ესტონეთის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევროპული შველი, ესტონეთში ყველაზე გავრცელებული ჩლიქოსანია.

ესტონეთი არის ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა ტყიანი ქვეყანა. ის არის პალეარქტიკის ეკოზონის და ზომიერი ჩრდილოეთ ატლანტიკური საზღვაო ეკორეგიონის ნაწილი.[1]

ფიტოგეოგრაფიული თვალსაზრისით ესტონეთი მოქცეულია ცირკუმბორეალურ რეგიონსა და ბორეალურ სამეფოს შორის. ბუნების მსოფლიო ფონდის მიხედვით ესტონეთი ეკუთვნის მცირე შერეული ტყეების ეკორეგიონს.

ესტონეთის მცირე მოსახლეობა და დიდი ტყის მასივები სხვა ცხოველებთან ერთად გადარჩენის საშუალებას აძლევს ისეთ სახეობებსაც როგორიცაა: ფოცხვერი, გარეული ღორი, მურა დათვი და ლოსი.[2] ითვლება, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მგელი ცხოვრობს.[3] ესტონეთში გავრცელებულია ისეთი იშვიათი ზღვის ფრინველები როგორიცაა: ციმბირული გაგა (Polysticta stelleri), მცირე თეთრ-გულა ბატი (Anser erythropus) და შავ-კუდა ლიმოსა (Limosa limosa). ხმელეთზე ცხოვრობენ ისეთი ფრინველები როგორიცაა: გოჭა (Gallinago media), ღალღა (Crex crex) და ევროპული ყაპყაპი (Coracias garrulus). დიდი მტაცებელი ფრინველებიდან გავრცელებულია მყივანი არწივი. ესტონეთსს აქვს ხუთი ეროვნული პარკი, მათში უდიდესია ლაჰემაი.

უხერხემლო ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია უხერხემლო ცხოველების რაოდენობა ჯგუფების მიხედვით.[4]

ჯბუფი ცნობილი სახეობები სახეობების დაახლოებითი რაოდენობა
სარკოდინები 68 140
ფლაგელატები 89 200
Apicomplexa 13 50
Ciliophora 176 300
ღრუბლები 3 6
Hydrozoa 5 8
სციფოიდურნი 3 3
წამწამიანი ჭიები 55 200
მონოგენეზური მწოველები 73 40
Digenea 110 130
ნემერტინები 106 130
გასტროტრიქები 6 40
Rotatoria 230 500
ნემატოდები 200 500
ბეწვურები 1 5
კინორინქები 1 3
აკანთოცეფალები 14 40
ნემერტინები 4 10
პრიაპულიდები 1 ?
მრავალჯაგრიანი ჭიები 6 ?
მცირეჯაგრიანი ჭიები 103 200
Bryozoa 7 15
მუცელფეხიანები 74 80
ორსაგდულიანები 62 70
კიბოსნაირნი 326 356
ობობასნაირნი 786 2055
მირიაპოდები 38 50
ნელამავალნი 1 50
მწერები ~10000 20000-21000


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Spalding, M.D., et al. "Marine Ecoregions of the World: A Bioregionalization of Coastal and Shelf Areas". Bioscience Vol. 57 No. 7, July/August 2007
  2. Systematic list of Estonian mammals
  3. (ესტონური)Laupäeval algab hundijaht“, 2008-01-25. წაკითხვის თარიღი: 2008-11-24. 
  4. Eesti Loodus (Ed. A. Raukas), Tallinn, Valgus & Eesti Entsüklopeediakirjastus 1995