ამშტეტენის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამშტეტენის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის იმპერიასა და ავსტრია-რუსეთის იმპერიებს შორის 1805 წლის 24 ნოემბერს მესამე კოალიციის ომის დროს. საფრანგეთის ჯარებს ხელმძღვანელობდა იოაჰიმ მიურატი და ჟან ლანი. ავსტრიის ჯარებს მიხეილ ფონ კეინმაიერი. რუსეთის ჯარებს კი პეტრე ბაგრატიონი.

კოალიციური ჯარი ფრანგების შემოტევებს ვერ უძლებდა და უკან იხევდა. უკან დახეულ რუსთა არიერგარდს მეთაურობდა პეტრე ბაგრატიონი, რომელიც უზრუნველყოფდა ჯარის მთავარი ნაწილის უსაფრთხოებას. საფრანგეთის ჯარები მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოწინაღმდეგეების ჯარის რაოდენობას. ფარანგები სარგებლობდნენ რიცხობრივი უპირატესობით და ძლიერად უტევდა კოალიციური ჯარის არიერგარდს. პეტრე ბაგრატიონი იგერიებდა შეტევებს და კონტრიერიშზე გადადიოდა.

გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ავსტრიის ქალაქ ამშტეტენთან. კოალიციური ჯარი დამარცხდა. ბრძოლაში, ავსტრიელების მხრიდან 1000 და რუსების მხრიდან 300 ჯარისკაცი დაიღუპა. ბაგრატიონი წარმატებით ასრულებდა დარჩენილი ჯარის დაცვას და უზრუნველყოფდა ჯარისაკაცების ბრძოლის ველიდან გაყვანას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]