მეტ დეივისი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან მეთიუ დეივისი)
| მეტ დეივისი | |
|---|---|
|
მეტ დეივისი 2013 წლის ივნისში | |
| დაბადების თარიღი |
8 მაისი, 1978 სოლტ-ლეიკ-სიტი, იუტა, აშშ |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 2000–დღემდე |
მეტიუ მეტ დეივისი (ინგლ. Matthew Davis; დ. 8 მაისი, 1978, სოლტ-ლეიკ-სიტი, იუტა, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ალარიკ ზალცმენის როლით ტელესერიალში „ვამპირის დღიურები“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტ დეივისი დაიბადა 1978 წლის 8 მაისს იუტას შტატის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში, მასწავლებლების ოჯახში. სკოლაში დადიოდა პატარა ქალაქ ვუდს-კროსში, რომელიც სოლტ-ლეიკ-სიტისთან ახლოს მდებარეობს. სკოლის დასრულებისთანავე ჩააბარა იუტას შტატის უნივერისტეტში, სადაც დაეუფლა სამსახიობო ხელოვნებას. უნივეერისტეტის დამთავრების შემდეგ გადავიდა ნიუ-იორკში და გააგრძელა სწავლა ამერიკის დრამატიკული ხელოვნების აკადემიაში.[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ფილმი | გმირი |
|---|---|---|
| 2000 | Tigerland | რიგითი ჯიმ პაკსტონი |
| 2000 | Urban Legends: Final Cut | ტრევორი/ტრევის სტარკი |
| 2001 | Pearl Harbor | ჯოი |
| 2001 | Legally Blonde | უორნერ ჰარინგტონ III |
| 2004 | Seeing Other People | დონალდი |
| 2005 | BloodRayne | სებასტიანი |
| 2007 | Damages | ჯოშ რეტსონი |
| 2009-დღემდე | ვამპირის დღიურები | ალარიკ ზალცმენი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pierce, Scott D. (April 13, 2006). „Another lovable jerk — Actor/Utah native Matthew Davis plays bad guys you love to hate“. Deseret News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2011. ციტირების თარიღი: December 27, 2009.
| |||||||||||||||||