შინაარსზე გადასვლა

ვამპირის დღიურები (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Vampire Diaries
ჟანრი თინეიჯერული დრამა, საშინელებათა
ავტორი ლიზა ჯეიმზ სმითი
რეჟისორი კევინ უილიამსონი და ჯული პლეკი
მონაწილეობენ ნინა დობრევი
პოლ უესლი
იენ სომერჰალდერი
სტივენ რ. მაკ-კუინი
სარა კენინგი
კატერინა გრემი
კენდის აკოლა
ზაქ რერიგი
კეილა ეველი
მაიკლ ტრევინო
მეტ დეივისი
ჯოზეფ მორგანი
გახმოვანება ნინა დობრევი
პოლ უესლი
კომპოზიტორ(ებ)ი მაიკლ საბი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 8
ეპიზოდი 171 (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ჯული პლეკი
ლესლი მორგესტაინი
კბობ ლევი
კევინ უილიამსონი
ქეროლაინ დრაისი
ადგილ(ებ)ი ატლანტა
Covington
ვანკუვერი
ბრიტანეთის კოლუმბია
ხანგრძლივობა 43 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი The CW
პირველად ეთერში 10 სექტემბერი, 2009 – დღემდე
საიტი

ვამპირის დღიურები (ინგლ. The Vampire Diaries) — სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეყრდნობა ლიზა ჯეიმზ სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს. სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სახელად The CW Television Network 2009 წლის 10 სექტემბერს,მისი მეორე სეზონიც იმავე დღეს 2010 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა ეკრანებზე.[1] სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში, რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა. სერიალის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედია, რომელიც ვითარდება პროტაგონისტ ელენა გილბერტსა (ნინა დობრევი) და ორ შავი წარსულის მქონე ვამპირ ძმას შორის. ცოტა ხნის შემდეგ ნათელი ხდება ელენას ღვარძლიანი ასლის კეტრინის საიდუმლო წარსულის შესახებ,რომელსაც ელენაზე,დეიმონსა და სტეფანზე უნდა შურისძიება.

The Cw-ს ეკრანებზე 2006 წლის შემდეგ გასულ ყველა სერიალთან შედარებით ვამპირის დღიურების საცდელმა სერიამ ყველაზე დიდი აუდიტორია მოიზიდა.[2] პირველმა სეზონმა დაახლოებით 3.6 მილიონი მაყურებელი მოიზიდა.[3] თავდაპირველად შოუმ საშუალო შეფასება მოიპოვა, თუმცა სერიალის მეორე სეზონის ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ კრიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ის ხარვეზები რაც პირველ სეზონში ჰქონდათ აღმოფხვრილი იყო. მე-2 სეზონის პრემიერებმა ზოგადად კარგი შეფასება დაიმსახურა. სერიალი უამრავ დაჯილდოებაზე იქნა წარდგენილი, მათ შორის ხალხის არჩევანზე და თინეიჯერების არჩევანზე. 2011 წლის, 15 სექტემბერს The CW-მ სერიალის ახალი, მესამე სეზონის ჩვენება დაიწყო

2012 წლის 11 სექტემბრს The CW-ზე მეოთხე სეზონის პრემიერა შედგა. მალევე კი, 2013 წლის 11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 2013-2014 წლებში The CW მეხუთე სეზონი გამოვიდოდა.

2015 წლის აპრილში, ცნობილი გახდა, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ნინა დობრევი სერიალს დატოვებდა. დობრევმა მეშვიდე სეზონის ფინალური ეპიზოდის ბოლო სერია გაახმოვანა და ბოლოს მერვე სეზონის ბოლო სერიაში გამოჩნდა ეპიზოდურ როლში.[4] 2016 წლის მარტში, The CW-მა სერიალის მერვე სეზონი გამოუშვა.[5] ამავე წლის ივლისში, დაანონსდა რომ მერვე სეზონი იქნებოდა 16 ეპიზოდისგან შემდგარი და ამით დასრულდებოდა სერიალი.[6]

სერიალის სამყარო დასრულების შემდეგ გაგრძელდა. 2013-18 წლებში გამოდიოდა სერიალი პირველშობილები. 2018-2022 წლებში კი გამოვიდა პირველშობილების გაგრძელება, სერიალი სახელად „მემკვიდრეობა“.

