ელხინგენის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელხინგენი (ბრძოლის ველი)

ელხინგენის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის იმპერიასა და ავსტრიის იმპერიას შორის 1805 წლის 14 ოქტომბერს. საფრანგეთის არმიას ხელმძღვანელობდა მარშალი მიშელ ნეი, ავსტრიელების კორპუსს კი იოჰან ზიგმუნდ რიში.

ელხინგენის ბრძოლა იყო მესამე კოალიციის და ნაპოლეონის ომების შემადგენელი ნაწილი. ბრძოლა გაიმართა ბავარიის სოფელ ელხინგენთან. ბრძოლაში მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის იმპერიის მხრიდან 20 ათასი ჯარისკაცი, ავსტრიის იმპერიის მხრიდან კი 8 ათასი.

ელხინგენის ბრძოლაში გარდატეხა შეიტანა მარშალმა მიშელ ნეიმ, რომელმაც ბრძოლაში ჩართო ცხენოსანი — ელიტარული ჯარი. კავალერიამ შეტევები განახორციელა რიშის პოზიციებზე, რომელიც ხიდებს იცავდა. რიშმა ამის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში ჩართო ორი ქვეითი ბატალიონი, მაგრამ ფრანგებმა ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით და ავსტრიელების ორივე კორპუსი უკუაგდეს. მარშალმა ნეიმ ავსტრიელებს მძიმე დანაკარგი მიაყენა და ბევრი ავსტრიელი ჩაიგდო ტყვედ. რიშმა ვერ გაუძლო მასიურ შემოტევებს და უკან დაიხია. ავსტრიელები დამარცხდნენ, მათ ბრძოლაში დაკარგეს 6 ათასი ჯარისკაცი, ხოლო ფრაგებმა — 854 ჯარისკაცი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]