ლაჰემაის ეროვნული პარკი
იერსახე
| ლაჰემაის ეროვნული პარკი
Lahemaa rahvuspark | |
|---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
| მდებარეობა | |
| კოორდინატები | 59°34′16″ ჩ. გ. 25°48′01″ ა. გ. / 59.57111° ჩ. გ. 25.80028° ა. გ. |
| ფართობი | 725 კმ² |
| დაარსდა | 1971 |
ლაჰემაა — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ესტონეთში, დედაქალაქ ტალინიდან 70 კმ-ით აღმოსავლეთით. მოიცავს 725 კმ² ტერიტორიას. შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1971 წელს. ფართობის მხრივ უდიდესია ესტონეთში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ძირითადი დანიშნულებაა დაცვა, კვლევა და ჩრდილოეთევროპული ლანდშაფტის, ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ეროვნული საგანძურის ხელშეწყობა.
ლაჰემაა ესტონეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი 70%-ზე მეტი ტყეებითაა დაფარული, მდიდარია ფლორა და ფაუნა; მრავლადაა ჭაობი. გაყვანილია ტურისტული ბილიკები.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიასმუს ნახევარკუნძული
- ვირუს ჭაობი, მდებარეობს პარკის სამხრეთ ნაწილში
- ვირუს ჭაობი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ადმინისტრაციის საიტი დაარქივებული 2007-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Lahemaa article at Estonica დაარქივებული 2008-01-01 საიტზე Wayback Machine.