმონ ბოლივარი
სანტიაგო მარინო
მანუელ პიარი
ხოსე ფელიქს რიბასი
ხუან დომინგო მონტევერდე
ხუან მანუელ კაჯიგალი
ხოსე ტომას ბოვესი
პაბლო მორილო
მიგელ დე ლა ტორე
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ომი ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის

ვენესუელის ომი დამოუკიდებლობისათვის მიმდინარეობდა 1810-1823 წლებში. ის იყო ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი და გამოწვეული იყო კოლონიური მმართველობის რღვევით, რომელიც მთელს სამხრეთ ამერიკაში მიმდინარეობდა. ამ პროცესის გამომწვევი მიზეზები იყო კრეოლების სოციალური და არა პოლიტიკური პრობლემები, ასევე ევროპიდან შემოსული განმანათლებლების იდეები და ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ასევე საფრანგეთის რევოლუცია და ესპანეთში ნაპოლეონის შეჭრა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ფაქტობრივად დასრულდა 1823 წლის ივლისში, როდესაც ესპანეთის ფლოტი დამარცხდა ტბა მარაკაიბოზე.

პირველი რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიოლები აღშფოთბული იყვნენ ესპანეთის მერკანტელისტური პოლიტიკით. ვაჭრობა ნება დართულუი მხოლოდ წყნარი ოკეანის პორტებში იყო, რაც არგენტინის პარაგვაის და კარიბის კოლონიებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ლოიალისტ კრიოლებს ეშინოდათ მონების ისეთი აჯანყების როგორიც მოხდა ჰაიტზე. შემდგომში მოვლენებმა აჩვენეს, რომ მხოლოდ ანდების რეგიონში მცხოვრები თეთრები იყვნენ დამოუკიდებლობის მომხრე. 1808 წლის ესპანეთში საფრანგეთის შეჭრამ გამოიწვია ესპანეთის მონარქიის დამხობა. ესპანეთის უმეტესმა სუბიექტებმა არ აღიარეს ჟოზეფ ბონაპარტის მმართველობა, რომელიც ესპანეთის ტახტზე მისმა ძმამ იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტემ დასვა. ამ დროს ესპანეთში სტაბილური ხელისუფლების ჩამოყალიბებამ რომელიც იმპერიის მასშტაბით აღიარებული იქნებოდა წაიღო ორი წელი. რამაც ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში სახელისუფლებო ვაკუუმი შექმნა. 1810 წლის 19 აპრილს კარაკასის კონსულმა მოაწყო ესპანელი გენერლის ვინსენტე ემპარნის წინააღმდეგ წარმატებული გადატრიალება. ხუნტა ჩამოყალიბდა კარაკასში და მალევე მოიცვა პროვინციებიც. ხუნტამ პროვინციებიდან მოიწვია კრება, რომ რეგიონის მმართველობა ჩამოეყალიბებინათ. ხუნტამაც და კონგრესმაც აღიარა „ფერდინანდ VII-ს უფლება“, რაც ნიშნავდა, რომ ისინი თავს ესპანეთის მონარქიის ნაწილად მიიჩნევდნენ, მაგრამ ესპანეთში საფრანგეთში შეჭრის გამო ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი მმართველობა. თუმცა სრული დამოუკიდებლობის იდეებმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ისეთი პიროვნებები: როგორიც იყო სამშობლოდან იძულებით გადასახლებული ფრანსისკო მირანდა და ახალგაზრდა არისტოკრატი კროილო სიმონ ბოლივარი ავრცელებდნენ განმანათლებლობის და საფრანგეთის რევოლუციის იდეებს. კონგრესმა ვენესუელის დამოუკიდებლობა 1811 წლის 5 ივლისს გამოაცხადა, რითიც ჩამოყალიბდა ვენესუელის პირველი რესპუბლიკა.

19 აპრილი. ხუან ლოვერა (1835). ლოვერამ დახატა ეს სცენა მეხსიერებით.

