შინაარსზე გადასვლა

პირველშობილები (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველშობილები

ტელესერიალის ლოგო
ჟანრი ზებუნებრივი დრამა
საშინელებათა
ფენტეზი
ავტორი ჯული პლეკი
ეფუძნება ვამპირის დღიურები
მონაწილეობენ ჯოზეფ მორგანი
დენიელ გილისი
კლერ ჰოლტი
ფიბი ტონკინი
ჩარლზ დეივისი
დენიელა კემპბელი
ქვეყანა  აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 5
ეპიზოდი 66
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ჯული პლეკი
პროდიუსერ(ებ)ი ლესლი მორგენშტეინი
ჯინა ჯიროლამო
ხანგრძლივობა 42წთ
კომპანია Outerbanks Entertainment
Alloy Entertainment
CBS Television Studios
Warner Bros. Television
ეთერი
ორიგინალური არხი The CW
ქრონოლოგია
წინა 3
შემდეგი ბოლო სეზონი
საიტი

პირველშობილები (ინგლ. The Originals) — ამერიკული ტელესერიალი, რომელიც ჩამოყალიბდა 2013 წელს და ეფუძნება „ვამპირის დღიურებს“. ცნობილია ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში. მთავარი როლის შემსრულებელია ინგლისელი მსახიობი ჯოზეფ მორგანი. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: დენიელ გილისი, კლერ ჰოლტი, ნეიტ ბუზოლიკი, ჩარლს მაიკლ დევისი, ლიჰ პაიპსი, დანიელა კემპბელი და სხვა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ზემოთხსენებული ტელესერიალისან (ვამპირის დღიურები) მაიკლსონების ოჯახი რომლებიც პირველყოფილი ვამპირები არიან ნიუ ორლეანში მიდიან საცხოვრებლად. ნიკლაუს მაიკლსონი არის რებეკას, ელაიჯას, კოლის, ფინის და ფრეიას ნახევარძმა.მისი ნამდვილი მამა მაქცია იყო, მიუხედავად იმისა რომ დედამისმა, ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ჯადოქარმა ესტერმა შეძლო კლაუსის მეორე მხრის დაბლოკვა მან მაინცგააღვიძა ის და ჰიბრიდი გახდა. მაიკლსონების მამა მაიკლი ზედმეტად ამაყი იყო და კლაუსის მიმართ ყოველთვის სისასტიკეს იჩენდა. რა თქმა უნდა, როცა ესტერმა 1000 წლის წინ მთელი თავისი ოჯახი მაგიის საშუალებით ვამპირებად აქცია ყველას ემოციები გამძაფრდა, მათ შორის მაიკლისაც. კლაუსი კლავს დედამისს, თუმცა და-ძმებს ეუბნება რომ ეს მაიკლმა გააკეთა. ელაიჯა, რებეკა და კლაუსი პირობას დებენ (Always and forever) რომ მუდამ ერთად იქნებიან, დაიცავენ ოჯახს.

ფინი 900 წელს ატარებს კუბოში მაგიური ხანჯლით გულში, რომელიც თეთრი მუხის ფერფლშია ამოვლებული,(თეთრი მუხა არის ხე, რომელმაც უკვდავობა აჩუქა პირველ ვამპირებს ისტორიაში, მგლებისგან თავის დასაცავად, თუმცა მასვე შეუძლია მისი უკან წართმევა)რებეკამ 90წელი, კოლმა საუკუნე. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ კლაუსს როცა დასჭირდებოდა მაშინ ასობდა მაგიურ კენჟალს მათ გულში.

ელაიჯა ცნობილია როგორც კეთილი ძმა, რომელიც ყოველთვის ასრულებს დანაპირებს, ხოლო რებეკა ნიკლაუსის და ელაიჯას საყვარელი და, რომელსაც სიყვარულის უფლებაც კი არ აქვს.