სერიალის მიმოხილვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ, რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ უესლი) უყვარდება. მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება, როცა სტეფანის უფროსი, ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იენ სომერჰალდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით, რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას. ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ. აღმოჩნდა, რომ ელენა კეტრინის ასლია. კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება. სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls, რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს. ასევე, ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს. აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი), ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი), ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა), ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი შეყვარებული მეთი (ზაკ როერიგი). ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შტამომავლები მართავენ. Mystic falls-ის „დამფუძნებელი საბჭო“ შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის: სალვატორი, გილბერტი, ფელსი, ფორბსი და ლოკვუდი. ისინი ქალაქს ძირითადად ვამპირებისგან იცავენ, რომლებიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება. ვამპირების გარდა სერიალში გვხვდება სხვა ზებუნებრივი არსებებიც, როგორებიცაა მაქციები, გრძნეულები, აჩრდილები და ჰიბრიდები.

სომერჰოლდერი, ნინა დობრევი, პოლ უესლი, 2014 წელი

მეორეხარისხოვანი როლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი იგივე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა და ისტორია იგივეა, მასში მაინც მრავალი გმირია შეცვლილი. ნინა დობრევი თამაშობს ელენა გილბერტისა და კეტრინ პირსის როლს, რომელიც აგრეთვე კატერინა პეტროვას სახელით არის ცნობილი.[7] ელენა სწრაფად ერთვება მრავალ ზებუნებრივ მოვლენაში. პოლ უესლი განასახიერებს ერთ-ერთი ვამპირი ძმის როლს, რომელიც ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა, იგი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი ძმის, დეიმონ სალვატორისგან, რომელსაც იენ სომერჰალდერი განასახიერებს.[8]

დანარჩენი მსახიობები არიან: სტივენ მაკქვინი, რომელიც ელენას უმცროსი ძმის ჯერემი გილბერტის როლს ასრულებს,[9] თუმცა შოუში გამოჩნდა, რომ ის ელენას ბიოლოგიური ბიძაშვილია. სარა ქენინგი, ელენასა და ჯერემის დეიდა და ოფიციალური მეურვე, ჯენა სამერსის როლში. კატერინა გრაჰამი, ელენას საუკეთესო მეგობარი და გრძნეული.[10] კენდის აკოლა, ელენას ახლო მეგობარი და შემთხვევითი მეტოქე, იგი მეორე სეზონში ვამპირად გადაიქცა და ის კეროლაინ ფორბსის როლს ასრულებს.[11] ზაკ როერიგი მეტ დონავანის როლში, ის არის ელენას ბავშვობის მეგობარი და მისი ყოფილი შეყვარებული, რომელსაც შემდეგ კეროლაინი უყვარდება.[12] მაიკლ ტრავინო ტაილერ ლოკვუდის როლში, ის არის მაქცია, ჯერემის მტერი, მეთის უახლოესი მეგობარი და Mystic falls-ის მერის შვილი.[13] კაილა ეველი ვიკი დონავანის როლში, მეთის უფროსი და პრობლემური და, ის ჯერ ტაილერის შეყვარებული იყო შემდეგ კი ჯერემის.[14] მან შოუ დატოვა პირველი სეზონის მე-7 სერიაში, როდესაც ის დეიმონმა ვამპირად გადააქცია და სტეფანმა მოკლა. ძალიან მალე მეთიუ დეივისი შეუერთდა გადამღებ ჯგუფს ისტორიის მასწავლევლის ალარიკ ზალცმანის როლში, ის არის ვამპირებზე მონადირე და მოსწონს ჯენა.[15]