1810 წელს კონგრესის სესიების დაწყებამდე დაიწყო სამოქალაქო ომი, ხუნტას მომხრეებსა - რომლებიც ასევე დამოუკიდებლობის მომხრეებიც იყვნენ და როიალისტებს შორის რომლებიც ესპანეთთან კავშირის შენარჩუნებას ემხრობოდნენ. ორ პროვინციას: გუაიანამ და მარაკაიბომ და ერთ რეგიონს: კორომ არ უღიარებიათ ხუნტა და დარჩნენ ესპანეთის ერთგული. კოროს და გუაიანას ძალით დამორჩილებამ შედეგი არ გამოიღო. 1811 წელს მოხდა ვალენსიაში დაწყებული, რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოსვლების წარმატებით აღკვეთა. 1812 წლისთვის სიტუაცია ახალგაზრდა რესპუბლიკის საწინააღმდეგოდ იცვლებოდა. დაიწყო რესურსების ნაკლებობა, რადგან ესპანეთის რეგენტმა მას ბლოკადა დაუნიშნა, ასევე 1812 წლის 26 მარტს ძლიერმა მიწისძვრამ დააზარალა კარაკასი. ამ სასოწარკვეთილ მომენტში მირანდას მიეცა დიქტატორის ძალაუფლება, მიუხედავად ამისა მას უკვე აღარ შეეძლო როიალისტების შეჩერება რომლებსაც ხუან დომინგო დე მონტევერდე წინამძღოლობდა. სან-მატეოს ბრძოლის შემდეგ 1812 წლის 25 ივლისს მირანდამ გამოაცხადა კაპიტულაცია და ზავს მოაეწერა ხელი.

მეორე რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითლად ნაჩვენებია როიალისტების მხარდამჭერი პროვინციები, ხოლო მწვანედ მეორე რესპუბლიკის

ბოლივარი და სხვა რესპუბლიკელები ბრძოლას განაგრძობდნენ ესპანური ამერიკის სხვა ტერიტორიებზე და ქვეყნის შიგნით პარტიზანულად. 1813 წელს ბოლივარი შეუერთდა ახალი გრანადის არმიას. რამდენიმე ბრძოლის მოგების შემდეგ, ბოლივარმა ახალი გრანადის კონგრესისგან მიიღო თანხმობა განმათავისუფლებელ არმიას გასძღოლოდა ვენესუელაში, ამ კამპანიას ეწოდა - საუცხოო კამპანია (ესპ. Campaña Admirable). ამავე დროს სანტიაგო მარინიომ წამოიწყო დამოუკიდებელი კამპანია და ვენესუელაში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეიჭრა. ორივე ძალამ შეძლო როიალისტები ბრძოლებში დამარცხება მათ შორის ალტო-დე-ლოს-გოდოს ბრძოლაშიც. ბოლივარი კარაკასში 1813 წლის 6 აგვისტოს შევიდა და მისი ხელისუფლების ქვეშ ვენესუელის რესპუბლკის აღდგენა გამოაცხადა. რასაც კუმანაში დაბანაკებული მარინიო არ აღიარებდა, თუმცა ამას მათ სამხედრო თანამშრომლობისთვის ხელი არ შეუშლია.

რესპუბლიკას წინააღმდეგობას სამხრეთის დაბლობების მაცხოვრებლები უწევდნენ, რომლებსაც ლიანეროებს (ესპ. llanero) უწოდებდნენ (თარგმანში: ვაკის მცხოვრები). მათი წინამძღოლი ხოსე ტომას ბოვესი იყო. ომმა სახე იცვალა, ლიანეროებს ანტიპათიის განცდა ჰქონდათ ქალაქელი ელიტარული კრიოლოების მიმართ, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ. ბოვესის ლიანეროები მიზანმიმართულად ხოცავდნენ თეთრ ვენესუელელებს.[1] როიალისტები შვკანიან მოსახლეობას ურიგებდნენ რუკებს და რესპუბლიკის მომხრე პლანტატორების სიას. ლიანეროებმა მოახეხეს რესპუბლიკელების ცენტრისკენ შევიწროება. საბოლოოდ ბოვესმა განდევნა ისისნი კარაკასიდან და რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ დაეხიათ ქვეყნის აღმოსავლეთით, რითც მეორე რესპუბლიკის არსებობა შეწყდა. ბოვესი მალევე დაიღუპა ბრძოლაში, თუმცა ქვეყანა უკვე როიალისტების ხელში იყო გადასული.

