ელენა გილბერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელენა გილბერტი
„ვამპირის დღიურები“ - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა 1 სეზონის 1 სერია
ბოლო გამოჩენა 6 სეზონის 22 სერია
მიზეზი კაიმ დაადო ძილის შელოცვა, არ გაიღვიძებს სანამ ბონი არ მოკვდება
შემქმნელი ჯული პლეკი, კევინ უილიამსონი
მსახიობი ნინა დობრევი
ინფორმაცია
სახეობა ადამიანი (1-3 სეზონი, 6 სეზონის 20 სერიიდან); ვამპირი (4-6 სეზონი), ორეული
სქესი მდედრობითი
დაბ. თარიღი 22 ივნისი 1992
საქმიანობა სკოლის მოსწავლე (ადრე), სტუდენტი
ოჯახი გრეისონ გილბერტი (მამობილი), მირანდა გილბერტი (დედობილი), ჯონ გილბერტი (ბიოლოგიური მამა), იზაბელ ფლემინგი (ბიოლოგიური დედა), ჯერემი გილბერტი (ძმა/ბიოლოგიური ბიძაშვილი), ჯენა სომერსი (დეიდა)

ელენა მერი გილბერტი (ინგლ. Elena Marie Gilbert) — ამერიკული ტელესერიალ „ვამპირის დღიურების“ პერსონაჟი. შექმნილია ჯული პლეკის და კევინ უილიამსონის მიერ, ლიზა ჯეინ სმითის ამავე სახელწოდების რომანების მიხედვით, სადაც ელენა ასევე მთავარი პერსონაჟია. სერიალში ელენას როლს ასრულებს ნინა დობრევი.

ელენა გილბერტი ცხოვრობს ვირჯინიის შტატის გამოგონილ ქალაქში, მისტიკ-ფოლსში, პატარა ძმა ჯერემისთან და დეიდა ჯენასთან ერთად. ეს უკანასკნელი და-ძმის ოფიციალური მეურვე გახდა, მას შემდეგ რაც მათი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ელენა სასიყვარულო სამკუთხედშია ვამპირებთან - სტეფან და დეიმონ სალვატორებთან. მოვლენების განვითარების შემდეგ ირკვევა, რომ ელენა არის მისი წინაპრის - კეტრინ პირსის ორეული, რის გამოც ზებუნებრივი არსება გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ელენა და კეტრინი ორი ურთიერსაწინააღმდეგო ხასიათის ადამიანია, ნინა დობრევმა მეოთხე სეზონში თქვა, რომ მოსწონს ორივე პერსონაჟის თამაში.[1]

მე-4 სეზონში ელენა გარდაიქმნება ვამპირად, რაც მის მსოფლმხედველობას და ხასიათს ცვლის.

მე-6 სეზონის 22-ე სერიაში ელენა იძინებს კაის შელოცვის გამო და გაიღვიძებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბონი მოკვდება.

პერსონაჟის ზოგადი სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინა დობრევი, ელენა გილბერტის როლის შემსრულებელი

წიგნებში ელენა აღწერილია როგორც „საუკეთესო“ გოგონა, პოპულარული, ეგოისტი, ქერა მოლურჯო-ცისფერი თვალებით. თუმცა ტელესერიალის პროდიუსერებმა ჯული პლეკმა და კევინ უილიამსონმა გადაწყვიტეს, რომ ესეთი აღწერა სერიალისთვის არ იქნება კარგი. და ამიტომ, მათ სერიალის ელენა დაგვიხატეს როგორც მორცხვი და გამგები გოგონა.[1] პერსონაჟის ხასიათის ცვილებასთან ერთად შეიცვალა მისი გარეგნობაც — ქერა თმა და ცისფერი თვალები შეიცვალა გრძელ ყავისფერ თმებსა და თვალებზე.

პირადი ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლ უესლი (სტეფან სალვატორე), ნინა დობრევი (ელენა გილბერტი) და იენ სომელჰოლდერი (დეიმონ სალვატორე)

ავტოკატასტროფამდე ხვდებოდა მეტ დონოვანს, და როგორც ელენას მეგობარმა კეროლაინ ფორბსმა თქვა, „ისინი ერთმანეთისთვის პირველები იყვნენ“. იმ დღეს, როდესაც გილბერტების მანქანა ხიდიდან გადავარდა, ელენა წვეულებაზე იყო, სადაც მან და მეტმა იჩხუბეს, იმიტომ რომ მეტი მომავლის გეგმებს აწყობდა, ელენას კი ეს არ უნდოდა.