2009 წლის 10 სექტემბერს სერიალის პრემიერამ The CW ტელეარხს დიდი წამრმატება მოუტანა და დიდი აუდიტორია, 4.90 მილიონი მაყურებელი, მოიზიდა.[16] DVR-ის ინფორმაციის დამატებით სერიალის მაყურებელთა რაოდენობა ოფიციალურად გაიზარდა და მიაღწია 5.7 მილიონ მაყურებელს.[17] თავდაპირველად ვამპირის დღიურებმა საშუალო შეფასება მიიღო. მეტაკრიტიკმა (მეტაკრიტიკი მეტაცრიტიც არის ელექტრონული საიტი რომელიც აგროვებს მუსიკალური ალბომების, თამაშების, ფილმების, ტელე შოუების, წიგნების და DVD-ს მიმოხილვებს) მიანიჭა 50 ქულა, რაც 22 კრიტიკულ შეფასებაზე იყო დამყარებული და ეს საშუალო შეფასებას ნიშნავს.[18] ”Entertainment Weekly”-მ კი B+.შემფასებელმა კევინ ტაკერმა თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით დაამთავრა : ”დღიურები ჩვენ გასართობ სეზონს გვპირდება”.[19] ლინდა სტეისმა შოუს ძალიან კარგი შეფასება მისცა და თქვა, რომ მას ძალიან მოეწონა და შეაქო ერთი ეპიზოდი “ბოროტული,ვამპირული და სისხლიანი მოქმედება”, რომელიც საწყისს იღებს სეზონის დასაწყისში და გრძელდება სეზონის ბოლომდე ისეთი სიმხეცითა და სისწრაფით,რომ ეს მართლაც ცოტა საშიშია.[20] ტიმ გუდმანმა სერიალს ძალიან ცუდი შეფასება მისცა და მას საშინელიც კი უწოდა.

სწორედ მწვავე კრიტიკის გამო თითოეული სერია გამოსწორდა. სარა ჰუგელსმა თქვა, რომ მიუხედავად სერიალის ცუდი დასაწყისისა ის გადაიქცა ძალიან კარგად დამუშავებულ და საინტერესო სერიალად.[21] New York Post-მა ასევე შეაქო ელენას გმირი,მათი განცხადებით ის არის ძალიან ძლიერი და საღადმოაზროვნე ქალი, რომელიც არ მისცემს თავის გრძნობებს უფლებას, რომ აკონტროლონ ის.[22] კარლა პეტერსონმა განაცხადა : ”ზებუნებრივი დრამა არის ყველაზე კარგი პროდუქცია, რომელშიც ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი იღებს მონაწილეობას, მკვეთრი სცენარი და საშიში მუსიკა ყველაზე თავქარიანი მოზარდებისთვისაც კი მძიმეა”.[23] მაიკ ჰეილმა New York Times-იდან სერიალს მიანიჭა საპატიო ადგილი თავის საყვარელ ტელე გადაცემების სიაში.[24] მეორე სეზონის შეფასება უფრო პოზიტიური იყო ვიდრე პირველის. მეტაკრიტიკმა სერიალს 90/100 ქულა მიანიჭა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

სეზონი ეპიზოდი ეთერში გასვლის თარიღი
პირველად ეთერში ბოლოს ეთერში
1 22 10 სექტემბერი, 2009 (2009-09-10) 13 მაისი, 2010 (2010-05-13)
2 22 9 სექტემბერი, 2010 (2010-09-09) 12 მაისი, 2011 (2011-05-12)
3 22 15 სექტემბერი, 2011 (2011-09-15) 10 მაისი, 2012 (2012-05-10)
4 23 11 ოქტომბერი, 2012 (2012-10-11) 16 მაისი, 2013 (2013-05-16)
5 22 3 ოქტომბერი, 2013 (2013-10-03) 15 მაისი, 2014 (2014-05-15)
6 22 2 ოქტომბერი, 2014 (2014-10-02) 14 მაისი, 2015 (2015-05-14)
7 22 8 ოქტომბერი, 2015 (2015-10-08) 13 მაისი, 2016 (2016-05-13)
8 22 21 ოქტომბერი, 2016 (2016-10-21) 10 მარტი, 2017 (2017-03-10)

ვამპირის დღიურების მაყურებელთა საშუალო გამოთვლებით,იწარმოება The CW-ის სეზონური ცხრილი.”წოდება” იმის მიხედვით არის მიმართული თუ როგორ არის ვამპირის დღიურები იმ სერიალებთან შედარებული,რომლებიც გადის ტელეეთერში.

