ეკმიულის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ეკმიულის ბრძოლა 1809 წლის 22 აპრილს, ბავარიაში გაიმართა. ფრანგებმა და მათმა მოკავშირეებმა, რომელთაც ნაპოლეონ I სარდლობდა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ავსტრიელებზე, თუმცა იმპერატორის ჩანაფიქრი, გადამწყვეტი მარცხი მიეყენებინა ერცჰერცოგი კარლის არმიისათვის, განუხორციელებელი დარჩა.

თავიდან ავსტრიელები მედგრად იცავდნენ თავს, მაგრამ მარშალი დავუს კირასირების, აგრეთვე ფრანგთა მოკავშირეების, ვიურტენბერგელებისა და ბავარიელების მძლავრი შეტევის მოგერიება შეუძლებელი იყო. მოწინააღმდეგის დევნა ღამესღა შეწყდა.

ავსტრიელებმა საკმაოდ დიდი დანაკარგები განიცადეს – 6 ათასი კაცი დაიღუპა ან დაიჭრა და 4 ათასი ტყვედ ჩავარდა. ფრანგების დანაკარგებმა 3 500-ს მიაღწია.

მარშალმა დავუმ ამ ბრძოლისთვის ეკმიულის ჰერცოგის წოდება მიიღო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]