რიდოს არხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიდოს არხი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 45°25′33″ ჩ. გ. 75°41′50″ დ. გ. / 45.42583° ჩ. გ. 75.69722° დ. გ. / 45.42583; -75.69722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2007  (31-ე სესია)
ნომერი 1221
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1221
ინგლ.რუს.ფრ.

რიდოს არხი (ფრანგ. Canal Rideau) — საწყლოსნო არხი კანადაში, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ქალაქ ოტავასა და კინგსტონს. გაიხსნა 1832 წელს, როგორც წინასწარი სამზადისის შემადგენელი ნაწილი აშშ-თან ომის შემთხვევაში და ის დღემდე გამოიყენება. მისი სტრუქტურის უდიდესი ნაწილი ხელუხლებელია და თავდაპირველ სახეს ინარჩუნებს. არხის სისტემა იყენებს მდინარეთა სექციებს, მათ შორისაა რიდო და კატარაკი, ასევე ზოგიერთ ტბას. იგი უწყვეტად ფუნქციონირებადი უძველესი არხის სისტემაა მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში. 2007 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

დღეისათვის არხი ფუნქციონირებს როგორც რეკრეაციული ატრაქცია. სისტემის ჩამკეტები იხსნება მაისის შუა რიცხვებში და იხურება ოქტომბრის შუა რიცხვებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: