შინაარსზე გადასვლა

გრან-პრეს ეროვნული ისტორიული ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრან-პრეს ეროვნული ისტორიული ძეგლი

ლონგფელოს „ევანჯელინას“ სკულპტურა (ლ.-ფ. ებერტი) და მემორიალური ეკლესია
სტატუსი national historic site of Canada[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები კანადის დროშა კანადა | ქვეყნის დროშა2 | name = კანადის დროშა კანადა | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები v, vi
რეგიონი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1404
Map
https://parcs.canada.ca/lhn-nhs/ns/grandpre და https://parks.canada.ca/lhn-nhs/ns/grandpre
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1404
ინგლ. • რუს. • ფრ.

გრან-პრეს ეროვნული ისტორიული ძეგლი — ისტორიული პარკი ყოფილ აკადიურ სოფელ გრან-პრეში, კინგსის საგრაფოში, კანადა. ამჟამად მდებარეობს ვოლფვილსა და ჰორტონვილს შორის. ძეგლი შედგება მემორიალური პარკისაგან, რომელიც შეიქმნა აკადიანელების დეპორტაციის აღსანიშნავად, რომლებიც ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ 1682-1755 წლებში. პარკი მოიცავს მემორიალურ შენობებს, არქეოლოგიურ ნაშთებს და სხვადასხვა ობიექტებს, რომლებიც ასახავენ ამ ტერიტორიაზე აკადიანელების ყოფას. აღნიშნულის გამო პარკს კანადის ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა 1955 წელს[2].

2012 წელს გრან-პრეს ისტორიული ძეგლი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[3].

1682-1755 წლებში გრან-პრე იყო აკადიელების დასახლების ცენტრი. 1755 წელს ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაიწყო მათი დეპორტაცია ახალ შოტლანდიაში. 1907 წელს ტერიტორია იყიდა ჯონ ფრედერიკ ჰერბინმა, რათა შეექმნა აკადიელების მემორიალური პარკი. 1922 წელს დაქირავებულმა არქიტექტორებმა პერსი ნობსმა და რენე ფრეჩეტმა შეიმუშავეს მემორიალური პარკისა და სხვა შენობა-ნაგებობების დიზაინი. გარდა ამისა, სკულპტორმა ლუის-ფილიპ ებერტმა შექმნა ჰენრი უოდსუორთ ლონგფელოს პოემა „ევანჯელინას“ მთავარი გმირის სკულპტურა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]