როცა კლაუსი ჰიბრიდად იქცევა შვილის ყოლის შესაძლებლობა ეძლევა, მისი ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, თუმცა ეს იქამდე არ იცის სანამ მაქცია ჰეილი მარშალი მისგან არ დაფეხმძიმდება. სწორედ აქ იწყება პირველშობილების 1 სერია. ელაიჯა და კლაუსი ბრუნდებიან ნიუ ორლეანში ვინაიდან ჰგონიათ, რომ ჯადოქარი კლაუსის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავს. ელაიჯა გაარკვევს, რომ ჯადოკრების კლანს მხოლოდ სურს კლაუსის შვილობილის მარსელ ჯერარდის განდევნა ფრანგული კვარტალიდან, რომელიც ახლა მის მეფედ ითვლება. მაიკლსონებს ეგონათ, რომ რებეკას სიყვარული და კლაუსის შვილობილი მარსელი ხანძარს ემსხვერპლა, თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა. ელაიჯა დაარწმუნებს კლაუსს, რომ გადაარჩინოს თავისი შვილი და მისი დედა, რადგან ეს მათი ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გზაა. კლაუსი დასთანხმდება და ნიუ ორლეანის მეფობის სურვილით შეპყრობილი, ჯადოქრების შემოთავაზებას მიიღებს.

მალე რებეკაც ბრუნდება, რომელიც მარსელის მხარესაა და ნიკლაუსის წინააღმდეგ მიდის სიყვარულისთვის. ელაიჯა ამას არ ეთანხმება ამას.სერიალში ასევე ჩნდება კამილა ო'კონელი რომელიც თანდათან კლაუსსა და მარსელს უყვარდებათ. ასევე დავინა კლერი, რომელიც ბოლო ასწლეულის მანძილზე უძლიერესი 16 წლის ჯადოქარი და მარსელის უახლოესი მეგობარია, მან ხომ ის სიკვდილს გადაარჩინა.

პირველი სეზონის ბოლოს დავინა მარსელის დაქვემდებარებისგან განთავისუფლდება. კლაუსი ყველაფერს მიიღებს რაც სურს, თუმცა ჯადოქრები მისი დაუბადებელი შვილის მოკვლას განიზრახავენ (ტრიბრიდი ბავშვი ყველაზე ძლიერი არსება იქნება-ჯადოქარი, ვამპირი და მაქცია). მიუხედავად რებეკას ღალატისა კლაუსი მკვდრათ აცხადებს შვილს რათა დაიცვას იგი, და ყველაზე ახლობელ ადამიანს თავის დას სთხოვს მის წაყვანას. პირველი სეზონი კლაუსის ამაღელვებელი სიტყვებით მთავრდება. პატარას მშობლები ჰოუპს დაარქმევენ, რაც ქართულად იმედს ნიშნავს. ამას მოსდევს კიდევ ორი სეზონი, უამრავი თავგადასავლები და ახალი პერსონაჟები.

