ნინა დობრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნინა დობრევი
Nina Dobrev, 2012.jpg
დაბ. თარიღი ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევა
9 იანვარი, 1989 (1989-01-09) (29 წლის)
სოფია, ბულგარეთი
ეროვნება ბულგარელი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2006 - დღემდე
პარტნიორ(ებ)ი იან სომერჰალდერი (2010–2013)
მშობლები მამა: კონსტანტინ დობრევი
დედა: მიჰაელა დობრევი
ჯილდოები Teen Choice Award ჯილდო 6 ჯერ, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ფანტანსტიკურ ჟანრში და 4 ჯერ People's Choice Award
საიტი

ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევა (დ. 9 იანვარი, 1989) — ბულგარელ-კანადელი მსახიობი და მოდელი. მან შეასრულა მარტოხელა თინეიჯერი დედის როლი სერიალის „დეგრასი: შემდეგი თაობა“ მეექვსე-მეცხრე სეზონებში. მსახიობი ამჟამად თამაშობს ორ პერსონაჟს, ელენა გილბერტს და კატერინა პირსს, The CW-ის სერიალში „ვამპირის დღიურები“.

ადრეული წლები და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინა გადავიდა საცხოვრებლად კანადაში, როცა ის იყო 2 წლის. ის გაიზარდა ტორონტოში. მსახიობი საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და ბულგარულ ენებზე. ნინას ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა — პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი.

მსახიობმა დაამთავრა საშუალო სკოლა, სადაც სწავლობდა ბალეტსა და მხატვრულ ტანვარჯიშს. შემდგომ ის სწავლობდა სოციოლოგიას რაიერსონის უნივერსიტეტში. 2008 წელს ნინამ დატოვა უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. ნინას ნამდვილი სახელია — ნიკოლინა, რომელიც მისი ბებიის საპატივსაცემოდ დაარქვეს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოდელო კარიერამ ნინას გზა გაუხსნა მსახიობობისკენ. მან ითამაშა ფილმებში „Fugitive Pieces“, „Away from Her“, „Never Cry Werewolf“ და სერიალში „Degrassi: The Next Generation“. ნინა 2009 წლიდან თამაშობს მთავარ როლს The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის ასრულებს ორ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟ კატერინა პეტროვას, ვამპირს, რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკული სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირ დეიმონ და სტეფან სალვატორებს, სერიალის სცენარისტებმა ნინა როლზე დამტკიცეს იმის მიუხედავად, რომ ის შავგრემანი იყო, ელენა გილბერტის პერსონაჟი ქერათმიანია.

2011 წლის აპრილში ნინა დაამტკიცეს ფილმში „მარტოსულობის უპირატესობანი“, ემა უოტსონთან ერთად. 2015 წელს კი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „უკანასკნელი გოგონები“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს იენ სომერჰალდერმა დაადასტურა, რომ ხვდებოდა ნინა დობრევს, რომელიც „ვამპირის დღიურების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2013 წლის მაისში მათი 3 წლიანი ურთიერთობა დასრულდა. 2015 წლის ზაფხულში კი გავრცელდა ნინა დობრევის პაპარაცული ფოტოები ახალ ბოიფრენდთან ოსტინ სტოუელთან ერთად კუნძულ სან-ტროპეზე საფრანგეთში. მალე წყვილმა ოფიციალურად დადასტურა, რომ ერთმანეთს ხვდებიან.

მაგრამ ისინი 2016 წელს დაშორდნენ. ახლა ნინა "კივილის დედოფლების" ვარსკვლავ გლენ პაუელს ხვდება.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ფილმი გმირი
2006 Away from Her მონიკა
2006 Playing House შანია
2006-2009 Degrassi: The Next Generation მია ჯონსი
2007 How She Move გოგონა აბაზანაში
2007 The Poet რეიჩელი
2007 Fugitive Pieces ბელა
2007 My Daughter's Secret ჯასტინა
2007 Too Young to Marry ჯესიკა
2008 The American Mall ელი შეპარდი
2008 Never Cry Werewolf ლორენ ჰენსეტი
2008 The Border მაია
2009 Chloe ანა
2009 Eleventh Hour გრეისი
2009 ვამპირის დღიურები ელენა გილბერტი/კეტრინ პირსი
2011 The Super Hero Squad Show ელენი
2011 The Roommate მაია
2011 Arena ლორი
2012 The Perks of Being a Wallflower კენდესი
2014 მოდი ვიყოთ პოლიციელები ჯოსი
2015 The Final Girls ვიკი
2017 xXx: Return of Xander Cage ბეკი
2017 Flatliners მარლო
2017 Departures იზი

