ვაგრამის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაგრამის ბრძოლა
ნაპოლეონის ომების ნაწილი
Napoleon at Wagram.jpg
ვაგრამის ბრძოლა
თარიღი 5 ივლისი 6 ივლისი 1809
მდებარეობა ვაგრამი, ავსტრია
შედეგი ნაპოლეონის გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთი ავსტრია
მეთაურები
ნაპოლეონ ბონაპარტი კარლ ლუდვიგ ავსტრიელი
ძალები
178 400 128 968
დანაკარგები
33 854 დაღუპული 41 250 დაღუპული

ვაგრამის ბრძოლა — ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ავსტრია-საფრანგეთის ომის დროს (1809). საფრანგეთისა და ავსტრიის არმიებს შორის ვენიდან 16 კილომეტრზე, სოფელ ვაგრამთან, 1809 წლის 5-6 ივლისს. ნაპოლეონმა დაიწყო ჯარების გადაყვანა კუნძულ ლობაუდან დუნაის მარცხენა ნაპირზე. ავსტრიის ჯარები მთავარი პოზიციები ეკავათ მდინარე რუსბახის გაღმა სიმაღლეზე. 5 ივლისს საფრანგეთის ჯარების მძაფრი შეტევები მოგერიებულ იქნა. 6 ივლისს საფრანგეთის ჯარებმა უკუაგდეს ავსტრიელების ცალკეული იერიშები და შეტევაზე გადავიდნენ. მარჯვენა ფლანგზე წარმატების და მძლავრი საარტილერიო მომზადების შემდეგ ნაპოლეონმა ჟაკ მაკდონალდის კოლონით (დაახლ. 45 ათ. კაცი, 104 ქვემეხი) გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის განლაგების ცენტრს. კარლმა უკან დაიხია, ნაპოლეონმა ბრძოლა მოიგო. 14 ივლისს შენბრუნის ზავი დაიდო.

ლიტერატურა[რედაქტირება]