გასტროტრიქები
იერსახე

გასტროტრიქები, მუცელწამწამიანები (ლათ. Gastrotricha) — ცხოველების კლასი პირველადღრუიანების ტიპისა. წყლის მიკროსკოპული (1,5 მმ სიგრძის) ცხოველებია. სხეული დაფარული აქვთ კუტიკულით, მუცელი — წამწამებით. ჰერმაფროდიტები ან განსვავებულსქესიანები არიან. კლასში 200-მდე სახეობაა. ბინადრობენ მტკნარ წყალში, იშვიათად ზღვაში. აქვთ როგორც პირველადღრუიანების, ისე წამწამიანი ჭიების (ტურბელარიების) ნიშნები, რითაც დასტურდება პირველადღრუიანების კავშირი წამწამიან ჭიებთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 12.