მეფის მომხრეთა დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლას-ქვესერას-დელ-მედიო. არტურო მიჩელენა

1815 წელს ბოვესის ლიანეროების არმია ჩაანაცვლა ესპანეთიდან პაბლო მორილოს მეთაურობით გამოგზავნილმა საექსპედიციო კორპუსმა. ეს იყო უდიდესი ექსპედიცია რომელიც ესპანეთს როდისმე ამერიკაში გაუგზავნია. ვენესუელის კუბასთან პუერტო რიკოსთან და ესპანეთთან სიახლოვემ ის როიალისტების კონტრშეტევის პირველ სამიზნედ გახადა. ლიანეროები ან დემობილიზებული იქნენ ან შეუერთდნენ საექსპედიციო ჯარს. რესპუბლიკელები დაიფანტნენ და ბრძოლებს მხოლოდ ლოკალური ხასიათი ჰქონდა. ჩამოყალბდა მცირე პატრიოტული პარტიზანული რაზმები, მაგრამ ერთიან მმართველობაზე ვერ თანხმდებოდნენ, არ იყო ერთიანი სტრატეგია. პატრიოტების ერთმა ჯგუფმა წამოიწყო ლაშქრობა აღმოსავლეთში, რომელიც მარცხით დასრულდა. ბოლივარი წავიდა სამხრეთით რომ შეერთებოდა მანუელ პიარის ძალებს, მაგრამ მათ უთანხმოების გამო ვერ შეძლეს ერთიანი რესპუბლიკური ფრონტის ჩამოყალიბება. ბოლივარმა გადაინაცვლა ხოსე ანტონიო პაესის რიგებში, მაგრამ ცენტრალურ ბოლივიაზე ჩაშლილი შეტევის შემდეგ ის იძულებული გახდა დაბრუნებულიყო აპურეში. მორილომ სცადა კონტრ შეტევის წამოწყება მაგრამ ლას-ქვესერას-დელ-მედიოს ბრძოლაში დამარცხდა. ამის შემდგომ სიტუაცია ჩიხში შევიდა, სადაც როიალისტები მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილოეთს ხოლო რესპუბლიკელები სამხრეთს აკონტროლებდნენ.

დამოუკიდებლობის კონსოლიდაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1819 წელს ბოლივარის ახალ გრენადაში შეჭრით სიტუაცია შეიცვალა, რომელიც სამი წლით ადრე მორილოს საექსპედიციო ძალებმა დაიკავეს. ბოლივარმა ბოიაკას ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხა როიალისტების ძალები. ახალი გრენადის განთავისუფლების შემდეგ რესპუბლიკელებს შეექმნათ პლაცდარმი საიდანაც შეეძლოთ შეეტიათ მორილოს ძალებისთვის. რესპუბლიკურმა ანგოსტურას კონგრესმა (დღეისთვის სიუდად-ბოლივარი) ესპანეთის მონარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოაცხადა ვენესუელას ახალ გრანადასთან გაერთიანება და დიდი კოლუმბიის შექმნა .

1821 წელს მოხდა კარაბობოს გადამწყვეტი ბრძოლა, რომლის შემდეგა როიალისტების ხელში მხოლოდ ორი ქალაქი დარჩა: კუმანა რომელიც მალევე დაეცა და პუერტო-კაბელიო რომელმაც ორ წლიანი ალყის შემდეგ 1823 წლის ოქტომბერში შეწყვიტა წინააღმდეგობა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთმა 1823 წელს ქვეყნის დასაბრუნებლად გამოაგზავნა ფლოტი, მაგრამ ის ტბა მარაკაიბოს ბრძოლაში დამარცხდა. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რომელსაც ვენესუელას თეთრი მოსახლეობის ნახევარი შეეწირა[2] დასრულებული იყო. შემდგომ წლებში ვენესუელელები როგორც დიდი კოლუმბიის ნაწილი, ბოლივარის მეთაურობით მონაილეობდნენ ახალი გრანადის სამხრეთის და ეკვადორის განმათავისუფლებელ ექსპედიციებში. ამ ბრძოლების დასრულების შემდეგ დიდი კოლუმბია აგრძელებდა ბრძოლას პერუს და ბოლივიის ესპანელებისგან გასათავისუფლებლად და ბოლოს ისინი მხარს უჭერდნენ ჩილელ და არგენტინელ პატრიოტებს სამხრეთი ამერკის განთავისუფლების ბრძოლაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Parma, Alessandro. A First-Hand Impression of the Venezuelan Opposition VenezuelaAnalysis.com. 25 November 2005.
  2. Global Alliance for Public Relations and Communication Management. Venezuela, 13.