კინორინქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კინორინქები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Kinorhyncha

კინორინქები (ლათ. Kinorhyncha) — ზღვის ჭიების კლასი. მათი 0,1—1 მმ-მდე სიგრძის სხეული დანაწევრებულია სეგმენტებად და მოფენილია ქაცვებით ან კაუჭებით კან-კუნთოვანი პარკი არ აქვთ. ნაწლავი მარტივი მილია. ნერვული სისტემა ხახისირგვლივი რგოლისა და მუცლის ძეწკვებისაგან შედგება. გრძნობის ორგანოებია 1—2 წყვილი პატარა პიგმენტური თვალუკი და მგრძნობიარე ჯაგარი. სისხლის მიმოქცევის სისტემა არ აქვთ. გამომყოფ სისტემას 1 წყვილი პროტონეფრიდია შეადგენს. ცალსქესიანი ცხოველებია, რომელთა განვითარება მეტამორფოზით ხდება. კლასში 1 რიგის 30-ზე მეტი სახეობაა. ფართოდ არიან გავრცელებული. იკვებებიან ერთუჯრედიანებით და დეტრიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]