ელენას თქმით, მათ შორის არ იყო ნამდვილი სიყვარული და მეტთან დაშორება ავტოკატასტროფამდეც უნდოდა.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისის მერე დაიწყო ურთიერთობა სტეფან სალვატორთან.

სიუჟეტის განვითარების მერე, ელენას გრძნობები უჩნდება სტეფანის ძმის, დეიმონისადმი. და მას მერე რაც ელენა ვამპირი ხდება, ისინი ურთიერთობას იწყებენ.

მე-4 სეზონის ფინალში ელენა, რომელიც დეიმონთან “სისხლის კავშირისგან„ თავისუფლდება, ამტკიცებს, რომ უყვარს დეიმონი, მიუხედავად მისი ყველაზე ცუდი თვისებებისა.

როდესაც სტეფანის და დეიმონის ხასიათის განსხვავებებზე ლაპარაკობდა, ნინამ თქვა რომ მათ „აქვთ განსხვავებული თვისებები, რომლებიც ძალიან მიმზიდველია“, რაც ჯამში „იდეალურ მამაკაცს გვაძლევს“, „სტეფანი სრულყოფილი, ტკბილი, დამცველი და მოსიყვარულეა, დეიმონი კი — სპონტანური და ჭკვიანი, მხიარული და საინტერესო.“ ინტერვიუში TVLine-სთან ჯული პლეკმა თქვა, რომ „ელენას და დეიმონის“ წყვილის ელენას „ნამდვილად სჯერა, რომ მისი გრძნობები 100%-ით ნამდვილია“ და წყვილი „ხვდებიან რომ არ უნდა იყვნენ, მაგრამ მაინც უნდათ.“ [2]. სტეფანს გული გატეხილი აქვს, რადგან თვლის რომ ელენამ და დეიმონმა უღალატეს [3].თუმცა საბოლოოდ სტეფანი ელენას ივიწყებს და კეროლაინთან იწყებს ურთიერთობას.[4]

ხასიათი და როლი სერიალში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენა — სერიალის მთავარი გმირია. გოგონას ბედი სიუჟეტის ცენტრშია, მასთან ასე თუ ისე დაკავშირებულია ყველა მთავარი მოვლენა ვამპირის დღიურებში. სერიალის დასაწყისში, ელენა ჩვეულებრივი გოგონაა, რომელიც „ჩვეულებრივი ცხოვრებით“ ცხოვრობს, მაგრამ ამასთან ერთად იგი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლია, რამდენიმე თვის წინ მას დაეღუპა მშობლები ავტოკატასტროფაში. „მსხვერპლის“ როლი ელენასთან მთელი სერიალი დარჩება, თუმცა მოგვიანებით იგი შეძლებს და „ფერფლისგან აღსდგება“. ელენა ნაჩვენებია როგორც კეთილი, მართალი, გაბედული და სულიერად ძლიერი გოგონა, რომელსაც შეუძლია უანგაროდ და თავდადებით შეიყვაროს. ელენა ასევე ერთგული მეგობარია, რომელიც ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის. მისი უნარი თავი გაწიროს რათა საკუთარი ახლობელი ადამიანები გადაარჩინოს, ესაა მისი მთავარი განსხვავება კეტრინისგან.

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენა გილბერტი დაიბადა 1992 წლის 22 ივნისს. სერიალის დასაწყისში, ცხოვრობს ვირჯინიის შტატის გამოგონილ ქალაქ მისტიკ-ფოლსში და არის ჯონ გილბერტის და იზაბელ ფლემინგის შვილი. ასევე მირანდა და გრეისონ გილბერტის შვილობილი. მას ჰყავს უმცროსი ძმა ჯერემი გილბერტი და დეიდა ჯენა სომერსი. მირანდა და გრეისონი ავტოკატასტროფაში იღუპებიან და ჯენა ხდება ელენას და ჯერემის ოფიციალური მეურვე.

