ჯოგინსი (ახალი შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოგინსის ნამარხების კლიფი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 45°41′30″ ჩ. გ. 64°26′38″ დ. გ. / 45.69167° ჩ. გ. 64.44389° დ. გ. / 45.69167; -64.44389
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1285
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ჯოგინსი (ინგლ. Joggins) — სასოფლი თემი კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციის კამბერლენდის საგრაფოში. 2008 წლის 7 ივლისს, 15 კმ სიგრძის სანაპირო, ნამარხების შემცველი კლდე ოფიციალურად გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.[1] ნამარხთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხშირად ამ არეალს „კარბონული სისტემის გალაპაგოსს“ უწოდებენ.

ნამარხის ანაბეჭდი

არეალი მოიცავს კარბონული სისტემის ერთ-ერთ სრულ და საუკეთესოდ დაცულ ნამარხებს. მათ შორისაა ექვს მეტრზე მეტი სიმაღლის ხეების მორები, დიდი მრავალფეროვნების უხერხემლოების, თევზების, ამფიბიების და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი რეპტილიების ნამარხები.

კლდე პირველი დაცული არეალი იყო, რომლის 7 ჰა ტერიტორიაც 1972 ისტორიული ობიექტების დაცვის აქტმა დაიცვა. 1989 წელს კი კლიდს ქვეშ მდებარე პლაჟი პლაჟების აქტით იქნა დაცული. 2006 წლიდან ბუნებრივი რესურსების სამინისტრო აქ მინერალების მოპოვებას კრძალავს. 2007 წლის 27 აპრილს, ჯოგინსის კლიფის ნამარხების არეალი 689 ჰა-მდე გაფართოვდა. 2008 წელს კი იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1285
ინგლ.რუს.ფრ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]