სეზონი დროის მონაკვეთი (ET/PT) ეპიზოდების რაოდენობა. პრემიერა ფინალი პოზიცია მაყურებელი
(მილიონებში)
თარიღი პრემიერის
მაყურებელი
(მილიონებში)
თარიღი ფინალის
მაყურებელი
(მილიონებში)
სეზონი 1 ხუთშაბათი 8:00 p.m. 22 10 სექტემბერი, 2009[25] 4.91[26] 13 მაისი, 2010[3] 4.47[27] #118[3] 4.60[3]
სეზონი 2 22 9 სექტემბერი, 2010[28] 3.36[29] 12 მაისი, 2011[30] 2.86[31] #193 3.17[32]
სეზონი 3 22 15 სექტემბერი, 2011[33] 3.10[34] 10 მაისი, 2012 2.53[35] #166 2.81
სეზონი 4 23 11 სექტემბერი, 2012[36] 3.18[37] 16 მაისი, 2013[38] 2.24[39] #111[40] 2.97[40]
სეზონი 5 22 3 ოქტომბერი, 2013 2.59[41] 15 მაისი 2014[42] 1.61[43] #147[44] 2.68[44]
სეზონი 6 22 2 ოქტომბერი 2014[45] 1.81 [46] 14 მაისი 2015 1.44[47] #160 2.25[48]
სეზონი 7 22 8 ოქტომბერი 2015 1.38 13 მაისი 2016 1.04[49] #141 1.77[50]
სეზონი 8 16 21 ოქტომბერი 2016 0.98[51] 10 მარტი 2017 1.15[52] #140 1.71[53]

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ 7 Teen Choise Award მოიგო ვამპირის დღიურებმა. ფანტასტიკა/ტელე მსახიობი – პოლ უესლი. ფანტასტიკა/ტელე მსახიობი(გოგო) – ნინა დობრევი. ტელე „საძაგელი“ – იენ სომერჰალდერი. ტელე შესრულება ქალი მსახიობი – ნინა დობრევი, კაცი მსახიობი – პოლ უესლი. ყველაზე სექსუალური – იენ სომერჰალდერი, სცენის მპარავი – კატერინა გრაჰამი.[54] სერიალმა მოიპოვა ჯილდო „ახალი და ფავორიტი სატელევიზიო დრამა“ People’s Choise Award-ზე. Saturn Award-ზე იგი ნომინირებული იყო, როგორც საუკეთესო ქსელში გავცერელებული სერიალი.[55] 2010 წლის 9 ნოემბერს სერიალმა მიიღო სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობა, ესენია: საუკეთესო ფანტასტიკა, ფავორიტი სატელევიზიო დრამა, 2011 წელს იენ სომერჰოლდერი ნომინირებული იყო, როგორც დრამის საუკეთესო შემსრულებელი People Choise Award-ზე, თუმცა ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.[56]

2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული ორ ნომინაციაში Victoria's Secret-ის დაჯილდოებაზე "What Is Sexy?" სერიალმა აიღო ორივე ჯილდო "ყველაზე სექსუალური კასტი 2011", "ყველაზე სექსუალური კაცი 2011" - იენ სომერჰალდერი.

2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული კიდევ 12 "Teen Choise Award"-ზე: რჩეული ტევე შოუ – ფანტასტიკური ჟანრი, რჩეული ტევე მსახიობი - პოლ უესლი, რჩეული ტევე მსახიობი – ფანტასტიკური ჟანრი - იენ სომერჰალდერი, რჩეული მსახიობი ქალი – ფანტსტიკური ჟანრი - ნინა დობრევი, რჩეული ტევე ბოროტმოქმედი - ჯოზეპ მორგანი, "სცენის მპარავი" – კატერინა გრაჰამი. "სცენის მპარავი" - მაიკლ ტრევიანო, ყველაზე სექსუალური ქალი - ნინა დობრევი, ყველაზე სექსუალური კაცი - იენ სომერჰალდერ და საუკეთესო ტვ ვამპირები - ნინა დობრევი, იენ სომერჰალდერი და პოლ უესლი.[57]