სიუჟეტური ხაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენას განიცდის მშობლების დაღუპვას, მაგრამ სკოლაში დაბრუნების დრო მოდის. პირველივე დღეს ის ხვდება ახალ მოსწავლეს სტეფან სალვატორს. ისინი მალევე პოულობენ საერთო ენას და ურთიერთობას იწყებენ. ელენა ასევე უყვარდება სტეფანის უფროს ძმას — დეიმონს. მალე ელენა აღმოაჩენს, რომ სტეფანი და დეიმონი ვამპირები არიან. სტეფანის ოთახში ელენა პოულობს გოგოს პორტრეტს, რომელიც საოცრად ჰგავს მას, და სტეფანი იძულებულია მოუყვეს ელენას რომ ზუსტად ამ გოგომ 145 წლის წინ გადააქცია ის და დეიმონი ვამპირებად, და ამის გამო ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ასევე სტეფანი უყვება ელენას საიდუმლოს იმ ღამის შესახებ, როდესაც ელენას მშობლები დაიღუპნენ. სტეფანის დახმარებით ელენა არკვევს, რომ გრეისონი და მირანდა გილბერტი არ არიან მისი ბიოლოგიური მშობლები. მისი ბიოლოგიური მამა აღმოჩნდება ჯონ გილბერტი, რომელსაც იგი ბიძად თვლიდა და დიდად არასდროს არ უყვარდა. ბიოლოგიური დედა კი — იზაბელ ფლემინგია, რომელიც მოზარდობის დროს დაორსულდა, გრეისონ გილბერტის კლინიკაში იმშობიარა და შემდეგ უკვალოდ გაქრა.

მეორე სეზონში ელენა არკვევს, რომ ის არის კეტრინ პირსის ორეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლად უნდა იყოს შეწირული მაქციის წყევლისგან გასანთავისუფლებლად პირველშობილი ვამპირის, კლაუსის მიერ. საბოლოოდ, ელენა კვდება რიტუალის დროს, თუმცა მას ჯონ გილბერტი გადაარჩენს რომელიც გრძნეული ბონის შელოცვით საკუთარ სიცოცხლეს წირავს შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ელენას დეიდა ჯენა, როგორც რიტუალის ნაწილი, იყო გადაქცეული ვამპირად და მოკლული კლაუსის მიერ, რითიც ელენა მეურვის გარეშე რჩება. 2 სეზონის ბოლოს ელენა პატიობს დეიმონს რომელიც იმ მომენტში მაქციის ნაკბენით კვდება, პატიობს იმას, რომ დეიმონმა თავისი სისხლი დაალევინა და კოცნის იმიტომ, რომ ჰგონია რომ ეს დეიმონის ბოლო წუთებია. თუმცა ცოტა მოგვიანებით დეიმონი გამოჯანმრთელდება კლაუსის სისხლის დახმარებით. კლაუსის სისხლი რომ მოიპოვოს, სტეფანი უნდა გახდეს დაუნდობელი მკვლელი და მასთან ერთად წავიდეს.

მთელი მესამე სეზონი ელენა მთელი ძალებით ცდილობს დაუბრუნოს სტეფანს მისი ადამიანობა, რომელიც კლაუსმა „გამოურთო“. ამაში, და ასევე პირველშობილ ჰიბრიდთან ბრძოლაში მას ეხმარება დეიმონი, რის გამოც ისინი უფრო და უფრო ახლოვდებიან. მოგვიანებით ელენა გამოუტყდება სტეფანს, რომ მისი ძმის მიმართ გრძნობები გააჩნია. მათი საერთო მოგზაურობის დროს დენვერში, ელენა და დეიმონი პირველად კოცნიან ერთმანეთს, თუმცა ამას ხელს ჯერემი უშლის. ელენა საბოლოოდ იბნევა ძმებს შორის გრძნობებში. თუმცა სეზონის ბოლოს ის მაინც ირჩევს სტეფანს, რადგან პირველი მას შეხვდა (ყოველშემთხვევაში ასე ჰგონია ელენას). დენვერიდან დაბურნების შემდეგ, რემონტის დროს, ელენა გონებას ჰკაგავს და ჯერემის ის საავადმყოფოში მიჰყავს. მაგრამ სიტუაცია უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ექიმი მერედიტ ფელი ელენას ვამპირის სისხლს უკეთებს. ალარიკი, როგორც მეურვე, ცდილობს ელენა წაიყვანოს საავადმყოფოდან, მაგრამ ჯერემი ასწრებს მას. მოგვიანებით ჯერემი და მეტი გადაწყვეტენ ელენა ქალაქიდან წაიყვანონ. როდესაც ალარიკი კლავს კლაუსს, მთელი მის მიერ გადაქცეული ვამპირები საფრთხის ქვეშ დგებიან (ძმები სალვატორები, კეროლაინ ფორბსი, ტაილერი). ამ მომენტში ელენა ქალაქიდან ჰყავს წაყვანილი მეტს. ამიტომაც მას უწევს არჩევანის გაკეთება: დაემშვიდობოს დეიმონს, ან სტეფანს, კეროლაინს და ტაილერს. ელენა სტეფანს ირჩევს და როდესაც მეტთან ერთად ქალაქში ბრუნდება, გზაზე მათ ეღობებათ პირველშობილი ვამპირი, კლაუსის და რებეკა. მანქანა წყალში ვარდება, და როდესაც ავარიის ადგილას სტეფანი მოდის, ელენა სთხოვს მას რომ მეტი გადაარჩინოს. სტეფანი ასეც იქვცევა, ელენა კვდება, თუმცა რადგან მის ორგანიზმში ვამპირის სისხლი იყო, ვამპირად ცოცხლდება. ვამპირად გადაქცევის დროს ელენას ახსენდება, რომ დეიმონი მას პირველი შეხვდა, იმ ღამეს, როცა ელენას მშობლები დაიღუპნენ, თუმცა შემდეგ დეიმონმა ეს შეხვედრა დაავიწყა თავისი ვამპირული ძალების მეშვეობით.