მსახიობიროლიშესაძლებლობებიროლის მნიშვნელობა
ჯოზეფ მორგანინიკლაუს მაიკლსონიპირველშობილი ჰიბრიდირეგულარული
დენიელ გილისიელაიჯა მაიკლსონიპირველშობილი ვამპირირეგულარული
კლერ ჰოლტირებეკა მაიკლსონიპირველშობილი ვამპირირეგულარული
ფიბი ტონკინიჰეილიმაქციარეგულარული
ჩარლზ დეივისიმარსელივამპირირეგულარული
დენიელა პინედასოფი დევეროჯადოქარირეგულარული
დანიელ კემბელიდავინაჯადოქარირეგულარული
ლეა პაიპსიკამილაადამიანირეგულარული
კალარდ ჰარისიტიერივამპირიპერიოდული
ეკა დარვილიდიეგოვამპირიპერიოდული
შენონ კეინისაბინაჯადოქარიპერიოდული
ალექსანდრა მეთზიქეითიჯადოქარიპერიოდული
სტივენ კრუგერიჯოშიადამიანიპერიოული
ტოდ სტეშვიკიმამა კირენიადამიანიპერიოდული
უცნობიატიმიუცნობიაპერიოდული
უცნობიასელესტეუცნობიამეორეხარისხოვანი
სებასტიან როშემიკაელ მაიკლსონიპირველშობილი ვამპირიმეორეხარისხოვანი
ნათანიელ ბუზოლიჩიკოლ მაიკლსონიპირველშობილი ვამპირიმეორეხარისხოვანი
ალის ევანზიესთერ მაიკლსონიჯადოქარიმეორეხარისხოვანი
#  სათაური    რეჟისორი    ავტორი    პრემიერა    პროდუქტის  
  კოდი  
  ნახვები აშშ-ში  
  (მილიონებში)  
0"პირველშობილები"კრის გრისმერიჯული პლეკი25 აპრილი, 2013 წელი2J66702.24
#  სათაური    რეჟისორი    ავტორი    პრემიერა    პროდუქტის  
  კოდი  
  ნახვები აშშ-ში  
  (მილიონებში)  
1"ყოველთვის და სამუდამოდ"კრის გრისმერიჯული პლეკი და მაიკლ ნარდუჩი3 ოქტომბერი, 2013 წელი2J78022.21
2"აჯანყებული ვაჟის სახლი"ბრედ ტერნეტიდაიან ადემუ-ჯონი და დიქლან დე ბარა8 ოქტომბერი, 2013 წელი2J78011.92
3"სილურჯეში დახლართული"კრის გრისმერიეშლი ლაილი და ბარტ ნიკერსონი15 ოქტომბერი, 2013 წელი2J78032.22
4"ინტერვიუ ვამპირთან"ჯესი ვორნიმიშელ ფარადაისი და მაიკლ ნარდუჩი22 ოქტომბერი, 2013 წელი2J78042.23
5"ცოდვილები და წმინდანები"კრის გრისმერიმარგარეტ მაკინტაიერი და ჯული პლეკი29 ოქტომბერი, 2013 წელი2J78052.05
6"მოწამლული ხის ნაყოფი"მაიკლ ალოვიციჩარლი შარბენოუ და დაიან ადემუ-ჯონი5 ნოემბერი, 2013 წელი2J78062.03
7"სისხლდენა"ჯეფრი ჰანტიმაიკლ რუსო და მაიკლ ნარდუჩი19 ნოემბერი, 2013 წელი2J78072.40
8"მდინარის უკუსვლა"ჯესი ვორნიჯული პლეკი და დიქლან დე ბარა26 ნოემბერი, 2013 წელი2J78082.38
9"ტკივილის ბატონობა ნიუ-ორლეანში"ჯოშუა ბათლერიეშლი ლაილი და ბარტ ნიკერსონი3 დეკემბერი, 2013 წელი2J78092.33
10"გოგონები ყუთიდან"ჯესი ვორნიჩარლი შარბენოუ და მაიკლ ფარადაისი14 იანვარი, 2014 წელი2J78102.07
11"Après Moi, Le Déluge"ლესლი ლიბმენიმარგარეტ მაკინტაიერი და დაიან ადემუ-ჯონი21 იანვარი, 2014 წელი2J78112.51
12"Dance Back from the Grave"რობ ჰარდიმაიკლ რუსო და მაიკლ ნარდუჩი28 იანვარი, 2014 წელი2J78122.32
13"ნახევარმთვარის ქალაქი"კრის გრისმერიმაიკლ ნარდუჩი და ჯული პლეკი4 თებერვალი, 2014 წელი2J78132.10
14"ჯოჯოხეთიდან დასაბრუნებელი გრძელი გზა"მეთ ჰესტინგსიეშლი ლაილი და ბარტ ნიკერსონი25 თებერვალი, 2014 წელი
154 მარტი, 2014 წელი
1611 მარტი, 2014 წელი
1718 მარტი, 2014 წელი

ჯილდოები და ნომინაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელიჯილდოკატეგორიაწარდგენილებიშედეგი
2014 People's Choice Awards (მე-40) ახალი ფავორიტი ტელე დრამა პირველშობილები ნომინირებული
ფავორიტი მსახიობი ახალ სერიებში ჯოზეფ მორგანი მოგებული

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]