პირველი სეზონი გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონებში 1, 2 და 4 და Blu-Ray ფორმატში რეგიონ A-A-სა და B-B-ში. ორივე ამერიკული ვერსია მოიცავს ლ.ჯ. სმითის „ვამპირის დღიურები: გამოღვიძების“ მსახიობებისა და ტექნიკოსების კომენტარებს შერჩეულ სერიებზე, გამოუქვეყნებელ სცენებს, კულისების სიუჟეტებს, ინტერნეტ ვიდეოებსა და გადმოწერად აუდიო წიგნებს.[58] ის გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონ 2-ში 2010 წლის 23 აგვისტოს.[59] ამის შემდეგ, რეგიონ 1-მა დაიწყო DVD-ების გაყიდვა 31 აგვისტოს,[58] შემდეგ კი, რეგიონ 3-მა - პირველ სექტემბერს.[60] რეგიონ A-A-ში ის გამოუშვეს Blue-Ray ფორმატში 31 აგვისტოს.[61][62] რეგიონ B-B-ში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდ ბრიტანეთში - 2010 წლის 23 აგვისტო[63], ბრაზილიაში - 26 აგვისტო,[64] და ავსტრალიაში - 1-ლი სექტემბერი.[65] "ვამპირის დღიურების" მეორე სეზონი DVD-ზე გამოვიდა 2011 წლის 30 აგვისტოს.[66] რეგიონ B-B-ში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდ ბრიტანეთში 2011 წლის 22 აგვისტოს,[67] ბრაზილიაში 2011 წლის 25 აგვისტოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. TVD-ს ეპიზოდები. TV Guide. ციტირების თარიღი: 2011-02-03.
  2. 'Vampire Diaries' მონაწილეობენ ნინა დობრევი, პოლ უესლი და იენ სომერჰალდერი“. Los Angeles Times. 2010-01-21. ციტირების თარიღი: 2010-02-08.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ბოლო 2009 - 2010 წლის გადაცემების რეიტინგი. TVbytheNumbers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-24. ციტირების თარიღი: 2010-06-16.
  4. Yes, That Was Nina Dobrev In The Vampire Diaries Season 7 Finale
  5. ‘The Flash,’ ‘The 100’ and even ‘Crazy Ex-Girlfriend’ renewed: All 11 CW series picked up for 2016-17
  6. Comic-Con: ‘The Vampire Diaries’ to End With Season 8
  7. Wieselman, Jarett (2010-04-04). „Nina Dobrev: Our season finale will drive fans crazy!“. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2010-08-19.
  8. Fradkin, Lori. (2009-09-24) The Vampire Diaries’ - იენ სომერჰალდერი. New York Magazine. ციტირების თარიღი: 2010-08-19.
  9. Bentley, Jean. (2010-05-13) ექსკლუზიური ინტერვიუ ვამპირის დღიურების მსახიობ სარა ქენინგთან. Teen Vogue. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-08-19.
  10. "CW-ს ქასთი 'კატერინა გრაჰამი'" დაარქივებული 2009-08-10 საიტზე Wayback Machine. . The CW. Retrieved 2010-08-19.
  11. Krentcil, Faran. (2009-09-24) THE INSIDER: CANDICE ACCOLA. Nylon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2010-08-19.
  12. "CW-ს მსახიობები 'ზაკ როერიგი'" დაარქივებული 2010-08-15 საიტზე Wayback Machine. . The CW. Retrieved 2010-08-19.
  13. "CW-ს მსახიობები 'მაიკლ ტრევინო'" დაარქივებული 2014-01-22 საიტზე Wayback Machine. . The CW. Retrieved 2010-08-19.
  14. "CW-ს მსახიობები 'კაილა ეველი'" დაარქივებული 2010-08-19 საიტზე Wayback Machine. . The CW. Retrieved 2010-08-19.
  15. "CW-ს მსახიობები 'მეთიუ დეივისი'" დაარქივებული 2010-11-02 საიტზე Wayback Machine. . The CW. Retrieved 2010-08-19.
  16. Ausiello, Michael (2009-09-11). „ვამპირის დღიურების რეიტინგი“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-17. ციტირების თარიღი: 2009-10-11.
  17. DVR spells OMG ratings for CW - TV Ratings, Nielsen Ratings, Television Show Ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2010-06-15.
  18. ვამპირის დღიურები. Metacritic. CBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-27. ციტირების თარიღი: 2009-11-13.
  19. Tucker, Ken. შეფასება: ვამპირის დღიურები (2009). Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-25. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
  20. Stasi, Linda. (2009-09-10) Love at first bite. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-04. ციტირების თარიღი: 2010-09-13.
  21. Goodman, Tim. (2009-09-04) TV reviews: Melrose Place, Vampire Diaries. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 2010-09-13.
