მიგუაშის ეროვნული პარკი
მიგუაშის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
| |
მდებარეობა | კვებეკი, კანადა |
უახლოესი ქალაქი | კამპბელტონი |
ფართობი | 87,3 ჰა |
დაარსდა | 6 თებერვალი, 1985 |
მმართველი ორგანო | SEPAQ |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 686 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მიგუაშის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de Miguasha) — მდებარეობს კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კვებეკის პროვინციაში. პარკი გაშენებულია სანაპირო ზოლში, ნახევარკუნძულზე. სწორედ აქ ხდება მდინარე წმინდა ლავრენტის შეერთება ოკეანესთან. ეროვნული პარკი დაარსდა 1985 წლის 6 თებერვალს, 1999 წლიდან კი ეს ტერიტორია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
პარკში იზრდება არყი, ვერხვი და წიწვოვანი ხეები. თუმცა, დაახლოებით 380 მილიონი წლის წინ აქ ძირითადად იყო ტროპიკული მცენარეები. ყოველწლიურად მიგუაშის ეროვნული პარკს სტუმრობს 40 ათასი ტურისტი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- UNEP-WCMC profile დაარქივებული 2005-11-26 საიტზე Wayback Machine.
- World Heritage List: Miguasha National Park
- Parcs Québec: Parc National de Miguasha