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Title Role Notes
2017 Workaholics Courtnee Episode: "Termidate"
2016 Lip Sync Battle Herself Episode: "Tim Tebow vs. Nina Dobrev"
2014 Robot Chicken Cortana / Abby / Jenny Curran Voice role; episode: "Panthropologie"
2014 The Originals Tatia Episode: "Red Door"
2011 Family Guy Lois' High School Bully Voice role; episode: "Trading Places"
2011 The Super Hero Squad Show Ellen Voice role; episode: "This Man-Thing, This Monster!"
2009–2017 The Vampire Diaries Elena Gilbert / Katherine Pierce / Amara Lead role (seasons 1–6); uncredited voice role (season 7); guest star (season 8): 134 episodes
2009 Eleventh Hour Grace Dahl Episode: "Eternal"
2009 Degrassi Goes Hollywood Mia Jones Television film
2009 Merry Madagascar Cupid the Reindeer Christmas special; voice role
2008 The Border Stephenie Episodes: "Blowback", "Articles of Faith"
2008 Never Cry Werewolf Loren Hansett Television film
2008 The American Mall Ally Shepherd Television film
2007 My Daughter's Secret Justine Dysert Television film
2007 Too Young to Marry Jessica Carpenter Television film
2006–2009 Degrassi: The Next Generation Mia Jones Recurring role (season 6); main role (seasons 7–8); guest star (season 9): 52 episodes
2006 Playing House Young Frannie McKenzie Television film

ჯილოდები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Year Nominated work Association Category Result
2010 ვამპირის დღიურები Teen Choice Awards Choice TV Breakout Star – Female გაიმარჯვა
Choice TV Actress – Fantasy/Sci-Fi გაიმარჯვა
Young Hollywood Awards Making Their Mark გაიმარჯვა
Cast to Watch (with Paul Wesley and Ian Somerhalder) გაიმარჯვა
2011 ვამპირის დღიურები Teen Choice Awards Choice TV Actress – Fantasy/Sci-Fi გაიმარჯვა
Choice Hottie – Female ნომინირებული
Choice Vampire ნომინირებული
2012 ვამპირის დღიურები People's Choice Awards Favorite TV Drama Actress გაიმარჯვა
Teen Choice Awards Choice TV Actress – Fantasy/Sci-Fi გაიმარჯვა
The Perks of Being a Wallflower San Diego Film Critics Society Best Ensemble Performance გაიმარჯვა
2013 ვამპირის დღიურები People's Choice Awards Favorite Dramatic TV Actress ნომინირებული
Teen Choice Awards Choice TV Actress – Fantasy/Sci-Fi გაიმარჯვა
2014 ვამპირის დღიურები People's Choice Awards Favorite Sci-Fi/Fantasy TV Actress ნომინირებული
Favorite On-Screen Chemistry (with Ian Somerhalder) გაიმარჯვა
mtvU Fandom Awards Ship Of The Year (with Ian Somerhalder) გაიმარჯვა
Teen Choice Awards Choice TV Actress: Fantasy/Sci-Fi გაიმარჯვა
Young Hollywood Awards Fan Favorite Actor – Female ნომინირებული
Best Threesome (with Paul Wesley and Ian Somerhalder) გაიმარჯვა
2015 ვამპირის დღიურები People's Choice Awards Favorite Sci-Fi/Fantasy TV Actress ნომინირებული
Favorite TV Duo (with Ian Somerhalder) გაიმარჯვა
Teen Choice Awards Choice TV Actress: Fantasy/Sci-Fi გაიმარჯვა
Choice TV: Liplock (with Ian Somerhalder) გაიმარჯვა
2017 xXx: Return of Xander Cage Teen Choice Awards Choice Movie Actress: Action Pending

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]