  22. Karpel, Ari (2009-12-18). „5 reasons 'Vampire Diaries' is better than 'Twilight'. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2009-12-18.
  23. Peterson, Karla (2009-10-23). „It's crazy happy season on fall TV“. The San Diego Union-Tribune. ციტირების თარიღი: 2009-10-23.[მკვდარი ბმული]
  24. Hale, Mike (2009-12-18). „A Top 10 List That Needs an Addendum“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2009-12-18.
  25. "ვამპირის დღიურები: პირველი სეზონის პრემიერის მომოხილვა". BuddyTV.com. Retrieved 2010-08-19.
  26. Seidman, Robert. (2009-09-11) ვამპირის დღიურები: ყველაზე მეტჯერ ნანახი სერიალი ტელეარხ The CW-ზე პრემიერის მომენტში. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-13. ციტირების თარიღი: 2010-10-04.
  27. Seidman, Robert. (2010-05-14) Thursday Finals: Survivor, Grey’s Anatomy, CSI, Mentalist, Community Adjusted Up. TV By The Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-19. ციტირების თარიღი: 2010-05-14.
  28. "The CW Network announces fall premiere dates" დაარქივებული 2010-07-03 საიტზე Wayback Machine. . The CW. Retrieved 2010-08-19.
  29. Thursday 9/11/10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-13. ციტირების თარიღი: 2010-09-10.
  30. "CW Primetime May Finales Dates Announced". SpoilerTV. Retrieved 2011-02-14.
  31. Gorman, Bill. (2011-05-13) Thursday Final Ratings: 'American Idol,' 'Big Bang,' 'Community,' 'Rules,' 'Mentalist,' 'Office,' 'Vampire Diaries' Adjusted Up; 'Bones' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2011-05-16.
  32. Gorman, Bill. (2011-06-13) 'Modern Family' Tops DVR Ratings Gain For The 2010-11 Season; 'Fringe' Has Biggest % Increase By DVR. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2011-06-20.
  33. Seidman, Robert. (2011-06-20) The CW Network Announces Fall 2011 Premiere Dates. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2011-06-20.
  34. Gorman, Bill. (2011-09-16) Thursday Final Ratings: 'The Vampire Diaries,' 'Wipeout' Adjusted Up; 'The Secret Circle' Quarter Hour Ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2011-09-17.
  35. Kondolojy, Amanda. (May 11, 2012) Thursday Final Ratings: 'Big Bang Theory', 'Idol', 'Vampire Diaries', 'Office', 'Secret Circle', 'Grey's' Adjusted Up; 'Touch', 'Scandal' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 13, 2012. ციტირების თარიღი: May 11, 2012.
  36. Shows A-Z - vampire diaries, the on the cw. The Futon Critic. ციტირების თარიღი: 2012-07-13.
  37. Kondolojy, Amanda. (2012-10-12) Thursday Final Ratings: 'The Vampire Diaries,' Quarter Hour Ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2012-10-12.
  38. The CW Announces Season Finale Dates Including ‘Arrow’, ‘Supernatural’, ‘Hart of Dixie’, ‘Nikita’, ‘Cult’, ‘The Vampire Diaries’ & More - Ratings | TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2013-03-21.
  39. Kondolojy, Amanda. (May 17, 2013) Thursday Final Ratings: 'Hannibal', 'The Big Bang Theory', 'The Vampire Diaries', 'Grey's Anatomy' & 'Office' Retrospective Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 22, 2013. ციტირების თარიღი: May 17, 2013.
  40. 40.0 40.1 Patten, Dominic. (May 23, 2013) Full 2012-2013 TV Season Series Rankings. Deadline. ციტირების თარიღი: May 24, 2013.
  41. Bibel, Sara. Thursday Final Ratings: 'Big Bang Theory', 'Grey's Anatomy' & 'The Originals' Adjusted Up; 'Parks And Recreation', 'Welcome to the Family', 'Sean Saves the World', 'Michael J. Fox Show', & 'Parenthood' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2013. ციტირების თარიღი: October 4, 2013.
  42. Kondolojy, Amanda. (February 26, 2014) The CW Sets Finale Dates for 'The Tomorrow People' , 'Star Crossed', 'The 100'and More + Airdates for 'Labyrinth'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 2, 2014. ციტირების თარიღი: February 26, 2014.