მეოთხე სეზონის დასაწყისში, ელენას აქვს არჩევანი, გახდეს ვამპირი და დაასრულოს გადაქცევა, თუ ადამიანად დარჩეს და მოკვდეს. ელენა გადაწყვეტს რომ ვამპირი იყოს, თუმცა მისი ორგანიზმი არ იღებს ცხოველის სისხლს, ასევე არც დონორის სისხლს. მოგვიანებით ელენა სტეფანს შორდება, რადგან დეიმონთან გრძნობები უძლიერდება, მაგრამ დეიმონს ეჭვი ეპარება ამ გრძნობების ჭეშმარიტებაში, იმიტომ რომ დეიმონი და ელენა „სისხლით არიან შეკრულები“. ასევე ის იგებს რომ არსებობს ვამპირიზმის წამალი და სტეფანი კლაუსთან ერთად ეძებს მას(აღმოჩნდა კლაუსი არ მომკვდარა, უბრალოდ ტაილერის სხეულში გადავიდა დროებით.)წამლის მოძებნის დროს ჯერემი კვდება და ელენას უწევს ადამიანობა „გამორთოს“, რადგან ტკივილს ვერ უმკლავდება. ელენას გრძნობები უბრუნდება მას შემდეგ, რაც დეიმონი მეტის მოვკლას ცდის. ამის შემდეგ ელენა ყველა მის ემოციას ცუდ კეტრინის წინააღმდეგ მიმართავს. იმართება ბრძოლა და შედეგად კეტრინი ვამპირიზმისგან წამალს იღებს. სეზონის ბოლოს ელენა „სისხლის კავშირს“ წყვიტავს და დეიმონს თავისი ნამდვილი გრძნობების შესახებ ეუბნება, მას დეიმონი მაინც უყვარს და ისინი ერთად რჩებიან.

მეხუთე სეზონი იწყება იმით, რომ ელენა წერს ბონის, თუმცა არც კი იცის რომ ბონი მოკვდა, რათა ჯერემი გადაერჩინა... საბოლოოდ ბონი ბრუნდება, თუმცა სეზონის ბოლოს დეიმონი და ბონი ქრებიან (კიდევ ერთხელ)...

მეექვსე სეზონში ელენა სთხოვს ალარიკს, წაუშალოს მახსოვრობა იმაზე, რომ დეიმონი უყვარდა, რადგან ვერ უმკლავდება დეიმონის დაკარგვას, თუმცა დეიმონი მალე ბრუნდება. ელენას უნდა მახსოვრობა დაიბრუნოს, მაგრამ ალარიკი ადამიანი ხდება და უკვე აღარ შეუძლია მისი დახმარება. სიუჟეტის მიხედვით ელენას ისევ უყვარდება დეიმონი და ისევ იწყებენ ურთიერთობას. 6 სეზონის 22 სერიაში კაი ბონის და ელენას სიცოცხლეს ერთმანეთს უკავშირებს და ძილის შელოცვას ადებს ელენას. ელენა იძინებს და არ გაიღვიძებს იქამდე, სანამ ბონი არ მოკვდება. ელენას კუბოს სალვატორების საგვარეულო აკლდამაში მარხავენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]