  43. Thursday Final Ratings: ‘The Big Bang Theory’ & ‘Grey’s Anatomy’ Adjusted Up; ‘Reign’ & ‘The Millers’ Adjusted Down - Ratings - TVbytheNumbers.Zap2it.com. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2014. ციტირების თარიღი: February 22, 2015.
  44. 44.0 44.1 The Deadline Team. Primetime TV Series 2013 Ratings & Rankings — Full List - Deadline. Deadline. ციტირების თარიღი: February 22, 2015.
  45. https://twitter.com/iansomerhalder/status/481873540832960513
  46. Thursday Final Ratings: ‘Grey’s Anatomy’, ‘Scandal’ & ‘How To Get Away With Murder’ Adjusted Up & Final Football Numbers - Ratings - TVbytheNumbers.Zap2it.com. TVbytheNumbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 17, 2015. ციტირების თარიღი: February 22, 2015.
  47. Bibel, Sara. (May 15, 2015) Thursday Final Ratings: 'The Blacklist' Adjusted Up; 'Reign' Adjusted Down; No Adjustment to 'Scandal'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: May 16, 2015.
  48. Lisa de Moraes. 2014-15 Full TV Season Ratings: Rankings For All Shows - Deadline. Deadline. ციტირების თარიღი: June 13, 2015.
  49. Porter, Rick. (May 16, 2016) Friday final ratings: 'The Amazing Race' finale and 'Grimm' adjust up, '20/20' adjusts down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2016. ციტირების თარიღი: May 16, 2016.
  50. Lisa de Moraes. Full 2015-16 TV Season Series Rankings: ‘Blindspot’, ‘Life In Pieces’ & ‘Quantico’ Lead Newcomers. Deadline. ციტირების თარიღი: May 30, 2016.
  51. ‘Hawaii Five-0,’ ‘Shark Tank,’ ‘Hell’s Kitchen’ adjust up, ‘Exorcist’ adjusts down: Friday final ratings
  52. Porter, Rick. (May 13, 2016) დაარქივებული ასლი. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2016. ციტირების თარიღი: March 10, 2016.
  53. Lisa de Moraes. Full 2015-16 TV Season Series Rankings: ‘Blindspot’, ‘Life In Pieces’ & ‘Quantico’ Lead Newcomers. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 15, 2020. ციტირების თარიღი: May 30, 2016.
  54. "2010 წლის თინეიჯერების არჩევანის გამარჯვებულები არიან ვაპირის დღიურები და ჭორიკანა". Teen Choice Awards. Retrieved 2010-08-19.
  55. "Saturn Awards nominations" დაარქივებული 2014-09-13 საიტზე Wayback Machine. . SaturnAwards.org. Retrieved 2010-08-19.
  56. "PCA Awards/Nominees". People's Choice Awards. Retrieved 2010-08-19.
  57. http://www.chiff.com/pop-culture/teen-choice-awards.htm
  58. 58.0 58.1 Lambert, David. (2010-06-04) ვამპირის დღიურების DVD რელიზის თარიღი ცნობილია. TV Shows on DVD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-11. ციტირების თარიღი: 2010-06-04.
  59. ვამპირის დღიურები - სეზონი 1 [DVD [2009]]. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2010-03-29.
  60. ვამპირის დღიურები - 1 სეზონი მთლიანად. EzyDVD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2010-03-30.
  61. ვამპირის დღიურები: პირველი სეზონი მთლიანად [Blu-ray]: Nina. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
  62. ვამპირის დღიურები: პირველი სეზონი მთლიანად Blu-ray: Amazon.ca:DVD. Amazon.ca (2010-07-19). ციტირების თარიღი: 2010-08-22.
  63. ვამპირის დღიურები: პირველი სეზონი მთლიანად 4pc Blu-ray US Import: Amazon.co.uk: DVD. Amazon.co.uk. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
  64. In Portuguese: "Listão de lançamentos para AGOSTO!" დაარქივებული 2010-07-06 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 2010-08-28.
  65. ამპირიდ დღიურები: პირველი სეზონი მთლიანად (4 Disc Set) (Blu-ray) (FREE Replica Necklace) @ EzyDVD. EzyDVD.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-09. ციტირების თარიღი: 2010-08-22.
  66. "Comic Con 2011 Announcement". TheWB.com. Retrieved 2011-07-23.
  67. "Amazon UK Season 2 Blu-ray". Retrieved 2011-07-23.